თეირანში ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის დესპანი რობ მაკაირი დააკავეს. ამ ინფორმაციას “როიტერსი” ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ის, რომ დესპანი “ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების წაქეზებისთვის” რამდენიმე საათით დააკავეს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
11 იანვარს, მას შემდეგ, რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები წამოაყენეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს. სწორედ ამ მიტინგზე მივიდა ინგლისელი დიპლომატი და მომიტინგეებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა.