Home რუბრიკები საზოგადოება ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიების _ პირბადეების ტარების შესახებ

ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიების _ პირბადეების ტარების შესახებ

2020 წლის 15 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება # 368 პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ (ხელს აწერს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია). ლაპარაკია პირბადის სავალდებულო ტარებაზე, რომლის მიხედვით ყველანი, ექვსი წლიდან დაწყებული, ვალდებულნი ვიყავით (22 ივნისიდან საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის _ რედ.), პირბადე გვეტარებინა ყველგან.

სანამ ამ წესის ლაფსუსებზე მოგახსენებთ, უნდა ითქვას მთავარი _ ამ დადგენილების უკანონობის, ანტიკონსტიტუციურობის შესახებ. არც ერთ მთავრობას (პარლამენტს, პრეზიდენტს და ა.შ.) არსად მსოფლიოში, რაც უნდა კეთილი ზრახვები ამოძრავებდეს, უფლება არ აქვს, არათუ მოსახლეობას, არამედ საღ გონზე მყოფ ერთ ადამიანსაც კი, იძულებით შეაჭამოს, დაალევინოს ან შეუშხაპუნოს ის, რაც ამ ადამიანს არ სურს. რაღა თქმა უნდა, მას უფლება არ აქვს, მოქალაქეს შეუზღუდოს სასიცოცხლოდ ყველაზე აუცილებელი რამ _ ჰაერის მიწოდება, ანუ სუნთქვა _ მისი მექანიკური გაძნელების, ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცირებისა და მავნე ნახშირორჟანგის გაზრდის გზით, იძულებით ააფაროს სახეზე სამედიცინო პირბადედ წოდებული სამფენოვანი ნაჭერი და უბრძანოს მისი ტარება აბსოლუტურად ყველგან, საცხოვრებელი სახლის გარდა; უფლება არ აქვს, სამსახურებიდან დაითხოვოს და უსახსროდ დატოვოს ისინი, ვინც უარს ამბობს, დაემორჩილოს მთავრობის ყოვლად უგუნურ, ანტიჰუმანურ და ანტიკონსტიტუციურ დადგენილებას. უკანონო ჩანაფიქრის განსახორციელებლად ხელისუფლება იყენებს მასების დამორჩილების აპრობირებულ მეთოდებს: 24-საათიან აგიტაციაპროპაგანდას, ერთმანეთში არეულ ტყუილსა და მართალს _ დეზინფორმაციას, დაშინებას, მუქარას, დიდი ჯარიმებით დასჯას და სხვ.

ვნახოთ, რას გვავალდებულებს კონკრეტულად ჩვენი მთავრობა ერთი წლის წინათ მიღებული დადგენილებით და ლოგიკურად, დასაბუთებულად თუ გვიხსნის, როგორ გვიცავს პირბადე დაავადების გავრცელებისგან. დადგენილება რომ შესაბამისი ცოდნით და უფლებებით აღჭურვილი მედიცინის მუშაკების რეკომენდაციების საფუძველზეა შედგენილი და, ამ მხრივ, პირველ ვიოლინოებს პროფესორების ცნობილი სამეული, ბატონები ამირან გამყრელიძე (დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი), პაატა იმნაძე (ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი) და თენგიზ ცერცვაძე (ინფექციური დაავადებების კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი) რომ წარმოადგენს, ეჭვგარეშეა.

მაშ ასე: პირბადე აფარებული უნდა იყოს პირზეც და ცხვირზეც, თანაც იგი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს (ამისათვის პირბადეში დატანებულია “ცხვირის ფირფიტა, რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად”); იგი უნდა ვატაროთ როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში (საცხოვრებელი სახლის გარდა). ცხვირ-პირზე აფარებული პირბადე სუნთქვას საკმაოდ რომ აძნელებს, ვისაც კი ერთხელ მაინც უტარებია ის, ყველა დამეთანხმება; სახეზე შემოტკეცილი პირბადის უკან ამოსუნთქული ჰაერის ნაწილი რომ რჩება და მას უკანვე ჩავისუნთქავთ, ესეც სრულიად გასაგებია; ამის გამო, ახლად ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის ხვედრითი წილი რომ შემცირდება და ნახშირორჟანგისა მოიმატებს, არც ამაზე დავობს არავინ. მთელი დღის განმავლობაში ასეთი ჰაერით სუნთქვა არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას რომ არ წაადგება და, პირიქით, მას, შესაძლოა, სერიოზული გართულებებიც მოჰყვეს (განსაკუთრებით, ბავშვების, მოხუცების, გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებში), არც ამას სჭირდება დიდი მტკიცება. ძალიან მოკლე დროში, ასე 10-15 წუთში, პირბადის გაკეთებიდან იგი რომ ნამიანდება ამოსუნთქული თბილი და ტენიანი ჰაერისგან, ყველას გამოგვიცდია და ისიც შეგვიმჩნევია, რომ დასველებული პირბადით სუნთქვა კიდევ უფრო ძნელი და შემაწუხებელი ხდება. იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველას, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის პოლიტიკის(!) გამტარებელ მედიცინის მუშაკებს, მოუწევთ მათ მიერ ან მათი რეკომენდაციებით შემოღებულ ზომებზე ახსნაგანმარტების მიცემა; მოუწევთ, რადგან მათ გამიზნულად უგულებელჰყვეს მთავარი სამედიცინო პოსტულატი: “უპირველესად, არ ავნო!” თუკი, დარწმუნებული არ ხარ წამლის ან შენი ქმედების სისწორეში, ხელი უნდა აიღო მასზე, ადამიანის ორგანიზმს უნდა აცალო, თავის თავს მიხედოს _ ჩვენი ორგანიზმის მსგავსი სრულყოფილი, თვითგანახლებადი, თვითრეგულირებადი, ანუ თვითშემკეთებელი, მომვლელი უნივერსალური სისტემა ბუნებაში არ არსებობს. გარედან უხეში ჩარევა _ პირბადეებით სუნთქვის გაძნელება და ჟანგბადისგადაკეტვავერაფერიშვილი პრევენცია და პროფილაქტიკაა (“მენტორი სამეულისგან” დაშინებული ზოგიერთი ადამიანი ხომ 2-3 პირბადეს იკეთებს ერთდროულად თავისი თავის საზიანოდ)! დღეს უკვე ყველამ იცის, რომ კოვიდით დაავადებულის (და არა მხოლოდ) პირველი და შეუცვლელი სამკურნალო საშუალება ჟანგბადია და, როდესაც უგუნური და უკანონო ბრძანება-გადაწყვეტილებებით მოსახლეობას დაჟინებით აიძულებ (უკვე მეორე წელია), ჟანგბადით გაღარიბებული და საწამლავით (ნახშირორჟანგით) გამდიდრებული ჰაერით ისუნთქოს მთელი დღე ქუჩაშიც, პარკშიც და მაღაზიებშიც, აქაოდა, ამით კორონავირუსისგან იცავთ სხვასაც და საკუთარ თავსაცო, ეს უკვე უნებლიეთ ჩადენილი უხეში საექიმო შეცდომა აღარ არის.

ეს არ არის სიტყვის ან გამოხატვის უფლებების შეზღუდვის მსგავსი უკანონო ქმედება, ეს არის ჩვენი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, სამწუხაროდ, უსიტყვოდ აღსრულებული მოტყუებული და დაშინებული ხალხის მხრიდან _ ჩვენივე ხელით აფარებული პირბადეები. ნორმალური სუნთქვისა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ცხვირი აუცილებელად დაუფარავი უნდა იყოს ყველანაირი ბადისგან. და, აი, რატომ: ცხვირიდან ამოსუნთქულ ჰაერში არსებულ ვირუსებს ვერავითარი ერთჯერადი ე.წ. ქირურგიული პირბადე, პრაქტიკულად, ვერ აკავებს. ამ უმარტივესი ჭეშმარიტების გაგებას პროფესიული განათლება არ სჭირდება. მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ “ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის (ანუ ახლის, სანამ დანამიანდება) მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95 %-ის შეკავების უნარი”. სიტყვა არ არის თქმული, თუ რა ზომის წვეთებია ნაგულისხმევი (არც სიტყვა “მსხვილი” არის ნახმარი და არც ზომები _ მიკრონებია მითითებული). არადა, ამის გარეშე პირბადის ეფექტიანობაზე, მისი შეკავების პროცენტულ მაჩვენებელზე საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პირბადე მხოლოდ იმ წვეთებს შეაკავებს, რომლებიც პირბადის ცხაურის ზომებზე დიდი აღმოჩნდება და ვერ გაეტევა მასში _ ასეთი წვეთები ხველების, ცემინებისა და, ზოგჯერ ლაპარაკის დროსაც გამოიყოფა. აი, ამ წვეთების 95 პროცენტს ნამდვილად აკავებს ერთჯერადი სამედიცინო პირბადე და ამიტომაც უწოდებენ მას ქირურგიულს (კოვიდამდე, ძირითადად, ქირურგები იყენებდნენ ოპერაციებისას, რათა მათ მიერ ლაპარაკის ან იშვიათი ჩახველების მომენტში გამოყოფილი წვეთები ჭრილობაში არ მოხვედრილიყო). მაგრამ, ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ ხილული, დიდი წვეთების შეკავება, არამედ ისეთებისაც, რომლებიც უხილავია სიმცირის გამო და აეროზოლის სახით გამოიყოფა ჩვეულებრივი ლაპარაკისა და სუნთქვისას, ანუ გამუდმებით, 24 საათის განმავლობაში. აეროზოლის ნაწილაკების ზომა კი არის 5 მიკრონზე ნაკლები და ამ ზომის წვეთებს მხოლოდ სპეცრესპირატორი აკავებს. რა გამოდის? პირბადე 100 %-ითაც რომ გვიცავდეს დიდ წვეთებში არსებული ვირუსებისგან, მაინც არასრულყოფილი და პერიოდული, შიგადაშიგ დაცვა გამოვა, რადგან მხოლოდ ხველება-დაცემინებისა და ლაპარაკისას იქნება ის ეფექტიანი, დაცვა კი არასრულყოფილი იქნება, იმიტომ, რომ ხველება-დაცემინება-ლაპარაკის მომენტში ვირუსები მსხვილ წვეთებთან ერთად აეროზოლის სახითაც გამოიყოფა (როგორც ლაბორატორიული კვლევებიდან ირკვევა – წუთში რამდენიმე ათასიდან ასი ათასამდე ნაწილაკის სახით). აღარაფერს ვამბობ დანარჩენ დროზე, ანუ, როცა ადამიანი, უბრალოდ, მხოლოდ სუნთქავს. ისიც უნდა ითქვას, რომ ცემინება საერთოდ არ ახასიათებს კოვიდს და, მაშასადამე, პირბადის ცხვირბადედაც გამოყენებას მხოლოდ ნაწილობრივი და წამიერი ეფექტი ექნება (ვგულისხმობ დაცემინებისას). მაშასადამე, თუკი ქუჩაში მიმავალმა “უსიმპტომო ავადმყოფმა” არ დაახველა და არ დაილაპარაკა, ვირუსების 100%-ს იგი სუნთქვისას გამოყოფს აეროზოლის სახით, ხოლო რამდენიმეჯერ თუ ჩაახველა და ზომიერადაც ილაპარაკა, მაშინ დღის განმავლობაში გამოყოფილი ვირუსების 1% თუ მოვა მსხვილ წვეთებზე, აეროზოლის სახით გამოყოფილი 99 %-ის შესაკავებლად კი სამედიცინო პირბადე არ გამოდგება, ის მხოლოდ ცრუ უსაფრთხოების განცდას აჩენს.

ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი არ არის და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, გასამრავლებლად მას სჭირდება ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი, ხოლო აქტიურობის შესანაჩუნებლად _ წყალი, რომელთან ერთად ვირუსები, ძირითადად, აეროზოლად წოდებული წყლის უმცირესი წვეთებით (0.1 – 5 მიკრონის ზომის) გამოიყოფა ორგანიზმიდან. პირბადის ცხაურების (ფორების) ზომა კი 10 მიკრონია და, ცხადია, მას არ შეუძლია 2-ჯერ, 10-ჯერ და 100-ჯერ მცირე ზომის ნაწილაკების შეკავება.

ამ ნაწილაკების სიმცირის გამო, აეროზოლის სახით ამოსუნთქულ ჰაერს ჩვეულებრივ პირობებში ვერ ვხედავთ, მაგრამ მისი დანახვა მაინც შეგვიძლია ყველას ცივ ამინდში, როდესაც ამოსუნთქული თბილი ჰაერი ორთქლად იქცევა. აი, ამ ორთქლადქცეულ უმცირეს ნაწილაკებს პირბადე რომ ვერ აკავებს, ეს სულ მარტივად დაამტკიცა ვირუსოლოგმა ბაირამ ბრიდლმა “იუთუბიზე” ჩატარებული ექსპერიმენტით: მან მჭიდროდ აიფარა სახეზე ხუთი(!) სამშრიანი პირბადე და თვალსაჩინოებისთვის პირით ამოისუნთქა სათვალის ერთ მინაზე, რომელიც აშკარად დაიორთქლა. მაშ, რატომ იეშმაკეს დადგენილების ავტორებმა და არ მიუთითეს ზუსტად, რა შეუძლია პირბადეს და რა _ არა, მათთვის ხომ ისედაც ყველაფერი კარგად იყო ცნობილი? იმიტომ, რომ ამგვარი კოვიდსაწინააღმდეგო პოლიტიკის გამტარებლებისთვის მთავარია, გარედან მიღებული ინსტრუქციების ზედმიწევნითი შესრულება, რათა მოსახლეობას თავში ჩაებეჭდოს მცდარი აზრი _ “პირბადით თქვენ 95%-ით იქნებით დაცული”.

რისთვის ვახრჩობთ, რისთვის ვუძნელებთ სუნთქვას, რისთვის ვავალდებულებთ ყველას პირბადის ცხვირზედაც ტარებას?! მხოლოდ და მხოლოდ დიდი შიშის დასათესად, რათა ადვილად დაიყაბულონ გულუბრყვილო ხალხი კოვიდვაქცინაციაზე (ამის თაობაზე კიდევ ერთხელ მომდევნო წერილში მოგახსენებთ).

პირბადის ეფექტიანობის შედარებითი შესწავლა, ანუ ახდენს თუ არა მისი ტარება სარწმუნო ზეგავლენას კოვიდის გავრცელებაზე, არ მომხდარა, სამაგიეროდ არსებობს სხვა ბევრი ფაქტი, რომლებსაც საზოგადოებას უმალავენ _ მხოლოდ ერთ, ძალზე მრავლისმეტყველ ფაქტს მოვიყვან: ფლორიდის შტატთან შედარებით, ნიუიორკსა და კალიფორნიის შტატში მიღებული იყო უფრო მკაცრი კოვიდსაწინააღმდეგო ზომები, განსაკუთრებით, პირბადის ტარებაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კოვიდინფექცია უფრო მეტად სწორედ იქ გავრცელდა და, არა _ ფლორიდაში. ამის შესახებ სამეულმა, “რა თქმა უნდა”, არაფერი იცის, თორემ ამას დაგვიმალავდნენ, გეკადრებათ?! სამაგიეროდ, ის “იციან” კარგად, რომ რა დაავადებაც უნდა სჭირდეს ადამიანს (თუნდაც, კიბოს ბოლო სტადია, ინსულტის მძიმე ფორმა, მწვავე ინფარქტი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმაც კი) და რა ასაკისაც უნდა იყოს ის (თუნდაც, 90 წელს გადაცილებული), თუკი PCRტესტი დადებითი აღმოაჩნდა, გარდაცვალების მიზეზად კოვიდი უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ, თუკი ახალგაზრდა საღსალამათი კაცი, რომელსაც არაფერი არ აწუხებდა, აცრიდან რამდენიმე წუთშიწაიღებს წერილს”, ხელებს ასავსავებენ: აპაპაპა, როგორ გეკადრებათ, ეს კოვიდვაქცინის ბრალი არ არის, მას აუცილებლად ექნებოდა რაიმე დაავადება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილიო და, ბოდიშის მოხდისა და სოლიდური დახმარების ნაცვლად, იწყებენ სამარცხვინო ქექვას გარდაცვლილის ანკეტაში _ ეგებ რაიმეს ჩაებღაუჭონ, რათა გეიტსების ვაქცინებს ჩირქი არ მოეცხოს, მათ კი გრანტები არ მოაკლდეთ. ამ სამეულმა ზუსტად იცის, რომელ თვეში მოსახლეობის რამდენი პროცენტი ატარებდა პირბადეს და ცდილობენ, ეს მონაცემები კოვიდის შემთხვევების მატებასთან ან კლებასთან დააკავშირონ, მაგრამ რატომღაც არც ერთხელ არ გახსენებიათ გაცილებით მნიშვნელოვანი _ რამდენი მათგანი იცავდა პირბადის ტარების წესს _ ცხვირზე აფარებას კი არ ვგულისხმობ, არამედ ჯანმოს მიერ რეკომენდებულ, პირბადის ცვლის წესს ყოველ 2-3 საათში, ზაფხულში კი _ 20-30 წუთში (ან დანამიანებისთანავე, ანუ კიდევ უფრო ხშირად!). თუკი, ისეთი საშიშია ლაბორატორიაში შექმნილი ეს კორონავირუსი (მის ხელოვნურობას მეცნიერების უმეტესობა ემხრობა, ოღონდ ზოგი მათგანი ჩინეთისკენ იშვერს ხელს და ზოგიც _ შეერთებული შტატებისკენ), რომ ყველაფერი (ქუჩატროტუარშენობის კედლებიც კი) დეზინფექციას საჭიროებს, ხოლო ვირუსებისგან დამცავი პირბადე კი _ ასეთი მნიშვნელოვანი და, თუკი ნამდვილად ზრუნავენ ხალხზე, მაშინ აქედან უდავოდ გამომდინარეობს ერთი რამ: ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაბინძურებული პირბადეების ცვლის და უტილიზაციის წესსაც აუცილებლად უნდა მიქცეოდა სათანადო ყურადღება. ფაქტობრივად, ამ რეგულაციას აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. პირბადის ცვლა გაცილებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამოსუნთქული ჰაერით დანამულ პირბადეზე სხვა ათასი ჯურის ვირუსი, ბაქტერია და მტვერიც ილექება (მით მეტი, რაც უფრო ნამიანია იგი) და პირბადე ხდება ინფიცირების წყარო (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დანამული, ფაქტობრივად, დასველებული პირბადე კიდევ უფრო აძნელებს სუნთქვას (“ვოთერბორდინგად” წოდებულ ცნობილ ამერიკულ წამების მეთოდს ხომ იგივე პრინციპი უდევს საფუძვლად). ეს დასკვნა, ისევე, როგორც სხვა, სადავო არ არის, მაგრამ ჩვენი ჯანდაცვის მესვეურები რატომღაც თვალს ხუჭავენ ამ ფაქტზე და აქცენტს მხოლოდ პირბადის ტარებაზე აკეთებენ, თან იდიოტურ რჩევებს გვაძლევენ: კარგად შემოიტკიცეთ პირბადე სახეზე, სადმე ღრიჭო არ დაგრჩეთ, თორემ, პირბადეში რომ ვერ გაძვრებიან ეს ვერაგი ვირუსები, იმ ღრიჭოს მოძებნიან და იქიდან გაგეპარებათ ან შემოგეპარებათო. თვალსაჩინოებისთვის იმასაც კი გვაჩვენებენ ტელევიზიით, როგორ შემოვიჭიროთ პირბადეში დატანებული მავთული _ .. “რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა”. აი, ასეთ სისულელეებში ცდილობენ ხალხის დარწმუნებას ჯანმოს მორჩილი ჩვენი პროფესორები, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ ეს (და ბევრი სხვაც) თავის მოტყუებაა და არა _ თავის (ან სხვის) დასაცავად მოფიქრებული ეფექტიანი საშუალება, რომ ასეთი ზომები მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დასაშინებლად, მის მუდმივ სტრესში სამყოფად არის მოგონილი ხალხზე “მზრუნველი” კაცთმოძულე არსებებისგან შემდგარი მსოფლიო მთავრობის მიერ.

პირბადის რეგულარული ცვლის წესის დამცველთა რაოდენობის გაგება საკმაოდ ზუსტად და მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ ამ მონაცემების გამჟღავნება ხელს არავის აძლევს _ არც შინაურ და არც გარეულ მენტორებს. პირბადის ტარების შესახებ დადგენილების მიღებიდან დღემდე _ 12 თვის განმავლობაში _ საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პირბადეების რაოდენობის (დარჩენილი მარაგის გამოკლებით, ცხადია) მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით სულ ადვილად დგინდება დღიურად ნახმარი პირბადეების რაოდენობა. მხოლოდ მაღაზიებისა და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც ადმინისტრაციის მიერ მარაგდებიან პირბადეებით, დღეში (სამსახურში ყოფნის პერიოდში) უნდა იცვლიდნენ 3-4 პირბადეს, ზაფხულში კი _ 18-20- (აღარაფერს ვამბობ დანარჩენ მოსახლეობაზე, რომელმაც თავისი ჯიბიდან უნდა გაიღოს ყოველდღიურად 3-4 ან 8-10 ლარიც კი). და, აღმოჩნდებოდა, რომ პირბადეს კი იკეთებს მოსახლეობის უმეტესობა, მაგრამ მისი ხმარების წესს ერთი პროცენტიც არ იცავს! მაშასადამე, 99%-, ვისაც არათუ მთელი დღის, არამედ კვირეების განმავლობაშიც გვიტარებია ერთი პირბადე, სარგებლის ნაცვლად მხოლოდ ზიანი მიგვიყენებია საკუთარი თავისთვის, განსაკუთრებით მათ, ვინაცწესიერად”, ცხვირზეც აფარებული ატარებდა მას. ამ დანაშაულებრივი უყურადღებობისთვის აგო ვინმემ პასუხი? არა, რა თქმა უნდა.

დასასრულ _ პირბადეების “ეფექტიანობის” დამადასტურებელი გადაწყვეტილება, თავად ამ “ჭკვიანური” რეგულაციების ავტორების მიერ მიღებული: გალაკტიონისდროშებივითგვესმოდა სამეულის უხუცესი წევრის მოწოდება: “პირბადეები, პირბადეები, პირბადეები”! და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად გაუქმდა ამუმნიშვნელოვანესი” (როგორც გვიჩიჩინებდნენ მთელი ერთი წელიწადი) პირბადეების სავალდებულო ტარება ღია სივრცეში და გაუქმდა კომენდანტის საათიც! კი მაგრამ, რატომ? რის საფუძველზე? წინა პერიოდთან შედარებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში, კოვიდვაქცინაციის მაღალი აქტივობით გამოვირჩევით, უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით (მოსახლეობაზე გაანგარიშებით), ვირუსის ახალი, უფრო უარესი შტამი არ გაჩნდა და ეპიდემიის ახალ ტალღას არ მოველით თუ შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა?! აგვიხსნა ვინმემ? შეიწუხა ამით ვინმემ თავი? ხელისუფლებისა და ჯანდაცვის მესვეურების ამ სწორ, მაგრამ პარადოქსულ (წინაღონისძიებებსთუ შევადარებთ) გადაწყვეტილებას, უკეთეს შემთხვევაში, ასეთი ახსნა მოეძებნება: ბოლოს და ბოლოს, მათ გაიგეს, გნებავთ, შეიგნეს (რაშიც ეჭვი მეპარება), რომ არც ერთჯერადი ნიღბების ტარებას (მით უმეტეს, ღია სივრცეში და ისე, როგორც ჩვენთან ატარებდნენ და იცვლიდნენ) და არც კომენდანტის საათის შემოღებას, პრაქტიკულად, აზრი არ ჰქონია. სხვა, ჭეშმარიტებასთან უფრო ახლო მდგომ ახსნას ჩვენი დაკვირვებული მკითხველი მოახერხებს. ერთი რამ შეუმცდარად შეიძლება ითქვას: ვირუსებს არც კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემოღება გაუგიათ და არც გაუქმება!

იაკობ ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here