Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროსაზიზღრობა ადამიანურობის ზღვარს ქვემოთ დაეშვა

ევროსაზიზღრობა ადამიანურობის ზღვარს ქვემოთ დაეშვა

853

როგორ მოვკლათ საკუთარი დედა?”  _ ამ სათაურით ახლახან საფრანგეთის კინოეკრანებზე გამოჩნდა მორიგი კომედიურიშედევრი”.

სამი შვილის საზიზღარი (შეიძლება ნებისმიერი სხვა ეპითეტითაც შევამკოთ) დედა გიჟია, თანაც ფულის განუზომლად მფლანგველი.

უფროსი ძმა ნიკო თავის უსაქმურ ძმას და უნებისყოფო დას რადიკალურ წინადადებას შესთავაზებს: სადილის დროს დედა სიცოცხლეს გამოასალმონ.

“შესანიშნავი” კომედიური სიუჟეტია, ახალგაზრდებისა და ბავშვების აღსაზრდელად და გასაწვრთნელად რომ გამოდგება ისეთი, _ მომავალი თაობა აუცილებლად წავა კინოთეატრში კომედიის სანახავად და იქ ეზიარება ტრადიციულ ფასეულობებს.

ცოტა კი წავკბინეთ, მაგრამ მართლა გაუგებარია, როცა ჩვენი უმაღლესი მორალური ღირებულებებისა და უნიკალური კულტურის საზოგადოების მავანი წევრები მაინცდამაინც ასეთი “საყოველთაო თავისუფლების” მქონე ევროპასთან შეუღლებისკენ რომ უბიძგებენ ჩვენს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს.

ბებერი ევროპა სახეს კარგავს, “განახლებული” ევროპის მოდას აყოლილი ქვეყნები კი, როგორც მიმბაძველებს ემართებათ, კარგავენ თავიანთ იდენტურობას: მანკიერებამ დაიპყრო ასეთი “გაევროპელებული” ერები…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here