Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, ამერიკის პროვინცია ვართ. თუ ეს...

ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, ამერიკის პროვინცია ვართ. თუ ეს არ მოისპო, რომელ პრემიერზე, რომელ ქვეყანაზე, რა გადარჩენასა და რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!

2746
ელიზბარ ჯაველიძე

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ მის გარშემო ატეხილი ხმაური არ ცხრება. საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ის, რომ ყოფილ პრემიერს ბრალი ედება ბანკირებთან და ყოფილ ნაციონალებთან კოაბიტაციაში. ვინ იყო სინამდვილეში გიორგი კვირიკაშვილი? _ ამ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

_ როგორც კი გამოჩნდა კვირიკაშვილი, მაშინვე ვთქვი, რომ ამ კაცისგან არაფერი გამოვიდოდა და კარგს არაფერს მოგვიტანდა, რადგან ჯერ პრემიერის კაბინეტშიც არ იყო შესული, რომ ხაზარაძესთან ერთად ანაკლიაში ჩავიდა.

მხოლოდ ერთხელ ვთქვი, _ კაცურად მოიქცა კვირიკაშვილი, როდესაც ნიკა მელიას კეთილები შეაგინა-თქო. ამბობდნენ, წესიერი კაციაო, გარეგნულადაც მოსწონდათ, მაგრამ წესიერი არ არის ის კაცი, რომელიც 5-6 პარტიას გამოიცვლის, პრინციპის გამო კი არა, კეთილდღეობის გამო. ასეთები კარიერისტები არიან და არა პოლიტიკოსები.

არ მიყვარს წაქცეულზე ლაპარაკი, მაგრამ, რასაც ახლა ვამბობ, ადრეც მითქვამს. როდესაც შევიტყვე, რომ მოსვლისთანავე ჯეჯელავა დანიშნა განათლების მინისტრად, ვთქვი: კვირიკაშვილო, ვაი, შენს პატრონს-მეთქი. ჯეჯელავა არავის მოსწონდა, მაგრამ კვირიკაშვილი მაინც გაიძახოდა: საუკეთესო მინისტრიაო. არადა, ჯეჯელავა ავადმყოფი იყო.

_ კვირიკაშვილის გუნდის წევრია ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილიც. აი ის, “ბღუჯაბღუჯარომ დაარქვესამბობენ, პარლამენტის წევრებს შორისაც ბევრია კვირიკაშვილის მომხრე, მათ შორის, ყოფილი ნაციონალებიცო.

_ სულ მესმოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბრალებდნენ პარლამენტის წევრების სიის შედგენას, მაგრამ გამოქვეყნდა კვირიკაშვილისა და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი და იქ ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში ჩარევას თავს არიდებდა. ის პირდაპირ ეუბნება კვირიკაშვილს, _ არც ერთხელ არ დამირეკავსო, ერთხელ დავრეკე და ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინეო.

საქართველოს აქვს მეცნიერებათა აკადემია, ჰყავს გამოცდილი აკადემიკოსები. შესაძლოა, ვარსკვლავებს არ ვწყვეტთ, მაგრამ მაინც… რამდენჯერ მივმართეთ კვირიკაშვილს თხოვნით, რეკომენდაციით, გვპირდებოდა რაღაცებს, მაგრამ არაფერს აკეთებდა. დღე და ღამე ბანკირებთან იჯდა, ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, მეცნიერებს დაგვლაპარაკებოდა, არ გვკადრულობდა.

ქუმსიშვილზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ქუმსიშვილის პორტრეტი ცნობილია: ის მომხვეჭელია, თანაც ყველანაირი გზითა და ფორმით, უკადრებელსაც კი იკადრებს ფულის გამო.

_ კვირიკაშვილის თანამდებობა არჩევითი არ არის, მას ხალხი არ იჩევს. პრემიერს ნიშნავენ. ვინ დანიშნა ის ამ თანამდებობაზე?

_ უბედურება არის ის, რომ, როდესაც კაცს ნიშნავენ ამა თუ იმ თანამდებობაზე, მის წარსულს არ სწავლობენ. ადამიანს უნდა იცნობდე, როდესაც ნდობას უცხადებ. კომუნისტებს აგინებენ, მაგრამ საგინებლები სულაც არ არიან, რადგან მათ ადამიანის ამოცნობა იცოდნენ. თუ კაცს დაბალ თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი და პროფესიონალი არ იყო, მაღალ თანამდებობას არ გააკარებდნენ. ეს პრინციპი დღეს აღარ მუშაობს. კაცი კარგი მენეჯერი ჰგონიათ და მინისტრად ნიშნავენ. არავის აინტერესებს, საიდან მოდის, რა პროფესიისაა, რა უკეთებია.

აიღეთ განათლების სფერო. გახსოვთ, მინისტრები ვინ იყვნენ? ჯერ კანალიზაციის “სპეციალისტი” დასვეს მინისტრად, აი ის _ ლომაია, რამდენიმე სახელს რომ ატარებდა; მერე გადავიდნენ განათლების მინისტრად ციხეების უფროსის დანიშვნაზე, მერე _ პროკურატურის მაღალჩინოსნებზე. რატომ? იმიტომ, რომ დაენგრიათ განათლების სისტემა და ეს მხოლოდ განათლების სისტემას არ ეხება, ეს ეხება ყველა სფეროს და ბოლოს _ სახელმწიფოსაც. ჩვენს ქვეყანაში ყველა სფერო ნულზე დაბლაა და მიზანიც სწორედ ეს იყო.

ახლა მოუნდათ, განათლების სამინისტრო კულტურისა და ფიზკულტურის სამინისტროს შეუერთონ, რაც ყოვლად დაუშვებელია. კულტურის მინისტრს ჯაზის მეტი არაფერი ესმოდა და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ქნას

_ გამოდის, თქვენ არც ახალი პრემიერი ბახტაძე არ მოგწონთ. მისი ბიოგრაფია იცის ხალხმა, დიდად სახარბიელო არ არის, მაგრამ მაინც დანიშნეს

_ ბახტაძეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მომეწონა მისი ერთი გამოსვლა, როდესაც ბანკების აღვირახსნილობის აღკვეთაზე ისაუბრა, რადგან ბანკებმა დაღუპეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. დღეს ბანკის მონაა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ბანკირები ჰალსტუხიანი ყაჩაღები არიან, ხოლო კვირიკაშვილი მათი მეგობარი იყო. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბახტაძე კი გამოვიდა, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საქმეს ვერ უშველის და გაღატაკებულ მოსახლეობასაც ცარიელი სიტყვები არაფერში წაადგება, თუ მოქმედებას არ დაიწყებს. უკვე მის ხელშია სათანადო ბერკეტები. თუ ახალი პრემიერი მძარცველების პარპაშს აღკვეთს, მისასალმებელი იქნება.

ბიძინაზე ამბობდნენ, მთავრობის საქმეში ერევაო, აღმოჩნდა, რომ არ ერეოდა. ახლა დაბრუნდა და ჩაერია მთავრობის საქმიანობაში, ამიტომ იმედი მაქვს, არც ერთი არაპროფესიონალი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მაგრამ საქმე ის არის, რომ, როგორც კი დაბრუნდა ბიძინა, ქუჩაში გამოსვლები დაიწყო. გამოსვლებს კი აფინანსებნენ ის ადამიანები, რომლებსაც ბიძინას დაბრუნების შეეშინდათ. ნაციონალების აქციებს მამუკა ხაზარაძე აფინასებდა.

_ გჯერათ, რომ ბოლო პერიოდში ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა?

_ ხაზარაძეზე რასაც ამბობენ, მჯერა, რადგან ყველაფრის მკადრებელი კაცია. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ბიძა ჰყავდა, კარგი რაიკომის მდივანი იყო და ჩვენ ტანძიაში სულხან-საბას სახლ-მუზეუმი ერთად ავაშენეთ, მაინც ვიტყვი, რომ მამუკა ხაზარაძე ცუდი კაცია. მამუკა ხაზარაძე იყო ეროვნული მოძრაობის მტერი და დღესაც ასეა. ის ეროვნული ცნობიერების მტერია.

როგორ შეიძლება ხაზარაძეზე კარგი ილაპარაკო, როდესაც კაცი ლიტერატურულ პრემია “საბას” ისეთ მწერლებს აძლევს, რომლებსაც დედა სექსუალურად აღაგზნებთ?! ხაზარაძე ღუპავს მწერლობას, ახალგაზრდების ზნეობას და ამას მიზანმიმართულად აკეთებს.

_ კვირიკაშვილზე ამბობენ, ნაციონალებთანაც თბილი ურთიერთობა ჰქონდაო

_ კი, ჰქონდა კვირიკაშვილს კარგი ურთიერთობა ნაციონალებთან. ის თავს იმით იმართლებდა, რომ ერთნაირი ლიბერალური შეხედულებები ჰქონდათ. ჯერ ლიბერალიზმი როგორი დამღუპველია, მაგრამ, მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალები ხომ ბანდიტები არიან. ბანდიტები, რომლებიც დასავლეთმა გადაარჩინა, რასაც წინ ვერავინ აღუდგა და დღეს კვირიკაშვილის სიმპათიის გამო ბოკერია საპარლამენტო კომისიას წარმართავს. ბოკერია, რომელიც უამრავ ფულს ფლანგავდა, თავისი ლობისტებისთვის ბიუჯეტიდან ყოველთვე 20 მილიონ დოლარს იღებდა, ნახევარს, ალბათ, ჯიბეშიც იდებდა, დღეს კი სხვის გაფლანგვაზე, სხვის დანაშაულზე და მკვლელებისთვის ხელის დაფარებაზე გვესაუბრება.

_ წარმოუდგენელია, რომ ამომრჩევლის 27 პროცენტს ნაციონალებისთვის დაეჭირა მხარი პარლამენტში შესასვლელად

_ საქართველოში პოლიტიკას ის ქვეყანა წარმართავს, რომლისთვისაც კოლონიაც კი არ ვართ, არამედ _ ერთი მიყრუებული უბანი. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტში ასარჩევი ხალხის სიას ამერიკის ელჩი ადგენს. ხომ ხედავთ, კვირიკაშვილი ისე ყოფილა გაკადნიერებული, ბიძინასთვის უთქვამს: ამერიკიდან დაგირეკავენო.

ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, ამერიკის პროვინცია ვართ. თუ ეს არ მოისპო, რომელ პრემიერზე, რომელ ქვეყანაზე, რა გადარჩენასა და რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!

ბახტაძეზეც რაღაცებს ამბობენ, არ ვიცი, ვინ არის სინამდვილეში…

_ ამბობენ, რომ ბახტაძეცენტრ პოინტის მენეჯერიიყო, ამიტომ ხალხი ამ დანიშვნითაც უკმაყოფილოა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

_ მინდა, რომ ნაციონალები მოვსპოთ ქვეყანაში და ამოვძირკვოთ. მათთან ერთად არანაირი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, რადგან არჩევნების ჩასატარებელ ფულს ეგენი ყოველთვის იშოვნიან, დასავლეთში ყოველთვის იპოვიან დამხმარე ძალას… ნაციონალების ჭაჭანება არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, მათ არ აქვთ უფლება, ამ მიწაზე ფეხი დადგან. ციხეებში ისევე უნდა ხეხო ეგენი ცოცხებით, როგორც თვითონ ხეხავდნენ პატიმრებს.

ვინ არის მელია, ამდენს რომ ბედავს? სააკაშვილს უთქვამს, _ მე მგავსო. მართლაც ჰგავს მელია სააკაშვილს: ერთიც დებილია და მეორეც. ჩვენ კი, სამწუხაროდ, დებილებს ვალაპარაკებთ.

_ ბატონო ელიზბარ, თუ დამტკიცდა, რომ კვირიკაშვილმა 100 მილიონი დოლარი გადაურიცხა მამუკა ხაზარაძეს, არ უნდა დაისაჯოს?

_ კვირიკაშვილმა ხაზარაძეს ფული რომ მისცა, ეს დამტკიცებულია, ამ საქმეს ძიება აღარ უნდა და, როდესაც ასეთი ამბავია, უნდა დაისაჯოს ყველა, განურჩევლად იმისა, რა თანამდებობაზე მუშაობდა. არ მიყვარს ამერიკა, მაგრამ, იქ ვინც უნდა იყოს, რა თანამდებობის პირი, დანაშაულის ჩადენის გამო ისჯება. ჩვენ ამ დონემდე ვერ მივედით. სამართლის იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არავის არაფერი შერჩება _ ვინც ფული შეუჭამა, ვინც უსამართლოდ მოექცა ადამიანებს.

_ ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე გაამართლებს ხალხის იმედს?

_ ცოტა ხანში დამირეკეთ და გეტყვით… ვნახავ, პირველ ნაბიჯებს როგორს გადადგამს, რადგან ვიცი, რაც უნდა მოხდეს. ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს ხელისუფლება. ამბობენ, პროფესიონალებს მოვიყვანთ თანამდებობებზეო და მინდა ვნახო, ვის მოიყვანენ. თუ ასე არ მოხდა, თვითონ დავრეკავ რედაქციაში…

_ რას ურჩევთ ახალ პრემიერს?

_ ვურჩევ, დადგეს იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს წაადგება, არ მოუსმინოს დასავლეთის აზრს; გადადგას ნაბიჯები, რომლებიც არასამთავრობოებს მოსპობს, შეავიწოვებს; ერთი სიტყვით, იაზროვნოს სახელმწიფოებრივად და ყველაფერი გამოუვა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ბატონო ელიზბარ,ყოველივე ბოროტების თავი ივანაშვილია,დიახ ივანაშვილი და არა ივანიშვილი!მას ეზიზღება ქართველი ერი და ეშინია ზვიადიზმის,იმ 2 ათასი ქართველის სიიდან რომელთა 90% ფულზე გაყიდული წითელი ინტელიგენციაა,ძალიან გამიკვირდა თქვენი გვარის ამოკითხვა! ალბათ ამიტომაც არ ამბობთ სათქმელს ბოლომდე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here