Home ახალი ამბები საქართველო ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

3723
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგამოცდო სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება, სამუშაო მაგიდა კი წინა მხრიდან დამცავი ფარით იქნება აღჭურვილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით (ბარიერით), მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი _ 1 მეტრი. გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here