Home რუბრიკები პოლიტიკა “ეი, ნატო, სად ხარ?”

“ეი, ნატო, სად ხარ?”

ნატოს იმედი თურქებს არ აქვთ და გურჯებს რა გვრჯის?!

ერდოღანი

საქართველოს ყველა ხელისუფლება (გამონაკლისია ზვიად გამსახურდიას მთავრობა), რომლებიც დასავლელი პატრონების მითითებებით იკვებებოდნენ და იკვებებიან, მრავალი წელია, გაჰყვირის, რომ ნატო დაგვიცავს და ამ ალიანსის დახმარებით აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირიქით _ 2008 წელს აშშის წაქეზებითა და ავანტიურისტი სააკაშვილის უგუნური მოქმედებით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებთან ერთად, კოდორის ხეობაც დავკარგეთ.

2008 წლიდან, როდესაც ბუქარესტში ნატოს სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ქართველი ჯარისკაცები, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, სიცოცხლეს წირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზულია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა _ მოუგვარებელი. ნატოს არასოდეს არსად გაუერთიანებია ტერიტორიები; პირიქით, მის შესვლას ყველგან მოჰყვა ქვეყნის დაშლა-გაპარტახება. ნატო მხოლოდ დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის ინტერესების დამცველი რომ არის და სხვა ქვეყნების ინტერესები, მათ შორის, თავისი წევრის, ფეხებზე ჰკიდია, ახლახან კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ნატოს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გაგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, მაგრამ სანაცვლოდ თურქეთს მხარდაჭერა არ მიუღია. ნატოს წევრი ქვეყნები თურქეთს მხარს არ უჭერენზეთისხილის ტოტისოპერაციის ფარგლებში; მეტიც, ანკარის ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან. ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით, ნუთუ თურქეთი ნატოს წევრი არ არის? სად ხარ?”

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წელს აშშ-ის ძალისხმევით შეიქმნა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან დასაპირისპირებლად, “ცივი ომის” დასრულების, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წესით, არსებობა უნდა შეეწყვიტა, მაგრამ მოხდა პირიქით _ ეს ამერიკის ინტერესების გამტარებელი სამხედრო ბლოკი თავის რიგებში ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოების მიღებით უფრო გაფართოვდა და იმაზე გაცილებით აგრესიულ ძალად იქცა, ვიდრე “ცივი ომის” პერიოდში იყო. სწორედ ამ აგრესიული სამხედრო ბლოკის სინდისზეა: 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვა და 6 ათასამდე ადამიანის დაღუპვა, მათ შორის, 400 ბავშვის; 2001 წელს აშშსა და ნატოს სხვა წევრსახელმწიფოებთან ერთად ომი ავღანეთში, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგად დაღუპულია 35 ათასი ადამიანი; ლიბიის დაბომბვა აკრძალული იარაღის გამოყენებით _ კასეტური და ფოსფორიანი ყუმბარებით, კანონიერი ხელისუფლების დამხობა და თავის დროზე ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის დაშლაგაპარტახება. ნატოს დაბომბვების შედეგად ლიბიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ლტოლვილად იქცა 350 ათასი; სხვათა შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი სამხედრო დოქტრინით, უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ატომური იარაღი, რომლის გამოყენებაც 1996 წელს საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული

* აი რას ამბობდა “საქართველო და მსოფლიოსთვის” 2012 წლის მაისში მიცემულ ინტერვიუში ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია საქართველოს შესვლაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში:

საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს,… მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება. ნატოს არასოდეს არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით, სადაც კი შევიდა, ამას ყველგან მოჰყვა ქვეყნის რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაშლა. მინდა, შევახსენო მათ, ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ იმავე ერაყში, რომელიც ამერიკელებმატირანიისგან გაათავისუფლეს”, მათი ჯარების გაყვანის დღე სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული, ხოლო იაპონელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იაპონიის ისტორიაში ყველაზე ბედნიერი დღე ოკინავიდან ამერიკული ბაზის გაყვანის დღე იქნება.… იცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული? _ თურქეთი, აგრეთვე, აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინათ რუსებმა გაყარეს. ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ეს იმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კი _ რუსეთის? “

მართლაც _ მას შემდეგ, რაც ენ-დი-აის კვლევამ დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, “სტრატეგიულმა პარტნიორებმა” ამერიკული გავლენიანი კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტ “ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის” ექსპერტის, ლუკ კოფის, პირით დაიწყეს ლაპარაკი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” გარეშე საქართველოს შესვლაზე და ატყდა კიდეც მასმედიაში “ექსპერტების” მსჯელობა ნატოში ნებისმიერ ფასად შესვლის შესახებ, თუმცა ამის პროპაგანდა უფრო ადრე დაიწყო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან 2016 წლის დეკემბერში გერმანული გამოცემა Die Zait-ის ჟურნალისტს განუცხადა:

ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (? _ . ). ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ნდობის ხარისხის ამაღლებაში მდგომარეობს _ ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი მასთან არაფერი აქვს საერთო. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში”.

აქცია თურქეთში

როგორც ხედავთ, საქართველოს პრემიერმა აღიარა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველა ხელისუფლების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა.

* კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან (“საქართველო და მსოფლიო”, #34 (221), 18-24 სექტემბერი, 2013წ.):

ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებულ ზღაპრებზე ბევრჯერ გამომითქვამს აზრი, ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ქართველ საზოგადოებას დიდი ხნის წინათ უნდა მიეღო აქსიომად: პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს!”

ნატოში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკი რომ უპერსპექტივო საქმეა, ამას ნატოს კარზე მრავალი წლის განმავლობაში კაკუნი და საქართველოს ხელისუფლებების ცრუ დაპირებები ადასტურებს. ან რისთვის გვჭირდება ნატოს, ამ მსოფლიოს ჟანდარმის როლის შემსრულებელი ორგანიზაციის, წევრობა, თანაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე? რა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ნატო დაგვიცავს?

თურქეთი 1952 წლიდან არის ნატოს წევრი, მაგრამ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გაგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, სანაცვლოდ არანაირი მხარდაჭერა არ მიუღია ნატოსგან, პირიქით _ ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ (და აშშის ინტერესების დასაცავად _ ..) მოქმედებს სირიაში. ამას ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია რეგიონში და ამის შემდეგ რომელ ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ნატო საქართველოს გამო იომებს და რომელიმე სახელმწიფოს აგრესიისგან დაგვიცავს ან ომით დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს?!

ნატოს იმედი თურქებს არ აქვთ და გურჯებს რა გვრჯის, ფეხქვეშ რომ ვეგებით?!

დასავლეთს საქართველო ნატოს წევრად მხოლოდ იმიტომ სურს, რომ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე, განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს, რადგან, თუ საქართველოში ნატოს ბაზები განლაგდება, რუსეთის, ამ უდიდესი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, სამიზნეში აღმოვჩნდებით.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

3 COMMENTS

  1. ბ–ნო გიორგი, მთლიანად გეთანხმებით ყველაფერში. იქნებ დაუკავშირდეთ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს და აუხსნათ, რომ ნატო ამოიღონ თავიანთი გულუბრყვილო პროექტიდან “ნატო, რუსეთი, საქართველო”. ნატო–ს წარმომადგენლის დასწრება რუსებთან მოლაპარაკებებზე სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here