Home ახალი ამბები ესტონეთის პრეზიდენტი – საქართველოში საშუალო ხელფასი 500 დოლარია, ეს არ არის დაბალი...

ესტონეთის პრეზიდენტი – საქართველოში საშუალო ხელფასი 500 დოლარია, ეს არ არის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა

1591

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა “თბილისი მარიოტში” გამართულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო-ესტონეთს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ვხედავ ძალიან ბევრ ესტონელ მეწარმეს, პოტენციურ ინვესტორს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, ჩვენ ყველა ვცდილობთ, ახალი შესაძლებლობები დავინახოთ საქართველოში, და ზოგადად მსოფლიოში. საქართველო ნამდვილად ვითარდება, მცირე და საშუალო საწარმოები, მოქნილი სეგმენტი ეკონომიკაში, როცა ხედავენ შესაძლებლობებს, მყისიერად იყენებენ. ამ სეგმენტს შეუძლია ახალი შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება. საქართველოში დემოკრატია და სამართლის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ამის საშუალებას იძლევა.

საქართველოში არსებულ მდგომარეობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ვაკვირდებით, ჩვენ ვწონით და ვაფასებთ რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ინვესტიციები, კაპიტალდაბანდებები, ტექნოლოგიების გამოყენება, შრომის ბაზრის შესაძლებლობები და ეფექტურობა, იმისათვის, რომ რენტაბელური იყოს საწარმოები, ხელფასები იზრდებოდეს სტაბილურად. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ საქართველო იზრდება, ვითარდება, 500 დოლარია საშუალო ხელფასი, ეს არ არის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. ვისაც უნდა რომ საქართველო განავითაროს და ქვეყანას მისცეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, მაშინ საქართველო უნდა აირჩიოს კაპიტალდაბანდების სამიზნე ქვეყანად”, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.

 

8 COMMENTS

  1. ვინ მოახსენა ნეტა ეგ ამბავი? ხალხს ლუკმა პური ენატრება, წამალი ვერ უყიდია…

  2. საშუალო 500 ლარიც არაა ხელფასი. ეგ ალბათ ბატონ შოთა მურღულიაზე საუბრობს

  3. sheni inpormaciis momcodeblebs daesxat tavs lapi, mageni menaxos quchashi damjdari samatxovrod gamocvdili xelit. ise rogorc dges lari jansagia da kargat grdznobs tavs. isemc tqveni deda movtyan

  4. მესიზმრება ალბად? ნეტა სიზმარი იყოს!!! რასაც ვიგინები ხალხნო ხომ არ კითხულობთ? მართლა სიზმარი ყოფილა არავინ მპასუხობს .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here