ამერიკულ სკოლას ნება დართეს, უმკურნალოს და აღზარდოს მოსწავლეები ელექტროშოკით. “აღმოჩენის” გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
ელექტროშოკს გამოიყენებენ აგრესიული მოსწავლეების წინააღმდეგ.
“ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლის დასაცავად… მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებით უკიდურეს შემთხვევაში”, _ განაცხადეს მოსწავლეთა მშობლებმა სააპელაციო განცხადებაში, _ რადგან ზემოქმედების სხვა საშუალება აგრესიული ბავშვების მიმართ არ არსებობს.
როტენბერგის ცენტრი ერთადერთი სკოლაა აშშ-ში, რომელიც თავის მოსწავლეთა მიმართ ელექტროშოკს გამოიყენებს. იგი არაერთხელ გააკრიტიკეს ინვალიდების უფლებათა დამცველებმა, მათ შორის ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაერომ, მაგრამ უშედეგოდ.
თავის ვებსაიტზე სკოლა ამტკიცებს, რომ იგი ეფექტიან განათლებასა და მკურნალობას თავაზობს მოსწავლეებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ემოციურ–ქცევითი ნორმები და გამოირჩევიან ფსიქიატრიული პრობლემებით, _ იუწყება Independent.