Home ახალი ამბები მსოფლიო ერდოღანი პუტინს ანგარიშს ჩააბარებს

ერდოღანი პუტინს ანგარიშს ჩააბარებს

813
ერდოღანი პუტინს ანგარიშს ჩააბარებს

ერთერთი პრიორიტეტული თემა ვაშინგტონში უმაღლეს დონეზე გამართულ თურქეთაშშის მოლაპარაკებებისა იქნება ბრძოლაფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციისწინააღმდეგ, _ განაცხადა რამდენიმე დღის წინათ აშშში გაფრენამდე გამართულ ბრიფინგზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების ძირითადი თემა იქნებოდა.

“ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოების სფეროში ახალი გვერდი გადავშალოთ აშშ-თან ურთიერთობაში. მიუხედავად დაძაბულობისა ანკარასა და ვაშინგტონს შორის, მე და აშშ-ის პრეზიდენტი _ დონალდ ტრამპი ერთ აზრზე ვართ, რომ აუცილებელია შეთანხმებების მოგვარება და თანამშრომლობის განვითარება, _ განაცხადა ერდოღანმა. _ ამ პოზიციას ტრამპს გავაცნობ, დაბრუნების შემდეგ კი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ვესაუბრები”. “თურქეთი აშშ-სა და რუსეთთან ერთად განაგრძობს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას სირიაში უსაფრთხოების ზონების შესაქმნელად”, _ დასძინა ერდოღანმა.

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ კი ერდოღანმა განაცხადა: “ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოთხოვნა, შეწყდეს მისი (გიულენის) ყოფნა აშშ-ში. ვიზიტისას ჩვენ გადავეცით ბევრი დოკუმენტი გიულენის ორგანიზაციაზე, რომელიც ჩვენთვის ტერორისტული ორგანიზაციაა.

ჩვენთან, როგორც იცით, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ადამიანი, რომელიც ამაში დამნაშავეა, ცხოვრობს აშშ-ში. ეს მიუღებელია. ჩვენ გვსურს, რომ, როგორც ჩვენ გადავცემთ მათ (აშშ-ს) ტერორისტებს, ისე გადმოგვცენ ის”, _ განაცხადა ერდოღანმა ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ერდოღანი პუტინს საქმის კურსში ჩააყენებს ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შინაარსს მოუყვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here