Home ახალი ამბები მსოფლიო ელექტრობუსების გამოყენების მხრივ მოსკოვი ევროპაში ლიდერია

ელექტრობუსების გამოყენების მხრივ მოსკოვი ევროპაში ლიდერია

892
ელექტრობუსების გამოყენების მხრივ მოსკოვი ევროპაში ლიდერია

იცით, რომელი ქალაქია ევროპაში ლიდერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ელექტრობუსების დანერგვით? ფიქრობთ, რომ ეს ეკოლოგიაზე გადარეული ქალაქებია: მილანი, ლონდონი ან, ვთქვათ, გრეტა ტუნბერგის მშობლიური ქალაქი სტოკჰოლმი?

თუ 2018 წელს ევროპაზე მოდიოდა 2500 ელექტრობუსი, აშშ-ში მხოლოდ 300 იყო, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე მოსკოვშია.

2018 წელს ნიუ-იორკში მოძრაობდა 10 ელექტრობუსი (და კიდევ 10 იყიდეს). სხვათა შორის, ევროპაში ელექტრობუსების გამოყენების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი _ ლონდონი იყენებს ჩინურ ელექტრობუსებს – BYD ADL Enviro 200 EV-ს. ასეთი ელექტრობუსები ლონდონში 2016 წელს 51 იყო. მას შემდეგ ახალ შენაძენზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ელექტრობუსების გამოყენების მხრივ ლონდონი ლიდერი იყო 2018 წლამდე, შემდეგ პირველობის პალმის რტო ხელში ჩაიგდო ამსტერდამმა, სადაც 100 ელექტროავტობუსი ამუშავდა _ VDL Citea SLFA Electric-ი. და ეს ევროპაში უდიდესი პარკია ელექტრობუსებისა, რა თქმა უნდა, მოსკოვის შემდეგ, სადაც 300-ზე მეტი  ელექტრობუსი მოძრაობს. ამ ელექტრობუსებს აწარმოებენ რუსეთში. მოსკოვში მოძრაობენ Лиаз-6274 და Камаз-6282 ავტობუსები. თავიანთი ელექტროტრანსპორტი აქვთ სხვა მწარმოებლებს _ “ტროლზას” და “ვოლგაბასს”. სხვათა შორის, ამ ავტომობილების აკუმულატორებიც რუსულია _ კომპანია “ლიოტეხის”.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის გარდა, ავტონომიურ ელექტროტრანსპორტს (ელექტრობუსებს ან ტროლეიბუსებს ავტონომიური სვლით) იყენებენ რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგსა და დონის-როსტოვში. აშკარაა, რომ მომავალი ელექტრობუსებისაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here