Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდის

ელიზბარ ჯაველიძე: იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდის

ელიზბარ ჯაველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციოანალიტიკურმა დეპარტამენტმა წლეულს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემები, რომლებიც 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, ცხადყოფს, რომ თავშესაფარს, ძირითადად, აფრიკისა და ახლოაღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების მოქალაქეები ითხოვენ. კონგო, კენია, ზიმბაბვე, კამერუნი, ნიგერია, სიერალეონე, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, იორდანია, ეთიოპია _ ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოქალაქეებმაც საქართველოში შესაბამის ორგანოებს განცხადებით უკვე მიმართეს.

იმზელიბერალურისავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკის ფონზე, რომელიც ჯერ კიდევნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში დაიწყო, დიდი ალბათობით, დღევანდელი ხელისუფლება თითოეული ზემოჩამოთვლილი სახელმწიფოს მოქალაქეს თავშესაფარს ლანგრით მიართმევს. გამოცდილება კი იმასაც გვკარნახობს, რომ ცოტა ხნის შემდეგ მათ ქართულ პასპორტებსაც დაურიგებენ და საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად აქცევენ.

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის უცხო ქვეყნების დემოგრაფიული ექსპანსია და ადეკვატურია თუ არა ამ საფრთხეების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პუბლიცისტი და მეცნიერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

_ ბატონო ელიზბარ, დაახლოებით რვათვიან პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნების 350-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. თუ ისინი თავშესაფრით დაკმაყოფილდებიან, დიდი ალბათობით, მოქალაქეობასაც მოითხოვენ. იმ დემოგრაფიული რეგრესის ფონზე, რომელიც უკვე კრიტიკულ ზღვარზეა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი?

_ სახიფათო კი არა, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს დაღუპვა. არ ვიცი, იქ რა ხდება და რა მონაცემები გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდის. ეს არის საგანგაშო და ამაზე უნდა ვისაუბროთ, თორემ უცხოელს მოქალაქეობას რომ მისცემ, ბუნებრივია, ყოველთვის შეეცდება აქ დამკვიდრებას. ისე, ძალიან მაინტერესებს, ეს ჩვენი იუსტიციის მინისტრი, დედოფალივით რომ დაბრძანდება, საით იყურება, რა ჰგონია, ფოჩიანი კანფეტებივით თუ დაარიგებენ ქართულ პასპორტებს, ხალხი სიხარულით მიიღებს?! ჯერ მიწის მიყიდვა დააპირეს ვითომ ინვესტორებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ხალხი აღდგა, მერე კიდევ _ რაღაც საკანონდებლო მზაკვრობები… ეს ყველაფერი ხომ ცხადყოფს, ესენიც რომ მოღალატეები არიან, ისევე, როგორც სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. კიდევ ვიმეორებ: იუსტიციის სამინისტრო 35 ათასად ყიდის საქართველოში ბინადრობის უფლებას და იმ ფულიანი არაბისთვის, რომელიც აქ ჩამოდის, 35 ათასი დოლარი იგივეა, რაც ჩვენთვის სამი ლარი. ყიდულობენ მიწას და უკვე გადავსებულია თბილისი არაბებით. მეტიც, არაბული სოფლებია გაჩენილი საგურამოს სიახლოვეს და ქართლში. რა უნდა ვუყოთ ამას, ვინმე მეტყვის?!

_ ის 35 ათასი დოლარი, რომელსაც უცხოელები ბინადრობის უფლების მიღებაში იხდიან, ოფიციალური გადასახადია თუ რამე კორუცფიული სქემა, რა ინფორმაცია გაქვთ?

_ რეალურად კორუფციაა, აბა, რა არის, მაგრამ ამ ყველაფერს მიცემული აქვს კანონიერი სახე, ანუ მოდის უცხოელი (ძირითადად, არაბები), იხდის თანხას ოფიციალურად, საუბარია დაახლოებით 30-35 ათას დოლარზე, და იღებს ბინადრობის უფლებას. მერე მოქალაქეობამდე, მოგეხსენებათ, ერთი ნაბიჯია. აი, ეს არის უბედურება, რომ დანაშაულს კანონის სახე აქვს და ის ხალხი, რომელიც აქ ბინადრობის უფლებას იღებს, რეალურად ნაღმია. ისინი არიან პოტენციური მეამბოხეები და თვითმკვლელები; როცა მოუნდებათ, მაშინ აგვაფეთქებენ

_ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა?

_ აბა, რა არის?! რა, შემთხვევით ყიდიან მიწას არაბებზე და არ იციან, რომ მერე ის არაბი ჩამოვა და დასახლდება?! ეს არის გლობალისტურ წრეებში შემუშავებული პოლიტიკა ყველა ჩვენნაირი ერის დასაღუპავად. ეს არის “თეთრი სახლის” პოლიტიკა და, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსი რომ ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ამერიკა საქართველოს მეგობარია, ამით პირდაპირ სახეში აფურთხებს ჩვენს ხალხს. ამერიკა არავის მეგობარი არ არის და ჩვენ ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, განსაკუთრებით მაშინ, როცა 2008 წელს ავადმყოფ სააკაშვილს ომი დააწყებინეს და მერე ჭკუას გვარიგებდნენ, არ უნდა დაგეწყოთო. საქართველო მათთვის არის პოლიტიკური სათამაშო, რომელსაც საჭიროების მიხედვით აბურთავებენ. ამერიკას, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, საქართველო გაერთიანდება თუ არა…

_ მუდმივად საუბრობენ სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე, რომ უცხოელებს არ უნდა მიეცეთ ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამ საუბრებს შედეგი არ მოჰყვება. პრეზიდენტი კვლავწარმატებითიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და უკვე უამრავ უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. ეს დამღუპველი პოლიტიკა, როგორც თქვენ ამბობთ, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, რაა ამისთვის საჭირო?

_ უნდა გამკაცრდეს კანონი და, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, უნდა იცოდეს, რომ დაისჯება. მე დიდხანს ვცხოვრობდი გერმანიაში და შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ, რა პროცედურების გავლაა საჭირო გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატია აქვს, ვიდრე გერმანიას?! უცხოელს შენი ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენზია რომ ჰქონდეს, ჯერ უნდა იცოდეს შენი კულტურა, ტრადიცია და ენა; ის არაბი კი კიდევ არ ისწავლის ქართულს, თუმცა არც არავინ სთხოვს ამ ყველაფრის ცოდნას; საკმარისია, მოქალაქეობა მოითხოვოს და ფული დაანახვოს იუსტიციის სამინისტროს, მაშინვე ლანგრით მიართმევენ პასპორტს

_ თქვით, რომ, თუ ხელისუფლება საიმიგრაციო კანონს არ გაამკაცრებს, უნდა დაისაჯოს. როგორ?

_ ხალხი უნდა გამოვიდეს და იუსტიციის მინისტრი კაბინეტიდან გამოაძევოს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ძალადობრივ ქმედებას, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა უსასრულოდ გაგრძელდეს. წარმოიდგინეთ, დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე ვართ და, უცხოელებს რომ ურიგებ შენი ქვეყნის მოქალაქეობას, მტერი ხარ, აბა, რა ხარ?!

_ ერთია საიმიგრაციო კანონის გამკაცრება და მეორე _ რა ეშველება უკვე გაყიდულ მიწებს, სტრატეგიულ ობიექტებს. აჭარა, ფაქტობრივად, უკვე იყიდეს თურქმაინვესტორებმა”…

_ რასაც გაყიდი და რასაც უცხოელი ააშენებს, იოლად ვერ წაართმევ, თუ არ მოხდა რევოლუცია, რევოლუციები კი ასე მარტივად არ ხდება. ჩვენ გვყავს ფულიანი მტრები, რომლებიც მოდიან და ეკონომიკურად გიპყრობენ. ჯერ კიდევ როდის განაცხადა დავითოღლუმ, რომ საქართველოში ეკონომიკითა და განათლებით შევდივართო, ამიტომ არის საჭირო ძალიან ფრთხილი და გონივრული პოლიტიკა. თუმცა, ვინც ამაზე ფიქრობს და მართლა წუხს სამშობლო ბედზე, ის ხალხი ჩრდილშია, მათ არ ალაპარაკებს არც ერთი ტელევიზია, რადგან ყველა ტელეარხი, ფაქტობრივად, ნაყიდია პოლიტიკური კახპების მიერ. ყველაფერი ამ გათახსირებული პოლიტიკანებისაა, წესიერი ადამიანების ადგილი არსად არის. მეორეც: მე ვერ ვხედავ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე იმ საღ ძალას, ძირეული ცვლილებების განხორციელება რომ შეეძლოს. თქვენ თუ ხედავთ, მითხარით.

_ გამოდის, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმია

_ დიდი ხანია, ნიჰილიზმი არსებობს და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს. ამ მიდგომით ბურთი და მოედანი საბოლოოდ დარჩება ორ საშიშ ძალას: “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი განაყოფი სუბიექტებით, რომლებიც ახლა კიბოს მეტასტაზებივით არიან მოდებულნი პოლიტიკურ სპექტრს, და მათთან კოაბიტაციაში მყოფ ხელისუფლებას.

რაც შეეხება უცხოელებისთვის მოქალაქეობის დარიგების საკითხს, ყველა პრობლემა მომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება. როცა გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება და ამ მოღალატეებს პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრებთ, პრობლემების საბოლოოდ გადაჭრაზე მერე შეიძლება საუბარი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. კარგია რომ ამერიკა აღმოაჩინეს,მაგრამ უკეთესი იქნებოდა ,კოლუმბს მისთვის გვერდი აევლო.მარკ ტვენი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here