Home ახალი ამბები საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის პატიმართა რაოდენობით საქართველო მესამეა

ევროპის ქვეყნებს შორის პატიმართა რაოდენობით საქართველო მესამეა

160
ევროპის ქვეყნებს შორის პატიმართა რაოდენობით საქართველო მესამეა

ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, თურქეთს პროცენტულად ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს.

2020 წლის პენიტენციური სტატისტიკური მონაცემებით (SPAC), თურქეთში ყოველ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი პატიმარი მოდის – 357.2, შემდეგია რუსეთი – 356.1 პატიმრით, მესამე ადგილზეა საქართველო, აქ ყოველ 100 000 მოსახლეზე 263.8 პატიმარია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლიტვა – 219.7 და აზერბაიჯანი – 208.7.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მსჯავრდადებულთა მაღალი სტატისტიკა აქვთ ლიტვას, ჩეხეთს, პოლონეთს, სლოვაკეთსა და ესტონეთს. ყველაზე ცოტა პატიმარი ჰყავთ ჯუჯა სახელმწიფოებს – მონაკოსა (33.3) და სან მარინოს (0.0), ასევე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ნორვეგია (58.8) და ფინეთი (49.9). გერმანიის მაჩვენებელია 76.2, საფრანგეთის _ 105.3, იტალიის _ 101.2 და ესპანეთის _ 123.3. მთლიანად ევროპაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 103.2 პატიმარი მოდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here