Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროსაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკავშირს დაშლა უწინასწარმეტყველა

ევროსაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკავშირს დაშლა უწინასწარმეტყველა

ევროსაბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის, განცხადებით, ევროკავშირს დაშლა ემუქრება. პოლიტიკოსის თქმით, “თუ გაერთიანების სხვა წევრებიც გაიზიარებენ ვარშავისა და ბუდაპეშტის მაგალითს, რომლებიც ბრიუსელს დაუპირისპირდნენ, ევროკავშირმა არსებობა შეიძლება შეწყვიტოს”, _ იუწყება გამოცემა Daily Express.

ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, თქმით, დაპირისპირებებმა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მწიფდება, შეიძლება გამოიწვიოს პროცესის დაწყება, რომელიც ბლოკს დაშლის. ვარშავისა და ბუდაპეშტის თვალსაზრისი ისეთ საკითხებზე, როგორც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება, განსხვავდება ბრიუსელის თვალსაზრისისგან.

ტელეინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ჩამოართვეს, ტუსკმა იწინასწარმეტყველა, რომ, თუ პოლონეთსა და უნგრეთს ევროკავშირის კიდევ რამდენიმე წევრი მიბაძავს, ევროგაერთიანება დაიშლება.

ევროპის კომისიამ სასამართლო პროცესი დაიწყო უნგრეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ბუდაპეშტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით სკოლებში იკრძალება ისეთი მასალების გამოყენება, რომელებიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ემსახურება. მოგვიანებით ევროკომისიამ, აგრეთვე, წამოიწყო სასამართლო პროცესი პოლონეთის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანაში შემოიღო “ლგბტ პროპაგანდისგან თავისუფალი ზონები”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here