“რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის გამო და თანაგრძნობის სიტყვები გადასცა დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ერდოღანმა მომხდარს უნამუსო თავდასხმა უწოდა.
“ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას. ამ უნამუსო თავდასხმის დროს თურქეთი რუსეთის გვერდით დგას. ჩვენს ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ტერორიზმს, ესმის ამგვარი თავდასხმების ტკივილი”, _ დასძინა ერდოღანმა.