Home სხვადასხვა დაიჯესტი ევრორაიხი ნაპოლეონისა და ჰიტლერის ნაკვალევზე

ევრორაიხი ნაპოლეონისა და ჰიტლერის ნაკვალევზე

250
ევრორაიხი ნაპოლეონისა და ჰიტლერის ნაკვალევზე

200 წლის წინათ მოკვდა ერთიანი ევროპის პირველი არქიტექტორი ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელმაც რუსეთის დაპყრობა განიზრახა. 80 წლის წინათ კი ერთიანი ევროპა კვლავ დაესხა თავს რუსეთს. მთავარი კი არის ის, რომ ამ ორასი წლის განმავლობაში ერთიანმა ევროპამ, სამწუხაროდ, ვერაფერი ისწავლა.

1812 წელს ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს, საპასუხოდ რუსებმა პარიზი აიღეს, მაგრამ ევროპელებმა, ნაპოლეონის კრახის მიუხედავად, გონებიდან ვერ ამოიგდეს ფიქრი რუსეთის კუთხეში მიმწყვდევასა და დანაწევრებაზე (უფრო მეტიც _ ლიკვიდაციაზე), თანაც, რაც უფრო ერთიანდებოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა ეს ფიქრი და ლტოლვა. ამასთანავე, ევროპელები მუდამ ერთი სქემით მოქმედებდნენ.

ნაპოლეონმა ცეცხლითა და მახვილით, აგრეთვე, კორონაციებითა და დინასტიური კავშირებით დაიმორჩილა ევროპის დიდი ნაწილი. დარჩა ერთადერთი მტერი _ დიდი ბრიტანეთი.

მოკავშირეებით გარშემორტყმული ნაპოლეონი მომაკვდინებელი საფრთხე იყო ბრიტანელთა იმპერიისთვის, მაგრამ ბრიტანეთთან ომის (კუნძულზე გადასხდომის ან ბრიტანულ კოლონიებზე დარტყმის) ნაცვლად საფრანგეთის იმპერატორი რუსეთს დაესხა თავს, დამარცხდა და ძალაუფლება დაკარგა. ერთიანი ევროპა დაიშალა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გააფართოვა გავლენა ევროპაზე, ყველაზე მეტი სარგებელი ნახა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ძლიერდებოდა და მსოფლიოში #1-ელ სახელმწიფოდ იქცა.

ევრორაიხი ნაპოლეონისა და ჰიტლერის ნაკვალევზე

ნაპოლეონის გარდაცვალებიდან 120 წლის შემდეგ ევროპა გააერთიანა ჰიტლერმა _ კვლავ ძველი სქემით. და, ჭეშმარიტ მტერზე თავდასხმის ნაცვლად, ფიურერმა, ნაპოლეონის მსგავსად, რუსეთს შეუტია, რასაც მოჰყვა კრახი _ რაიხისა და მისი ბელადის დაღუპვა. და, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა გააფართოვა გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე, ყველაზე მეტი სარგებელი ანგლოსაქსებმა ნახეს _ ამჯერად მთავარ როლში ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომელსაც ბრიტანელებმა მსოფლიო ლიდერობა გადაულოცეს.

გადის კიდევ ნახევარი საუკუნე და სსრკ-ის დაშლის ფონზე ევროპა იწყებს სწრაფად გაერთიანებას. ანგლოსაქსებს ერთიანი ევროპა მხოლოდ გეოპოლიტიკური ვასალის რანგში სჭირდებათ, უმცროს პარტნიორად, მაგრამ გერმანულ-ფრანგული ცენტრი ნელ-ნელა ემზადება დამოუკიდებლობისთვის, თუმცა, ანგლოსაქსებზე სამხედრო, საკადრო და იდეოლოგიური დამოკიდებულების გათვალისწინებით (მათ შორის გლობალიზაციის), ევროპისთვის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა რთული იქნება.

და აი ევროპა კვლავ მიდის რუსეთისკენ არა ცეცხლითა და მახვილით (რაც, შეუძლებელია ბირთვული იარაღის მქონე რუსეთის წინააღმდეგ), არამედ გეგმაზომიერად: ჯერ ხელში იგდებს აღმოსავლეთ ევროპას, შემდეგ _ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. უკრაინა საჯილდაო ქვად იქცა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიტაცების ინიციატივა ანგლოსაქსებს ეკუთვნით, ამ პროცესში ევროპელებიც ჩაერთვნენ და ამით რუსეთს დაუპირისპირდნენ, რაც ხელს აძლევთ ანგლოსაქს სტრატეგებს: ისინი ინარჩუნებენ კონტროლს ევროპაზე და ყურადღება გადააქვთ აღმოსავლეთისკენ.

დიახ, ევროპის ამჟამინდელი ერთობა სამხედრო გზით არ არის მიღწეული, მაგრამ არის კი ამის გამო ის უფრო მტკიცე? არა! ნახევრად სუვერენულ ევროპას მომავალი არ აქვს. ის ან მოიპოვებს რეალურ დამოუკიდებლობას, ან დაუბრუნდება ბუნებრივ მდგომარეობას და დანაწევრდება. ამ თვალსაზრისით რუსეთთან ურთიერთობა საკვანძო საკითხია _ ტესტი დამოუკიდებლობაზე. თავისთავად ერთიანი ევროპა არ არის რუსეთის უპირობო მტერი და განწირული ამ ბირთვულ სახელმწიფოსთან კონფლიქტისთვის. მან თავი უნდა დააღწიოს ისტორიულ კომპლექსებს, რომ რუსეთი მისი უმთავრესი მტერი და საფრთხეა, და გაითვალისწინოს ამ უზარმაზარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები.

ევრორაიხი ნაპოლეონისა და ჰიტლერის ნაკვალევზე

და კიდევ _ ევროპამ თავი უნდა შეიკავოს სხვის კომბინაციებში მონაწილეობისგან; ნება არავის დართოს, დააპირისპიროს რუსეთთან და გაითვალისწინოს მისი უფლება _ როგორც სურს, ისე იცხოვროს თავისი ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვით. აღმოსავლეთისკენ ექსპანსია ევროპისთვის ხანმოკლე აღმოჩნდება დროის ისტორიული საზომით, მაგრამ ამის საფასური იქნება არა რუსეთთან ურთიერთობა, არამედ თვითონ ევროპის ბედი. შეუძლებელია, ერთიანი ევროპის (ამჟამინდელი ცენტრალიზებული ან ძლიერი ეროვნული სახელმწიფოების კავშირის ფორმით) შეტევა რუსეთზე ევროპისთვის კარგად დამთავრდეს _ ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერება რუსეთზე ნაპოლეონის გალაშქრების კრახით დასრულების შემდეგაც შეიძლებოდა ან ჰიტლერის შემდეგ. თუ ევროპას სურს, ევროკავშირის ნანგრევებზე დარწმუნდეს თავისი მიზნების მართებულობაში, ეს მისი უფლებაა, მაგრამ სისულელე იქნება, ერთსა და იმავე ფოცხს ფეხი მესამედ დააბიჯო _ ფოცხის ნაცვლად თუნდაც ნაპოლეონის მარშლის კვერთხი იდოს.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here