ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კატალონიის მთავრობის ყველა წევრის გადაყენება გამოაცხადა.
ამის შესახებ მარიანო რახოიმ ესპანეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა.
მარიანო რახოიმ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, მან გადაწყვეტილება მიიღო დაითხოვოს კატალონიის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნოს.