Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპული ინკვიზიცია და “ენჯეოშნიკი” მამაოები

ევროპული ინკვიზიცია და “ენჯეოშნიკი” მამაოები

იან კელი

სამყაროში ყველაფერი იცვლის ფორმასა და შინაარსს, მათ შორის, როგორც ჩანს, ინკვიზიციაც. სხვა რა შეიძლება ეწოდოს თანამედროვეევროპულ სასამართლოებს”, რომლებიც უფრო და უფრო ირცხვენენ თავს და მართლაც ემსგავსებიან ცნობილი ინკვიზიტორის, ტომაზო ტორკვემადას, საქმის გამგრძელებლების თავყრილობას?

გასულ კვირაში სტრასბურგმა ზარ-ზეიმით გვაცნობა, რომ თურმე ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო, ვჩაგრავთ “უცოდველ კრავს” _ ივანე მერაბიშვილს, ხოლო დაახლოებით იმავე დღეებში ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალის მიმდინარეობისას საწამლავი _ კალიუმის ციანიდი _ დალია ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა, რომელსაც სასამართლო ბოსნიელი სერბი მუსლიმანების მასობრივ ჟლეტაში ადანაშაულებდა. ცალკე საკითხია კიდევ ის სერბი გენერლები, რომლებიც სამშობლოს ამერიკელი იანკების თავდასხმისგან გმირულად იცავდნენ. როგორცსამართლიანი ევროპაგვაუწყებს, თურმე ეს სერბი გენერლები დასასჯელები არიან, ხოლო საქართველოში მოქმედი მანიაკების ბანდაპოლიტიკური თამაშების მსხვერპლიყოფილა.

არადა, სერბ გენერლებს არანაირად არ უმტკიცდებათ სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული რაიმე დანაშაული _ არც მათი მკვლელობა, არც ძარცვა-ყაჩაღობა და არც სხვა რამ. მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა კი, მოგეხსენებათ, სწორედ მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ.

რომელია ახლა უფრო დიდი დამნაშავე: ის, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებს, თუ ის, ვინც აჯანყებულ შეიარაღებულ სეპარატისტებს ან თავის სამშობლოზე თავდამსხმელ უცხო ქვეყნის სამხედროებს ებრძვის? დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.

თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ეშინიათ სწორედ იმის, რომ ხალხს უკვე მართლაც სწორი დასკვნები გამოაქვს. ამდენმა იმედგაცრუებამ, “სტრატეგიულ პარტნიორებზებრმად მინდობამ და გამანადგურებელმა შედეგებმა საქართველოს მოქალაქეებს დაბინდული თვალები ნელნელა აუხილა, ხოლო თვალახელილი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ის ძალაა, რომლის დათრგუნვა, შეშინება თუ მოქრთამვა ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე მოყვრულად შემოპარულ მტრებს. მაშ, რაღა რჩება უკანასკნელ საშუალებად, რომ როგორმე გონს მოსული მოსახლეობა ისევ ბნელში შეაბრუნონ და სისულელეებით გამოურეცხონ ტვინი? _ ის ინსტიტუტი, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა და ყველაზე მეტად სწამს მისი _ ეკლესია! აი, ამის გამოძახილი იყო “12 ქართველი მოციქულის” ხმობა ვაშინგტონში “პატრონებთან” და მათთვის სპეციალური დავალებების მიცემა. სპეცსამსახურების პრაქტიკაში არსებობს ასეთი მეთოდი _ საიდუმლო აგენტების აუცილებელი გამჟღავნება უკიდურესად საჭირო მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ მეთოდს მიმართეს, როგორც ჩანს, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და საქართველოს საპატრიარქოს სინოდში ჩანერგილი 12 “მეუფესასწრაფოდ დაიბარეს ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად

მესმის, რომ მორწმუნე მართლმადიდებლების რაღაც ნაწილი, შესაძლოა, გავანაწყენო, როდესაც მეუფეებად წოდებულ პირებს ასე ხელაღებით ვდებ ბრალს უცხო ქვეყნის აგენტობაში, მაგრამ, ღმერთმა მომიტევოს და, მე ვერანაირად ვერ ვირწმუნებ მათ “სასულიერო პირობას”!

მამაოები

თქვენი არ ვიცი და, ჩემთვის ამაზრენი და მიუღებელია, როდესაც ანაფორიანი ადამიანი ტელევიზორიდან კაი ჩემბერლენივით მელაპარაკება და საგარეოპოლიტიკურ საკითხებს ისე მიმოიხილავს, გეგონება, რელიგიური შეკრებიდან კი არა, პოტსდამის კონფერენციიდან დაბრუნდა ახლახან. მით უფრო გულისამრევია, როდესაც მიტროპოლიტის წოდების მქონემეუფე ესა და ეს” (რა სახელიც გინდათ, ჩასვით) ერთი რიგითიენჯეოშნიკისფრაზებითმოძღვრავსმრევლს.

ამერიკა ჩვენი ყველაზე ერთგული სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკას საქართველოსთვის არასოდეს უღალატია, ხოლო რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები. რუსეთმა ქართველი ბიჭების სისხლი დაღვარა”, _ ასეთი განცხადებები გააკეთეს მასმედიის წარმომადგენლებთან ვაშინგტონიდან დაბრუნებულმამეუფეებმა”. არადა, რომ გეკითხა, იქ ისინი რელიგიურ საკითხებზე მიმდინარე კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ჩამოსულებმა კი ზუსტად იმავე “ნარატივების” ლაპარაკი დაიწყეს, რასაც, უკვე წლებია, საუბრობენ თამარა კინწურაშვილი, თამარა ჩერგოლეიშვილი და სხვა მსგავსი “ენჯეოშნიცა” დედაკაცები.

განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელი იყო (სიმწრის ღიმილის!) მეუფე იაკობის განცხადება, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს ყველაზე დიდ მეგობარს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ბრძოლა საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ყველას გვეცნო ეს “ტრენდი”, რომლის დამკვიდრებასაც ასეთი მონდომებით ცდილობენ, უკვე ბევრი წელია, საქართველოში მოქმედი მოღალატეთა და გამყიდველთა ჯგუფები, რომლებიც “არასამთავრობო სექტორის” საფარველით მოქმედებენ და რეალურად ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს.

მითი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში მოქმედებს რაღაც დამანგრეველი რუსული პროპაგანდა, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსული “რბილი ძალა”, ვერა და ვერ დამკვიდრდა, რადგან ეს სრული სისულელეა და ის, რასაც “რუსულ პროპაგანდად” ასაღებენ, სინამდვილეში რეალობაა. ანუ, ამერიკის საელჩო საქართველოში და მის ფრთებქვეშ მყოფი ადგილობრივი მოღალატეები ცდილობენ, დაამარცხონ რეალობა! რელობის დამარცხება კი, მოგეხსენებათ შეუძლებელია. ამიტომაც, საკუთარი სიტუტუცე რომ არ აღიარონ, ამ რეალობას ხანპროპაგანდასარქმევენ და ხანაც _ “რბილ ძალას”.

აი, თუნდაც ზემოთ მოყვანილი პოლიტიკოს-მეუფეების ფრაზა, ამერიკას საქართველოსთვის არასოდეს უღალატია და ამერიკელებს ქართველთა სისხლი არასოდეს დაუღვრიათო. განა ეს რეალობის წინააღმდეგ წასვლა და სრული სიდებილე არ არის? როდის უნდა ეღალატა ამერიკას საქართველოსთვის ან როდის და რა ვითარებაში უნდა დაეღვარა ქართველების სისხლი?!

რომელი ცხრა ფუთი მარილი ამერიკელებთან ერთად გვაქვს ნაჭამი?! ერთადერთი მეტნაკლები შეხება ამერიკასა და საქართველოს შორის (ისიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში) მეორე მსოფლიო ომისა და მისი დამთავრების შემდგომ პერიოდში იყო და მაშინაც ამერიკამ ყველაზე აქტიურად შეგვიშალა ხელი თურქეთისგან ოკუპირებული ძირძველი ქართული ტერიტორიების დაბრუნებაში.

რაც შეეხება იმას, რომ ამერიკელებს, რუსებისგან განსხვავებით, ქართველი ბიჭების სისხლი არ დაუღვრიათ, აქაც მინდა ვიკითხო: რატომ და რა ვითარებაში უნდა დაეღვარათ ამერიკელებს ქართველების სისხლი? აკი, უკვე 30 წელია, რა პოზაშიც ამერიკის ელჩი გვიბრძანებს, ზუსტად იმ პოზაში ვდგებით და რა მოთხოვნაც ამერიკათურქეთს აქვს ჩვენ მიმართ, ყველაფერს დაუყოვნებლივ ვუსრულებთ. სადაც უნდათ, შეიარაღებული ძალები შემოჰყავთ ჩვენს ტერიტორიაზე; სადაც უნდათ, წვრთნებსა და სწავლებებს ატარებენ; სადაც უნდათ, ბაზას ხსნიან და, სადაც უნდათ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აყენებენ. ოდესმე რაიმე ტიპის წინააღმდეგობა გაგვიწევია მათთვის? არა, ხომ? აბა, რატომ უნდა დაეღვარათ ჩვენი სისხლი?

უკაცრავად, მაგრამ ქალს, რომელიც თავისი ნებით “იძლევა”, არავინ აუპატიურებს!

მოდი, თუ ასე ძალიან გაინტერსებთ, ვცადოთ და ოდნავი უარი შევკადროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი რომელიმე სტრატეგიული ინტერესის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. აი, მერე ნახავთ, რაც არის სისხლისღვრა, დაუნდობლობა, განადგურება და მიწასთან გასწორება. ყოველივე ამის გაკვეთილი უკვე ჩაატარა ამერიკამ, ერაყსა და ახლო აღმოსავლეთს რომ თავი დავანებოთ, აგერ, შუაგულ ევროპაში, კერძოდ კი, სერბეთში.

ასე რომ, ასეთი ძალიან ცნობილიენჯეოშნიკურინარატივების გავრცელება საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს _ ამერიკის საელჩო და ამერიკის ელჩი, რომელიც აქამდე საქართველოში მხოლოდმეფისნაცვლისფუნქციებს ითავსებდა, ახლა უკვეეგზარქოსობასაცცდილობს და ქართველებს არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო მოძღვრადაც გვევლინება.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ამერიკის ელჩი (არ ვამბობ იან კელი-მეთქი, რადგან დღეს კელია და ხვალ სხვა იქნება, ზეგ სხვა _ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს), თუ აქამდე მხოლოდ პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციებში იჭრებოდა უხეშად და ყველა ქართველი მაღალჩინოსანი მის ჭკუაზე დადიოდა, ამჯერად ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც სწორედ ამერიკის საელჩომ დაგვინიშნოს და საქართველოს პატრიარქმა ამერიკის საელჩოსთან შეათანხმოს ხოლმე, როდის ჩაატარებს წირვას და როდის გადაიხდის პარაკლისს.

ვნახოთ, შეძლებენ თუ ვერა უკვე გაშიფრული ქართველი “ენჯეოშნიკი” მამაოები საქართველოს საპატრიარქოში საკუთარი გავლენის საბოლოოდ გატარებას და ქართველი მართლმადიდებელი მრევლის თავის ჭკუაზე გადაყვანას. აკი, ენ-დი-აისა და აი-რა-ის ყველა კვლევაში მუდამ განსაკთრებული შეშფოთებით აღინიშნებოდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე და ყველაფერზე დიდი გავლენა სწორედ საპატრიარქოსა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აქვს. როგოც ჩანს, იმის დანახვამ, რომ ილია მეორემ მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა და ამერიკას უკვე ხელიდან გამოეცალა შანსი, რომ საქართველოს საპატრიარქოც თავისი საელჩოს ფილიალად ექცია, ამერიკის სპეცსამსახურები აიძულა, უკანასკნელი იმედის ნაბიჯი გადაედგა, და თავისი აგენტურა საქართველოს საპატრიარქოში სასწრაფოდ გაშიფრეს.

ბანალურია, მაგრამ მაინც ამ მრავალჯერ ნათქვამი და გაგონილი ფრაზით უნდა დავასრულოთ _ ახლა უკვე ყველაფერი ქართველი ხალხის, საქართველოს რიგითი მოქალაქეების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული.

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ჭეშმარიტებას ღაღადებ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მაგრამ ვინც ამას უნდა ისმენდეს და დასკვნებს აკეთებდეს ისინი მათ სამსახურშია, სამწუხაროდ!

  2. მხარი დავუჭიროთ პატრიარქს და დავიცვათ მისი გადაწყვეტილება თანამოსყდრის დანიშვნაზე. ეს სატანისტური დასავლეთი ყველაფერზე წამსვლელია. იმ 12 მამაოს კი მოვუწოდებ, გააკეთონ საბოლოო არჩევანი ან ქრისტესკენ ან და დასავლური გაუგებრობისაკენ

  3. 99% სიმართლეა+ 1% 1991 წლის გადატრიალებას და 26 წლიან სიბნელეს აშშ_მ აუნთო მწვანე შუქი რის გამოც ერი განახევრდა და ნახევარი ტრილიონი დოლარი გაედინა ქვეყნიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here