Home სხვადასხვა დაიჯესტი ეპიდემიამ აშშ-ში იარაღის გაყიდვის მკვეთრი მატება გამოიწვია

ეპიდემიამ აშშ-ში იარაღის გაყიდვის მკვეთრი მატება გამოიწვია

1149
იარაღის მაღაზიაში

კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის გავრცელების ფონზე აშშში სწრაფად მოიმატა ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვამ. ზოგიერთ მაღაზიაში იარაღის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 300%- გადააჭარბა. ამასთანავე, აშშის პოლიცია იძულებულია, შეამციროს შემთხვევის ადგილზე გასვლებისა და ოპერაციების რაოდენობა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამერიკელებს ეშინიათ ბუნტისა და მაროდიორობის, ამიტომაც ჩქარობენ თავდაცვის საშუალებების შეძენას.

ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავერნ, რომ იარაღის გაყიდვამ განსაკუთრებით მოიმატა ისეთ შტატებში, რომლებშიც ძალიან არის გავრცელებული COVID-19, კერძოდ, კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. მოიმატა რაოდენობამ იმ ადამიანებისა, რომლებმაც პირველად შეიძინეს იარაღი, აგრეთვე, ისეთების რაოდენობამაც, რომლებმაც გააფართოვეს თავიანთი არსენალი.

სამხედრო ეკიპირების მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან იარაღის გაყიდვამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

გაზეთ La times-ის ცნობით, კალიფორნიაში იარაღის გაყიდვის მატება სხვა მიზეზთან ერთად დაკავშირებულია აზიური წარმოშობის ამერიკელების შიშთან, რომ მათ თავს დაესხმებიან, როგორც “ჩინური” ვირუსის გამავრცელებლებს. აღსანიშნავია, რომ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრი მატების გამო მაღაზიებმა გაყიდვაზე ლიმიტიც კი დააწესეს, რათა იარაღი ყველა მსურველს შეხვედროდა.

რიგი იარაღის ერთ-ერთ მაღაზიასთან კალიფორნიაში
რიგი იარაღის ერთ-ერთ მაღაზიასთან კალიფორნიაში

პოლიცია კარანტინში

ამერიკელი ჟურნალისტების აზრით, ცეცხლსასროლ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრი მატება აიხსნება იმით, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიციელებმა შეამცირეს ოპერატიული ღონისძიებების გატარება. პოლიციის ზოგიერთი უბანი სატელეფონო ზარზე მხოლოდ საგანგებო ვითარებაში რეაგირებს. “ზოგიერთმა უბანმა კი, მაგალითად, როგორიც არის ლოს-ანჯელესის პოლიციის სამმართველო, საერთოდ, დახურა მიმღები განყოფილება”, _ იუწყება ტელეარხი CNN-ი.

ეს ყველაფერი ამერიკის მოქალაქეებში აღვივებს შიშს, რომ კარანტინით გამოწვეული კრიმინოგენური ვითარების გაუარესების შემთხვევაში პოლიცია მათ დაცვას ვერ შეძლებს.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული

მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here