ესტონეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ 20%-იანი მხარდაჭერით მეორე რეიტინგულ პარტიად ჩამოყალიბდა ნაციონალისტური პარტია EKRE, რომლის ლიდერიც მიიჩნევს, რომ ესტონელებისთვის უცხოა დასავლური ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის იდეები და ლიბერალური იდეოლოგია საფრთხეს წარმოადგენს ესტონელების ეროვნული იდენტობისთვის.
პარტიის ხელმძღვანელობა, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების დეპორტაცია და ესტონეთის რუსული მოსახლეობის ასიმილაცია.