Home რუბრიკები სპორტი ეთერ თუთბერიძე _ ჩემპიონების აღმზრდელი

ეთერ თუთბერიძე _ ჩემპიონების აღმზრდელი

მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით

643
ეთერ თუთბერიძე

ეთერი თუთბერიძეების დიდი ქართული ოჯახის მეხუთე შვილია _ ჰყავს სამი და და ძმა. დაიბადა 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში. ეთერის მამა ქარხანაში მუშად მუშაობდა, დედა _ ინჟინრად. ოჯახი ფინანსურად ძლიერი არ იყო ამიტომ მამა ორ ცვლაში მუშაობდა, ხოლო როცა მანქანა შეიძინა, ღამით ტაქსაობასაც მიჰყო ხელი, რათა ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. ეთერი 4 წლის იყო, როცა ციგურების ფიგურულმა სრიალმა გაიტაცა. ეთერ თუთბერიძე არა მხოლოდ ციგურებით ფიგურული სრიალის წარმატებებით მდიდარი რუსული სკოლის გამორჩეული მწვრთნელია, არამედ მისი სახელი განთქმულია მსოფლიო ფიგურული ციგურაობის სამყაროში.

ეთერ თუთბერიძე

ბავშვობისა და მოზარდობის წლები

ეთერი თუთბერიძეების დიდი ქართული ოჯახის მეხუთე შვილია _ ჰყავს სამი და და ძმა. დაიბადა 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში. ეთერის მამა ქარხანაში მუშად მუშაობდა, დედა _ ინჟინრად. ოჯახი ფინანსურად ძლიერი არ იყო ამიტომ მამა ორ ცვლაში მუშაობდა, ხოლო როცა მანქანა შეიძინა, ღამით ტაქსაობასაც მიჰყო ხელი, რათა ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. ეთერი 4 წლის იყო, როცა ციგურების ფიგურულმა სრიალმა გაიტაცა. მისი პირველი მწვრთნელი გახლდათ ევგენია ზელიკოვა, რომელმაც მყისვე შეაფასა გოგონას ფიზიკური მონაცემები და მისი რკინისებური ხასიათი. რამდენიმე წლის შემდეგ ეთერის გაწვრთნა დაიწყო ზელიკოვას მეუღლემ _ ედუარდ პლინერმა. ის თუთბერიძეზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ მძიმე ტრავმამ გოგონას, როგორც ფიგურული მოციგურავის, კარიერა შეწყვიტა.

ეთერ თუთბერიძე ბავშვობაში
ეთერ თუთბერიძე ბავშვობაში

ცხოვრება ტრავმის შემდეგ. ტერაქტი

1990-იან წლებში ეთერ თუთბერიძემ ყინულის შოუში დაიწყო გამოსვლა, როგორც მოცეკვავემ. 18 წლის გოგონას აშშ-ში გადასვლა და ყინულის ბალეტ Ice Capades-ის სოლისტობა შესთავაზეს. ამ შოუში 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ კონტრაქტი შეუწყვიტეს. ფული კატასტროფულად არ ჰყოფნიდა, ამიტომ იძულებული იყო, ქრისტიანული ორგანიზაცია YMCA-ს უსახლკაროთა თავშესაფარში ეცხოვრა. 1995 წლის 19 აპრილს ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციულ შენობასთან ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს. ასე მოხვდა ეთერი ოკლაჰომა-სიტიში მოწყობილი ტერაქტის ეპიცენტრში. ეს ტერაქტი კი 2001 წლის 11 სექტემბრის უბედურებამდე ყველაზე დიდ ტერაქტად ითვლებოდა (ოკლაჰომა-სიტიში მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 168 ადამიანი, დაიჭრა _ 680). თუთბერიძე და მისი პარტნიორი ნიკოლოზ აპტერი შეიფარა მეხანძრემ, რომელმაც ისინი ნანგრევებიდან გამოიყვანა.

მწვრთნელი
მწვრთნელი

მწვრთნელად მუშაობა

ეთერ თუთბერიძემ და მისმა პარტნიორმა კიდევ 4 წლის განმავლობაში იცხოვრეს აშშ-ში, შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ეთერის სამშობლო და ახლობლები მოენატრა და 1999 წელს რუსეთში დაბრუნდა, დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი და დაიწყო მწვრთნელად მუშაობა. მან ოლიმპიური ჩემპიონების თანავარსკვლავედი აღზარდა.

2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე ეთერ თუთბერიძის აღზრდილებმა _ იულია ლიპნიცკაიამ და სერგეი ვორონოვმა _ შესაბამისად, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე კი 15 წლის ლიპნიცკაიამ პირველი ადგილი დაიკავა. ოთხი წლის შემდეგ კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა ალინა ზაგიტოვა, ვერცხლისას _ ევგენია მედვედოვა, რომელიც ოლიმპიადამდე ორჯერ _ 2016 და 2017 წლებში _ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ზაგიტოვამ კი Lombardia Trophy-ზე გაიმარჯვა. ზაგიტოვასა და მედვედევას წარმატებით გამოსვლების გამო ეთერ თუთბერიძე რუსეთის სპორტული ჟურნალისტების ფედერაციამ პრემია “ოქროს ფურირემით” დააჯილდოვა. წარმატებით ასპარეზობენ თუთბერიძის სხვა აღზრდილებიც. 2018 წელს ციგურებით ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველად შეასრულა ოთხმაგი ლუტცი (რთული ილეთი, ტრიალები ნახტომში. პირველად შეასრულა ავსტრიელმა მოციგურავემ ალოიზ ლუტცმა) 13 წლის ალექსანდრა ტრუსოვამ.

ეთერ თუთბერიძე დედასა და დებთან ერთად
ეთერ თუთბერიძე დედასა და დებთან ერთად

ჩემპიონების აღმზრდელი

ეთერ თუთბერიძემ აღზარდა ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლიპნიცკაია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ევგენია მედვედევა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ელისაბედ ტურსინბაევა, ევროპის ჩემპიონი ალიონა კოსტორნაია, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები: სერგეი ვორონოვი, მორის ყვითელაშვილი, ანა შჩერბაკოვა და ალექსანდრა ტრუსოვი.

ეთერ თუთბერიძე ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლაპლინცკაია
ეთერ თუთბერიძე ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლაპლინცკაია
ეთერ თუთბერიძე და ევგენია მედვედევა
ეთერ თუთბერიძე და ევგენია მედვედევა

პირადი ცხოვრება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეთერ თუთერიძე ცოლად გაჰყვა ამერიკელს, ჰყავს ქალიშვილი დიანა დევისი, რომელიც ყინულზე სპორტული ცეკვებით არის დაკავებული.

ეთერ თუთბერიძე არის რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი (2014 წ.). 2020 წელს მოციგურავეთა საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ქალიშვილ დიანასთან ერთად
ქალიშვილ დიანასთან ერთად

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here