Home რუბრიკები პოლიტიკა “ევროპული ფასეულობებით” გამოწვეული ზნეობრივი დეგრადაცია

“ევროპული ფასეულობებით” გამოწვეული ზნეობრივი დეგრადაცია

1061
“ევროპული ფასეულობებით” გამოწვეული ზნეობრივი დეგრადაცია

რამდენიმე თვის წინათ შიდა ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადებაგავრცელების ბრალდებით რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა. მაშინ საქმეში უცხო ქვეყნის მოქალაქეც იყო ჩართული, რომელიც ანალოგიური დანაშაულისთვის ადრე სხვა ქვეყანაში უკვე იყო გასამართლებული. საინტერესოა, რომ დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგები.

გასულ კვირაში შსს-მ ანალოგიური ბრალდებით შიდა ქართლში კიდევ 11 პირი დააკავა. სამწუხაროდ, ისევ მშობლები არიან საქმეში ჩართული და, იმის მიუხედავად, რომ თავად მშობლები ბრალდებას უარყოფენ, პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებები, რომლებშიც ჩანს, რომ მშობლები ესწრებიან პროცესს, როცა მათ არასრულწლოვან შვილებს ფოტოებს შიშველს უღებენ. ახლა, თუ ვინმე იტყვის, მშობელი ვერ ხვდებოდა, რატომ უღებდნენ მათ სრულიად შიშველ შვილებს ფოტოებს და შემდეგ ამ ფოტოებში 2 და 3 ათას ლარს რატომ აძლევდნენ, უბრალოდ, არ დავიჯერებთ. თავად განსაჯეთ, თქვენთან რომ მოვიდეს ვინმე და გთხოვოს, თქვენს არასრულწლოვან შვილს შიშველს გადავიღებ, მერე ამ ფოტოებში დიდ ფულს გადაგიხდითო, რა რეაქცია გექნებათ?

თუმცა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ტრაგედიას (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ), სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, ბაია პატარაიამ განაცხადა: ბავშვები იმიტომ დათანხმდნენ ამ სურათების გადაღებას და იმიტომ არ გააპროტესტეს, რომ სექსუალური განათლება არ აქვთ და, როგორც ვამბობდი, ეს განათლება უნდა შემოვიღოთ, სკოლებში უნდა ვასწავლიდეთო. პატარაიას ლოგიკით, ბავშვებს უნდა სცოდონდათ სექსუალური ქცევის დეტალები და ასეთი რამ არ მოხდებოდა.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, აგერ უკვე მერამდენე წელია, ცდილობენ, წაგვართვან ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. უფრო ზუსტად, კი არ წაგვართვან, გააუბრალოონ, გოიმობად გამოაცხადონ და წარსულის გადმონაშთად აღიარონ. ასე აქციეს საქილიკოდ ქართული სუფრის ტრადიციები, წინაპართა პატივისცემა და კიდევ ბევრი რამ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერის საბოლოოდ დამონება ხდება მას შემდეგ, როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებს, ივიწყებს საუკუნეების წინათ დამკვიდრებულ ტრადიციებს და ხდებათანამედროვე ცხოვრებისმიმდევარი, ხდებათავისუფალიდა ისეთი თავისუფალი, რომ შეუძლია, ქუჩაში გამოვიდეს და იყვიროს: “ჩემი ფუჩუ ჩემია”.

გასულ კვირას პოლიტიკური პროცესების ფონზე ჩაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: საქართველოს კინოთეატრებში გაიმართა პრემიერა ფილმისა, რომელიც ლესბოსურ სიყვარულზეა. გეიპროპაგანდის შემდეგ ქართველ საზოგადოებას ლესბოსური სიყვარული უჩვენეს და ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ არტეხავსდა მერე რა, თუ ლესბოსელი ხარ ან გეი, ეს ხმამაღლა უნდა იყვირო და უფრო მეტიც, პროპაგანდა გასწიო. ის, რომ საქართველოში მიმდინარე ეს პროცესები დასავლეთიდან არის მართული, იქიდანაც გამოჩნდა, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგინეს ერთ-ერთ ფესტივალზე და ფილმის პროდიუსერებს იმედიც აქვთ, რომ აღნიშნული ფილმი “ოსკარის” ნომინანტიც გახდება. არადა, თვით ფილმი არც მსახიობების უზადო შესრულებით გამოირჩევა, არც . ჰენრის ნაწარმოებების დარი სცენარით და, საზოგადოდ, ერთი მდარე ფილმია, მაგრამ, ვინაიდან მას ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, მიხვდნენ დასავლეთში, რომ საჭიროა, ბოლომდე “გააპრავონ” გეობა და ამიტომ ფილმს ფესტივალიდან ფესტივალზე დაათრევენ უპატრონო ცინდალივით.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ლესბოსელებზე გადაღებულ ფილმს არსად წაიღებენ, რადგან, კვლავ ვიმეორებთ, არსებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ფილმის პრემიერამ, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა კაცმა გააპროტესტა, უხმაუროდ ჩაიარა და ასეთი ფილმებისადმი ინტერესი დასავლეთში არ აქვთ. დასავლეთში, თუ სულში ჩაფურთხებულად არ იგრძნო ერმა თავი, ისე არ გაღიარებენ და ამიტომაც ჯერ მხოლოდ გეის როლის საუკეთესო შემსრულებელს აპიარებენ.

სტატისტიკის მიხედვით, პედოფილიის ბრალდებით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად არაერთ ადამიანს აკავებენ. თავად განსაჯეთ, მხოლოდ გასულ წელს ამერიკაში ამ ბრალდებით პასუხისგებაში 10 ათას ადამიანზე მეტი მისცეს. ზოგს დაუმტკიცეს ბრალდება, ზოგს _ ვერა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა უდიდეს ტვირთად აწევს ზესახელმწიფოს. რა გამოდის? ამერიკაში სექსუალური განათლება აკლიათ ბავშვებს?! პატარაია ხომ სწორედ ამერიკული მოდელის შემოტანას ითხოვს, ამ სტატისტიკიდან კი ჩანს, რომ ეს მოდელი არ ამართლებს. ანუ, იქ ბავშვებს სექსუალური განათლება აქვთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ინდუსტრია, პრაქტიკულად, ყვავის. სხვათა შორის, იმავე ამერიკაში სამიოდე თვის წინათ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა და მშობლებმა სკოლებიდან სწორედ სექსუალური განათლების წიგნებისა და პროგრამის ამოღება მოითხოვეს, აქაოდა, ამ პროგრამამ ჩვენი შვილები უფრო გარყვნაო. გამოდის, ამერიკა მიდის იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვართ; ჩვენ კი გვსურს, გადავიდეთ იმ რელსებზე, რომლებიდანაც ამერიკა ცდილობს გადმოსვლას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, როცა ამერიკულ ან ევროპულ მაგალითებს იშველიებენ ქართული არასამთავრობოები, არასოდეს ამბობენ, რომ იქ რაღაცამ არ გაამართლა და იქ ამას ცუდი შედეგი მოჰყვა. პირიქით _ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს ძალიან კარგია, რომ პრობლემა მოგვარდა და მერე რა, თუ ამ პროგრამის გასაპროტესტებლად ქუჩაში 200 ათასი მშობელი გამოვიდა?! დიდი ამერიკისთვის ეს თურმე პატარა რიცხვია. ზუსტად ვიცით, იმასაც გვეტყვიან, 330-მილიონიანი ამერიკისთვის 10 ათასზე მეტი ადამიანის დაკავება ბევრი არ არის, პროცენტულად საქართველოში მეტი გამოდისო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბატონებო! აქ საუბარი იმაზეა, რომ პროცესმა, რომლის დაწყებაც აქ გსურთ, ამერიკაში არ გაამართლა და გინებავთ, პროცენტულად დათვალეთ, გნებავთ _ უპროცენტოდ, სექსუალური განათლების შემოღება სკოლებში გამოსავალი ნამდვილად არ არის!

ცალკე პრობლემაა იმ მშობლების ქცევა, რომლებიც ამ ყველაფერში ჩართულნი იყვნენ. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ, ვიდეოს რომ დაგიდებენ, რომელშიც მშვიდად უყურებ, როგორ უღებს ვიღაც კაცი შენს არასრულწლოვან შიშველ შვილს ფოტოებს და როგორ გიხდის მერე ამ ფოტოებში მანქანის საყიდელ ფულს, უნდა იცოდე, რომ საქმე კრიმინალთან გაქვს, რადგან ჩვეულებრივი ფოტო ათასები არ ღირს და ისიც შესაძლოა, რომ ყველა სახლში ინახებოდეს ჩვილი ბავშვების შიშველი ფოტოები, რომლებშიც ათასებს არავინ გთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, მაგრამ ზუსტად ისეთივე პრობლემა, როგორიც, მაგალითად, ჩვილების უარმყოფელი მშობლებისაა. პროცენტულად მცირეა, მაგრამ მაინც არის გარკვეული რაოდენობა იმ დედებისა თუ მამების, რომლებიც შვილებს სანაგვეზე აგდებენ, ახალშობილებს კლავენ. ეს რას დავაბრალოთ: არასწორ სექსუალურ განათლებას? არ იცოდნენ, რომ ბავშვი შეიძლებოდა ჩასახულიყო? თუ, სკოლაში რომ მიეღოთ სექსუალური განათლება და შემდეგ ჩასახულიყო ბავშვი, აღარ უარყოფდნენ და აღარ გაწირავდნენ სასიკვდილოდ? ეს არის რიგითი კრიმინალი, რომლის მსგავსიც ყველა ქვეყანაში ხდება და მას, სექსუალური განათლებით კი არა, ცნობიერების ამაღლებით, ქართული ტრადიციების დაცვით უნდა ვებრძოლოთ, ჰო, იმ ტრადიციების, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რომელთა გაქილიკება აქტიურად მიმდინარეობს.

ერთი რამ ცხადია _ საქართველოში ტრადიციულ ფასეულობებზე დაწყებული შტურმი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გეი და ლესბოპროპაგანდა პიკს აღწევს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მომავალ გაზაფხულზე აუცილებლად შეეცდებიან, რომ გეიაღლუმი ჩატარდეს და ლგბტ პირებმა ამაყად გაიარონ ქუჩებში. ოღნდ ეს მცდელობა, როგორც არასდროს, ისე იქნება მხარდაჭერილი დასავლეთიდან და უპრეცედენტო დაფინანსებაც წამოვა. წელს გეიაღლუმის ვერჩატარებისა და მათი დევნის შემდეგ დასავლეთიდან არაერთი ათასი დოლარი გადმოირიცხა ამ ორგანიზაციის გასაძლიერებლად და, ახლა ჩუმად რომ არიან, არ ნიშნავს იმას, რომ არ ემზადებიან; პირიქით _ ძლიერდებიან, საზღვარგარეთ წვრთნას გადიან და რეპეტიციებსაც ატარებენ. სწორედ ესაა პრობლემა და არა რამდენიმე ავადმყოფი ადამიანის დაკავება, რომელთა მსგავსი მეტ-ნაკლები ოდენობით ყველა ქვეყანაში არსებობს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. პედოფილიის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატმა განაცხადა: “მე ქართული ფილმები მინახავს, მაგალითად, “მაგდანას ლურჯადაარაჩვეულებრივი გამოფენა”, რომლებშიც შიშველი ბავშვები ჩანან. ეს პორნოგრაფიაა?! თქვენ გაქვთ ეგ ფილმები ნახული?!”

ბატონო ადვოკატო, “ნახულიარა, “ამოაგდეთ ამ სიტყვიდან და მიხედეთ საქმეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here