Home სხვადასხვა დაიჯესტი ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზაციას

ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზაციას

95
ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზაციას

ესპანეთის პარლამენტმა 18 მარტს მოიწონა კანონპროექტი ევტანაზიის ლეგალიზაციის შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივას ორივე პალატაში ორი წლის განმავლობაში განიხილავდნენ.

ვარაუდობენ, რომ ეს კანონი სამ თვეში შევა ძალაში და ესპანეთი იქნება ევროპის მეოთხე ქვეყანა ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ, რომელშიც ეს პროცედურა ოფიციალურად ამოქმედდება.

ევთანაზიის მოთხოვნის უფლება ექნებათ ესპანეთის სრულწლოვან მოქალაქეებს ან მათ, ვისაც მოქალაქეობის მიღების უფლება მიეცემათ. გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პაციენტი და არავინ სხვა. ამასთანავე, თხოვნის განხილვის პროცესის მიმდინარეობისას მან, სულ ცოტა, ოთხჯერ უნდა დაადასტუროს თავისი სურვილი.

ევთანაზიის შესახებ თხოვნას შეაფასებენ ექიმები და სპეციალური კომისია. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოთხოვნა ზუსტად იქნება შესრულებული, “ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს მოკვდინებისთვის საჭირო დახმარება”. პროცედურა განხორციელდება ან საავადმყოფოში, ან პაციენტის საცხოვრებელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here