Home სხვადასხვა დაიჯესტი ელიტების შეთქმულება: როგორ აჩაღებს აშშ მსოფლიოში ომებს სარგებლის მისაღებად

ელიტების შეთქმულება: როგორ აჩაღებს აშშ მსოფლიოში ომებს სარგებლის მისაღებად

1041
11 სექტემბერი

ომი ტერორიზმთან”, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ბოროტმოქმედების შედეგი იყო, არასოდეს ყოფილა ტერორიზმთან ომი. ეს ყოველთვის იყო გამუდმებული ომისა და ტერორის კამპანია

გთავაზობთ სტატიას “Global Deception: The War on Terror is a Campaign fro permanent war an terror” (“გლობალური ტყუილი: “ომი ტერორიზმთანგამუდმებული ომისა და ტერორიზმისკამპანია”), რომელიც პორტალმა Global Researhმა გამოაქვეყნა.

სირიაში ტერორისტები, მათ შორის, “ალ ქაიდა”, მარიონეტები არიან დასავლეთის მიერ სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაჩაღებულ ბინძურ ომში. მათ მხარს უჭერენ უკანონო სანქციებითა და ტაქტიკით, რომელსაც დასავლური სამყარო ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.

ნებისმიერი ქმედება, რომელსაც დასავლეთი მიმართავს სირიის არმიის ან მთავრობის წინააღმდეგ, ეხმარება ტერორისტებს, რადგან სირიის არმია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მთავრობა ძირითადი ძალაა, რომელიცბოევიკებსებრძვის.

დაბნეულობა ჩნდება მაშინ, როდესაც ოფიციალურ ანგარიშებში შეაქვთ ცვლილებები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტები, რომლებმაც მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი ააფეთქეს, იყვნენ “ალ ქაიდას” წევრები. “ალ ქაიდა” სავარაუდო მტერია, მაგრამ ამ დაჯგუფებასა და სირიაში მოქმედ ყველა ტერორისტს მხარს უჭერს დასავლეთი. და, რადგან ამ დაჯგუფების წევრები კაცობრიობის მტრებს წარმოადგენენ, ისინი, ამასთანავე, მათი მოკავშირეები არიან, ვინც ძალაუფლების ბერკეტებს ფლობს.

მტერია ნეოკონსერვატიულიძალოვანი ელიტები”, რომლებიც აწყობენ ტერორს, მსოფლიოში აჩაღებენ ომებს და იწვევენ სიღატაკეს საჯარო ტყუილებით. მტერია კბილებამდე შეიარაღებული სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ და მისი მოკავშირეები, რომლებიც ელიტისა და კორპორაციისთვის სარგებლის მისაღებად საფრთხეს უქმნიან კაცობრიობის კეთილდღეობას.

საზოგადოებრიობას ატყუებენ, რომ ის მოიგებს მასობრივი მკვლელობებითა და ხოცვა-ჟლეტით.

11 სექტემბრის ტერორისტული შეტევიდან 15 წლის თავზე აშშმა 3,6 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ერაყის, ავღანეთის, პაკისტანისა და სირიის ომებში.

სამწუხაროდ, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დამყარებული მონაცემები არ არის ანგარიშებში, რომლებსაც აქვეყნებენ დასავლეთის ქვეყნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმნდობმა საზოგადოებრიობამ, რომელსაც ისე ეპყრობიან, როგორც მიამიტ ბავშვს, შეიძლება ეჭვი შეიტანოს ომის გაჩაღების აუცილებლობაში.

სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებული კორპორაციული მონოპოლიები სულ უფრო ხშირად ერთიანდებიან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებად და მართვას იწყებენ თეთრი სახლიდან.

სირია, ისევე, როგორც მისი წინამორბედები _ ლიბია და ერაყი, საკმაოდ დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისგან, სანამ ნატო და მისი მოკავშირეები გააჩაღებდნენ მასობრივი განადგურების ე.წ. ჰუმანიტარულ ომებს, და ამას, ძირითადად, აკეთებდნენ იმპერიული ჰეგემონიისა და კორპორაციული მონოპოლიების კეთილდღეობისთვის.

მაგრამ ყველაფერი იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ სპეციალური საბრძოლო მასალებით განაგრძობს თეთრი ფოსფორის ფრქვევას სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის თავზე და ამბობს, რომ ბაშარ ასადი “ცუდი ბიჭია”, დღეები, როცა ის მართავდა ერთპოლუსიან მსოფლიო წესრიგს, შეიძლება ითქვას, დამთავრდა.

სირია და მისი მოკავშირეები ამარცხებენ იმპერიულ ტერორიზმს. ამით ისინი განამტკიცებენ საერთაშორისო სამართალს და კაცობრიობის შანსს, მშვიდობა დაამყაროს მსოფლიოში.

Global Researhის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here