“დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ერთმანეთის მიყოლებით გავანადგურებთ ტერორიზმის ყველა ბუდეს სირიაში”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერდოღანმა ნატოს მოუწოდა, შეასრულოს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
ერთი დღით ადრე კი, 15 იანვარს, “სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების” შექმნის იდეის საჯაროდ გაცხადებისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში თურქეთი აფრინში (ქალაქი სირიის ჩრდილო-დასავლეთში) სამხედრო ოპერაციას დაიწყებს და ტერორისტულ დაჯგუფებებს გაანადგურებს.