მადრიდის პოლიცია იძიებს ჯგუფური გაუპატიურების საქმეს არალეგალური წვეულების დროს, რომელსაც ესწრებოდნენ ესპანეთის რეალური შოუს “ცდუნებათა კუნძულის” ვარსკვლავები, იუწყება გამოცემა 20 minutos.
მადრიდის მუნიციპალიტეტ კოლმენარეხოში 50-მდე ადამიანმა საღამო მოაწყო ნაქირავებ სახლში. არენდატორმა პოლიცია გამოიძახა, რომელმაც თავიდან მხოლოლდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ სტუმრებს ნიღბები არ ეკეთათ, რითაც არღვევდნენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ.
მაგრამ შემდეგ პოლიციას ერთ-ერთმა მონაწილემ შეატყობინა, რომ ამ წვეულებაზე ადგილი ჰქონდა ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს. მომჩივანი თავად იყო მსხვერპლი. იგი ჯერ დაათვრეს, შემდეგ აიძულეს სტუმრების სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 20 minutos დამატებით გვაუწყებს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, მონაწილეობდნენ თუ არა აღნიშნული ტელეშოუს ვარსკვლავები ჯგუფურ გაუპატიურებაში.