Home რუბრიკები პოლიტიკა ერდოღანმა მესხეთს თურქეთის მიწა და ძირძველი სამშობლო უწოდა

ერდოღანმა მესხეთს თურქეთის მიწა და ძირძველი სამშობლო უწოდა

“მტერმა” რუსეთმა საქართველოს ისტორიული ნაწილი დაგვიბრუნა, “მეგობარი” თურქეთი კი გვედავება. აგერ, ერდოღანმა ლექსიც მიუძღვნა და დაგვემუქრა კიდეც

ერდოღანმა მესხეთს თურქეთის მიწა და ძირძველი სამშობლო უწოდა

ლექსს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ურითმოა, რადგან თურქულიდან არის ნათარგმნი და, შესაბამისად, რითმებზე ბოდიში, მაგრამ ლექსის შინაარსია საინტერესო და მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ეს ლექსი კულტურის წარმომადგენლებთან საზეიმო შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წაიკითხა.

მაშ ასე, ლექსიმესხეთი”.

მესხეთო!

ჩემში მნათო ნაკვერჩხალო,

ანთებულო ცეცხლო,

ჩემო ძირძველო სამშობლო, მარადიულო!

ამ წლების განმავლობაში ვცხოვრობ შენთან შეხვედრის იმედად!

მესხეთო!

მაქვს ჩემი უძლეველი ჯარის იმედიც!

თურქული მიწის ყველაზე გაძარცვულო ნაწილო!

როგორც ნუკრს გაშორებულო თვალცრემლიანო ირემო!

მესხეთო!

იმედი არ დაკარგო!

დღე დადგება, ოქროს ხანაც მოვა შენი!

დაელოდე შვილებს თავდადებული მოთმენით!

დიდი მთების იმედით,

ერთადერთი დროშის, და ხელთ გაერთიანებით!

განათდება სამშობლო, კერიაში დაინთება ცეცხლი!

დავიწყოთ იმით, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბათუმი თურქულ ქალაქად მოიხსენია და მაშინ ქართულმა მხარემ “ისტორიულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს” არ უპასუხა. ის, რომ აჭარაში თურქ ბიზნესმენებს ძალიან ბევრი ობიექტი თუ მიწა აქვთ გაფორმებული და კერძო საკუთრებას, ადგილობრივი კანონმდებლობის გარდა, საერთაშორისო კონვენციები რომ იცავს, ცალკე თემაა. ადგილობრივებიც არ მალავენ, რომ თურქეთი ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი აჭარაში და არამხოლოდ ბიზნესზე, თურქები გავლენას არჩევნებზეც კი ახდენენ. წინასაარჩევნოდ, აჭარაში ხმების გადანაწილებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს არიან სწორედ ის თურქები, რომლებსაც აჭარაში უზარმაზარი ტერიტორიები უპყრიათ. რაც შეეხება მესხეთს…

ადგილები, რომლებიც ერგო რუსეთს ოსმალეთისაგან ბერლინის ტრაქტატის ძალით 1878 წელს რუსის მთავრობამ გაყო ორ ადმინისტრაციულ ოლქად _ ყარსისა და ბათუმისა. ყარსის ოლქს შეადგენდა ოკრუგები ყარსისა, ყაღიზმანისა, არდაგანისა და ოლთისისა. ისტორიულად და ეთნოგრაფულად ყარსისა და ყაღიზმანის ოკრუგები ეკუთვნოდა სომხეთს, არდაგანისა და ოლთისის _ საქართველოს. ოლთისის ოკრუგი ხელოვნურად იყო მიწერილი ყარსის ოლქზე, გეოგრაფიულად ის უნდა შესულიყო ბათუმის ოლქში, ვინაიდან ის მოქცეულია ჭოროხის შემდინარე ოლთისის წყლის არემარეში, და ჭოროხი ეკუთვნის შავი ზღვის აუზს, ხოლო ყარსის სხვა ოკრუგები ეკუთვნიან კასპიის ზღვის აუზს. არდაგანის ოკრუგი, რომელიც მდებარეობით წარმოადგენს ზეგანის პლატოს, გაყოფილი იყო უჩასტკებად: ჩილდირისა, არდაგანისა, გელისა და ფოცხოვისა. პირველი სამი უჩასტკა მდებარეობს მტკვრის ზემო წელზე, ხოლო ფოცხოვის უჩასტკა _ ფოცხოვის წყალზე. ეს უჩასტკაც ხელოვნურად იყო მიწერილი არდაგანის ოკრუგზე, ვინაიდან გეოგრაფიულად ფოცხოვი სრულიად არ შეადგენს არდაგანის ზეგანის პლატოს ნაწილს, არამედ ეკუთვნის ახალციხის ტერასას და შეიცავს ფოცხოვის წყლის აუზის ნაწილს”, _ წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

1828 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა და საქართველოს შეუერთდა ძველი მესხეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო (აბოცი) და ერუშეთი. შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარაქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლაარტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი _ ოლთისი. მთელი ეს მხარე მოქცეული იყო შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ახალციხის მაზრა (სამცხე), ახალქალაქის მაზრა (ჯავახეთი), ბათუმის ოლქი (აჭარა, ქობულეთი, შავშეთი), ყარსის ოლქი (ერუშეთი, ფოცხოვის უბანი, არტაანი, ანუ არდაგანი და ოლთისი).

გამოდის, “მტერმა” რუსეთმა საქართველოს ისტორიული ნაწილი, რომელიც ზემო ქართლად (და არა მესხეთად) მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, დაგვიბრუნა, შემოგვიერთა; “მეგობარი” თურქეთი კი ახლა გვედავება. აგერ, პრეზიდენტი ლექსსაც უძღვნის და იქვე მუქარასაც ურევს, რადგან არ მალავს, “მაქვს ჩემი უძლეველი ჯარის იმედიც”-ო. ერდოღანმა ისიც თქვა, უახლოეს მომავალში აზერბაიჯნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსება მსურსო. აზერბაიჯანი ამ ყველაფერს ორი ხელით მიესალმება, რადგან ყველამ იცის, ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთის ჯარი რეალურად თურქულმა დრონებმა დაამარცხეს და აზერბაიჯანის გამარჯვებაში თურქეთმა უდიდესი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული ბაზა ავტომატურად ნიშნავს ნატოს სამხედრო ბაზას და ეს ყველაზე კარგად სწორედ თურქეთმა იცის. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ნატოც მხარს უჭერს, რადგან რეალურად ეს ბაზა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადგილი რუსეთის საზღვართან. ექსპერტების ნაწილი არ მალავს, რომ თურქეთს სურს, ნატო და რუსეთი ომში სწორედ ამიერკავკასიაში ჩააბას და ამიერკავკასია დაპირისპირების პოლიგონდ აქციოს. აზერბაიჯანში არსებული ბაზა ამ სახელმწიფოს ტერიტორიასა და ინტერესებს დაიცავს, საქართველო და სომხეთი კი

ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ნატო მხოლოდ ერთი მოქმედებისთვის არის მზად _ ალიანსი თავის პრინციპებს ღალატობს იმ შემთხვევებში, როცა ეს სასარგებლო და მომგებიანია ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის. გავიხსენოთ რუსეთსაქართველოს ხუთდღიანი ომი 2008 წელს და, იმის მიუხედავად, რომ თბილისი დახმარებას ითხოვდა, არც ნატო და არც ევროკავშირი საქართველოს არ დაეხმარნენ. თქვენ ახლა იტყვით: არ დაეხმარნენ, რადგან საქართველო ნატოს წევრი არ არისო. ეს თითქოს მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ იმავე დროს არაფრისმთქმელიც. რატომ? იმიტომ, რომ კონიუნქტურა ნატოს სასარგებლოდ თუ იქნებოდა, ბრიუსელი ომში ჩაებმებოდა. გავიხსენოთ ყოფილი იუგოსლავიასაქართველოს იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი გახდება. თუ ეს გეგმები განხორციელდება, მაშინ დროთა განმავლობაში სამხრეთ კავკასია რუსეთის მიმართ ბალტიისპირეთის რეგიონზე არანაკლებ მტრული გახდება. და თურქეთის ფაქტორი ამ საკითხში განმსაზღვრელი იქნება. ანკარა მოცემულ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისტროას ცხენისროლში გამოდის, თანაც ის თავის გეოპოლიტიკურ ამბიციებსაც იკმაყოფილებს. იმალებოდა რა რუსეთის საფარქვეშ, ანკარა თავის საკითხებს წყვეტდა სირიაში. ახლა ზუსტად იმავე ტაქტიკას კავკასიაშიც იყენებს. რუსეთის საზღვრებთან ახალი ბლოკის შექმნა, რომლის წევრები სამხრეთკავკასიური და შუააზიური რესპუბლიკები იქნებიან, შორეულ პერსპექტივაში შეიძლება რეალურად განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებული იქნას საერთო ფასეულობები _ მაგალითად, ისლამური რელიგია და თურქული ერთობის იდეა”, _ ამას ერთ-ერთი რუსი ექსპერტი ამბობს და, სანამ ქვის სროლას დავიწყებთ, დავფიქრდეთ, სად არის აქ ტყუილი? სამწუხაროდ, არსად, სრული სიმართლეა და სიმართლეა ის, რომ ნატოსა და ევროკავშირისთვის სწორედ ტროას ცხენი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცხენის მხოლოდ უკანა ნაწილად განგვიხილავენ.

ამ ყველაფრის ფონზე უდიდეს კითხვის ნიშანს აჩენს თურქული კომპანიაენკასწარმომადგენელთა სიჯიუტე. როცა ინვესტორი ხარ და ლამის ნახევარ მილიარდს იხდი, ინვესტიციის უსაფრთხოებისთვისაც ყველაფერს აკეთებ. “ენკასწარმომადგენლები, აგერ უკვე მერამდენე თვეა, ხედავენ, რომ ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს ჰესის მშენებლობას, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ხეობიდან გავიდნენ და ინვესტიცია საფრთხის ქვეშ არ დააყენონ, ჯიუტად ცდილობენ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ამის მიზეზი კი, ჰესი კი არა, ის ხელშეკრულება გვგონია, რომლის მიხედვითაც თურქულ მხარეს 99-წლიანი იჯარით საქართველოს ტყეები, მდინარეები, მინდვრები გადაეცემა. ტერიტორიის ფლობის საუკუნოვანი უფლება დღევანდელ რეალობაში რას ნიშნავს, კი ხვდებით. იმავე თურქულმა კომპანიამ, დასაქმების მოტივით, თურქეთიდან აღნიშნულ ტეროტორიაზე ერთი ასეული ოჯახი რომ ჩამოასახლოს, მერე იქვე სკოლა და ბაღი წამოჭიმოს, თურქი მასწავლებლები ჩამოიყვანოს, ხომ გამოვა პატარა თურქეთი შუაგულ საქართველოში? და ასი წლის შემდეგ ამ დასახლების აღება და თურქების შინ გაშვება რა პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ხვდება ხელისუფლება?!

ყველაფერი მიდის იქით, რომ ქართველი პოლიტიკოსები, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, მზად არიან, ყველას კოჭი გაუგორონ და არ გაითვალისწინონ ის, რაც შეიძლება მათ ქმედებებს სამომავლოდ მოჰყვეს. ჰესი სჭირდება ქვეყანას, არგუმენტი არ არის, ქვეყანას 99 წლით ჩასახლებული თურქული კომპანია არ სჭირდება. აბა, გამოვიდეს რომელიმე პოლიტიკოსი და გაბედოს იმის თქმა, რომ არჩევნების დროს ბათუმშიპარადითურქ ბიზნესმენებს მიჰყავთ და, აბა, რომელიმე ქართველმა გაბედოს და თურქეთის არჩევნების მიმდინარეობისას ამოიღოს ხმა პრინციპში, როგორ უნდა ამოიღოს, დაასახელეთ ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თურქეთში წარმატებული ბიზნესი აქვს. დაასახელეთ კომპანია, რომელიც ისეთ მასშტაბებზეა გასული თურქეთში, როგორც საქართველოში, მაგალითად, “ნატახტარი”. ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ არ არსებობს, არ მისცემენ არასოდეს უფლებას ქართველებს, მათ ქვეყანაში ისეთი მძლავრი ინდუსტრია შექმნან, მერე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა რომ ექნეთ. ესაა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და ვაი, რომ რაიმეს შეცვლას ჯერჯერობით არავინ აპირებს.

ჰო, დასავლეთი არ მალავს, რომ ფსონი თურქეთზე დადო და ამ ქვეყანას ბევრი რამის უფლებას მისცემს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here