ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. “არამიანცის” საავადმყოფოში მკურნალობს. სპორტსმენს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იასპარეზებს.