Home ახალი ამბები საქართველო „ერთად დავიცავთ მართლმადიდებლობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში“ – საქართველოში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის...

„ერთად დავიცავთ მართლმადიდებლობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში“ – საქართველოში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი აქციების სერია შეაჯამეს

კანონიკური ეკლესიის, უკრაინელი მორწმუნეების დევნის საკითხის განხილვისა და მხარდამჭერი საჯარო აქციების სერიის შემდეგ, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

მრგვალ მაგიდასთან შეკრებილმა ქართველმა ორგანიზატორებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ მართლმადიდებლებს, განიხილეს უკრაინის ეკლესიის ირგვლივ შექმნილი ვითარება და შეაჯამეს 2024 წლის მუშაობის შედეგები. მათ ასევე გამოთქვეს რწმენა, რომ უკრაინელი მართლმადიდებლების ლოცვითი, მორალური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც საქართველოში, ისე სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი ბოლო აქციის ორგანიზატორმა, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა, ორგანიზაცია „მძლეველის“ ხელმძღვანელმა ლაშა-გიორგი ლომიძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა:

„თეზისი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართველები ევროპელები ვართ, თავის დროზე ზემოდან იქნა თავსმოხვეული და ვულგარული ფორმებით აიტაცეს. სინამდვილეში ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ურყევნი ვართ ქრისტეში. ეს ეწინააღმდეგება ფაშისტურ იდეოლოგიას, რომელსაც ევროპა თავს გვახვევს ყველას, დაწყებული უკრაინიდან. ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი დაქსაქსულობა და გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულებების გარშემო. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ არა მხოლოდ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, არამედ სხვა კონფესიებისა და რელიგიების წარმომადგენლებს, ასევე ათეისტებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ძირითადი მორალური ღირებულებები, ოჯახური ურთიერთობები და მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა.

უკრაინა, ჩემი აზრით, არასრულფასოვანი სახელმწიფოა და მხოლოდ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს წარმოადგენს. ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო კიევის ფაშისტურმა რეჟიმმა პირველ რიგში შეტევა რუსულ ენასა და მართლმადიდებლობაზე, ხოლო ზელენსკიმ ეს შეტევა უკიდურესობამდე მიიყვანა. ისინი, ვინც რეჟიმს მითითებებს აძლევენ, მიზნად ისახავენ მართლმადიდებლობის აღმოფხვრას და ფაშიზმის რუსეთის წინააღმდეგ მიმართვას. ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ უფრო მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს საგარეო პოლიტიკაში და გააცნობიეროს, რომ რუსეთის გარეშე მას დაამხობენ.

მე მახარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არაკანონიკური „ПЦУ“-ს და უკრაინის ავტოკეფალიის არაღარებასთან დაკავშირებით. ეს პოზიცია შეესაბამება ყველა საეკლესიო კანონს. არავის აქვს უფლება, შეიჭრას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სფეროში, რომლის ნაწილიცაა უკრაინა“, – აღნიშნა ლომიძემ.

საქართველოში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი აქციების კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ, თავის გამოსვლაში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა:

 „უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რუსეთის თანხმობით შეიქმნა, მაგრამ ეკლესია არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნაწილი. /…/ „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორიის კონტექსტში ნათლად ჩანს, რომ მართლმადიდებლობაზე გლობალური შეტევა მიმდინარეობს და უკრაინაში ეკლესიის დევნა ამ შეტევის ნაწილია. ჩვენ, ქართველებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი წინაპრები პირველ რიგში საკუთარ სარწმუნოებას იცავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ – საკუთარ მიწას; ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ერთად დავიცვათ წმინდა მართლმადიდებლობა საქართველოში, უკრაინაში და ყველგან!“ – დაასკვნა დავითაიამ.

სიტყვით მრგვალი მაგიდის სხვა მონაწილეებიც გამოვიდნენ. მათ ასევე დიდი ინტერესით მოისმინეს ინტერნეტიდან აღებული, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ არსენის (იაკოვენკო) ქადაგება, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი და ათონის ღვთისმშობლის ქართული ხატისა და მართლმადიდებელი საქართველოს სულიერ მნიშვნელობას ეხება. როგორც ცნობილია, მეუფე არსენი ფაშისტური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლია და უკვე მრავალი თვეა, ციხეშია მოთავსებული აბსურდული ბრალდებებით. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღშფოთებით აღნიშნეს ევროატლანტისტების თვალთმაქცობა, რომლებიც ჯიუტად ვერ ამჩნევენ ამ სამარცხვინო ფაქტს და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ანალოგიურ ფაქტებს უკრაინაში.

https://politforumi.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here