Home ახალი ამბები ერდოღანი: ჩვენი შეიარაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ

ერდოღანი: ჩვენი შეიარაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ

1384

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ. 
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას. ისინი გაიქცევიან, ხოლო ჩვენ მათ დავედევნებით. ჩვენი შეიარაღებული ძალები უახლოეს დროში დაასრულებენ აფრინში ოპერაციის ჩატარებას“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები.

„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“,- აღნიშნა ერდოღანმა.

შაბათს, თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ დაწყება გამოაცხადა ქურთული დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალებისა“ და პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here