Home რუბრიკები ისტორია ევროპის ისტორიის ბნელი ფურცლები

ევროპის ისტორიის ბნელი ფურცლები

ბებერი კონტინენტის მიჩუმათებული ისტორია, რომლის გახსენებაც ევროპელებს არ უყვართ

334
ენგელბერტ დელფუსი

დასავლეთი ყველას არწმუნებს, რომველურმარუსეთმა უნდა მიიღოსცივილიზებული ევროპისმფარველობა და მისიფასეულობებიგადაიღოს, მაგრამ არ ლაპარაკობენ თავიანთი ისტორიის ნაკლებად ცნობილ და ბნელ ფაქტებზე. ფაქტებზე, რომელთა გახსენებაც ევროპელებს ძალიან არ უყვართ, ლაპარაკობენ სოციალური ქსელის, რედდიტის, ევროკავშირელი მომხმარებლები.

ფრანსისკო ფრანკო
ფრანსისკო ფრანკო

* ესპანეთში ფრანკოს (ფრანსისკო ფრანკო _ ესპანეთის მმართველი 1936-1975 წლებში) მმართველობის პერიოდში მარტოხელა დედებს ჩვილ ბავშვებს ართმევდნენ. დედას ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი მკვდარი დაიბადა, მაგრამ გვამს არ აჩვენებდნენ, ცოცხალ ბავშვებს კი რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ წყვილებს გადასცემდნენ. მრავალი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ბევრი ვითომ გარდაცვლილი ბავშვის საფლავი ცარიელი იყო. ეს ყველაფერი კეთდებოდა კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობით.

* ირლანდიაში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მოქმედებდა ე.წ. რელიგიური საკონცენტრაციო ბანაკები _ სამრეცხაოები, ანუ მაგდალენას თავშესაფრები. უკანასკნელი ასეთი თავშესაფარი 1996 წელს დაიხურა. ყველა თავშესაფარ-სამრეცხაოს მართავდნენ მონაზვნები, თავდაპირველად, პროტესტანტები, შემდეგ _ კათოლიკები. სამრეცხაოებში მუშაობდნენ ნებაყოფლობით მისული მეძავები, ისინი ცდილობდნენ, შრომითა და ლოცვით გამოესყიდათ ცოდვები და რომელიმე საქმე შეესწავლათ, რათა ძველ ცხოვრებას არ დაბრუნებოდნენ. სამრეცხაოების ქსელის გაფართოების შემდეგ იქ მიჰყავდათ ყველა ქალი, რომლებსაც რთული ცხოვრება ჰქონდათ და გამომსარჩლებელი არავინ ჰყავდა.

სამრეცხაო
სამრეცხაო

მონაზვნებისთვის სარგებლიანი იყო უხელფასო მუშახელის შენახვა _ ისინი ხელშეკრულებას აფორმებდნენ არმიასთან და თეთრეულს ურეცხავდნენ სამხედრო ქვედანაყოფების შემადგენლობას. ქალები და გოგონები მძიმე პირობებში მუშაობდნენ 12 საათის განმავლობაში კვირაში 6 დღეს. მათ უმნიშვნელო გადაცდომისთვისაც კი სასტიკად სჯიდნენ, ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც. თუ ქალი იმშობიარებდა, ჩვილი ბავშვთა თავშესაფარში მიჰყავდათ.

1990-იანი წლების დასაწყისში აგორდა სკანდალი, როდესაც მაგდალინას თავშესაფრების ტერიტორიებზე აღურიცხავი საფლავები აღმოაჩინეს. მონაზვნებმა კვალის წაშლა დაიწყეს, მაგრამ ამან უფრო გაამძაფრა ეჭვი და თავშესაფრები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. კათოლიკური საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლს მოუბოდიშა რომის პაპმა და ირლანდიის პრემიერმინისტრმა. შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების ფონდი.

* ავსტრიაში, მის ანშლუსამდე (1938 წლის 12-13 მარტს ავსტრია გერმანიამ მიიერთა) იყო დიქტატურა. ენგელბერტ დელფუსი, ავსტრიის დიქტატორი ფაშისტი გახლდათ, მეგობრობდა დუჩე მუსოლინისთან, თუმცა ავსტრიაში აკრძალა ნაცისტური პარტია. წარუმატებელი გადატრიალების დროს ნაცისტებმა მოკლეს დელფუსი, მაგრამ ხელისუფლების სათავეში ვერ მოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1938 წელს ავსტრიელთა დიდი ნაწილი ანშლუსის მომხრე იყო. ავსტრიის სახალხო პარტიაში კი ცოტა დელფუსის პორტრეტი მხოლოდ ცოტა ხნის წინათ ჩამოხსნეს.

* საფრანგეთში რეგიონული ენები 1789 წლიდან თანდათან განიდევნა. მხოლოდ რამდენიმე დარჩა _ ბრეტონული, კორსიკული, ელზასური და სხვ. ისინი გაუგებარია ფრანგულენოვანი მოსახლეობისთვის. რეგიონული ენების 90% მკვდარია. “მე მიყვებოდნენ ისტორიებს, რომლებიც მთხრობელებისთვის ცნობილი იყო ბებიებისა და ბაბუებისგან. მათ უკრძალავდნენ ბრეტონულად ლაპარაკს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ქუჩაშიც, ამიტომ მშობლები შვილებს ბრეტონულ ენას აღარ ასწავლიდნენ. ასეთი რამ დაემართა სხვა ენებსაც”, _ ამბობს reddit-ის ფრანგი მომხმარებელი.

* ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოსახლეობის ნაწილი ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ადამიანები ერთმანეთს ასმენდნენ, შედიოდნენ ეს-ეს-ში. ნიდერლანდური სარკინიგზო კომპანია Nederlamdse Spoorwegen-ს ებრაელები და ბოშები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰჰყავდა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია Royal Dutch Shell-მა კი თავისი ებრაელი თანამშრომლები გერმანიაში გააძევა.

* მეორე მსოფლიო ომის წლებში შვედეთი ეხმარებოდა ნაცისტებს თავისი ტერიტორიის გავლით ჯარისკაცებისა და იარაღის ნორვეგიაში და უკან გადაზიდვაში. საოცარია, რომ დღეს ეს ფაქტი ბევრ შვედს არ ახსოვს და ამბობს, რომ შვედეთი ნეიტრალიტეტს იცავდა. შვედეთის მთავრობა ამას, ალბათ, იმიტომ აკეთებდა, რომ ქვეყანაში გერმანელები არ შეჭრილიყვნენ, მაგრამ, როდესაც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შვედები ანგელოზებივით იქცეოდნენო, ეს, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბანდას კუნძულები
ბანდას კუნძულები

* ნიდერლანდების ოსტ-ინდურმა კომპანია VOC-მა 1620 წელს გენოციდი მოაწყო ბანდას კუნძულებზე _ მოსახლეობის 95 პროცენტი გაანადგურა, ცოცხლად დარჩენილები მონებად წაიყვანა. მკვიდრი მოსახლეობის დახოცვის შემდეგ კომპანიამ კუნძულებზე კატორღელები დაასახლა. იცით, რატომ განრისხდნენ ნიდერლანდები ბანდას მოსახლეობაზე? პორტუგალიელებსა და ინგლისელებს მუსკატის კაკალი მიჰყიდეს.

სხვათა შორის, ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კუნძულის მკვიდრ მოსახლეობას ძველი რაოდენობისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

საამები
საამები

* საამები, ჩრდილოეთ ევროპის აბორიგენი მოსახლეობა, შვედეთში დიდი ხნის განმავლობაში მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებოდნენ. 1970-იან წლებშიც კი მათ ართმევდნენ ბავშვებს და შვედებს აძლევდნენ, რათა ისინი “ჭეშმარიტ შვედებად” ექციათ. 1970 წლამდე საამებს სტერილიზაციას უტარებდნენ, რათა რასების აღრევა არ დაეშვათ.

შვედეთში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ევგენიკას (მეცნიერება ადამიანის სელექციის შესახებ. _ ნ.კ.). 1922 წელს ქალაქ უფსალაში გაიხსნა რასობრივი ბიოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტი და მხოლოდ 1955 წელს დაიხურა.

 იტალია

* იტალიაში ქალზე მოძალადეს, სასჯელი რომ აეცილებინა, შეეძლო, დაქორწინებულიყო თავის მსხვერპლზე (ამას ეწოდებოდა matrimonio riparatore).

ქალს აიძულებდნენ, ცოლად გაჰყოლოდა მოძალადეს, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა. ფრანკა ვიოლა პირველი იყო, რომელმაც 1948 წელს უარი განაცხადა, მოძალადეს მისთხოვებოდა. ეს საშინელი პრაქტიკა იტალიაში 1981 წელს გააუქმეს.

ინგლისელებისა და ბურების ომი
ინგლისელებისა და ბურების ომი

* ინგლისელებმა იმდენი მხეცობა ჩაიდინეს მსოფლიოში, ძნელია, ჩამოთვლისას რამე არ გამოგრჩეს. ბურებთან ომის (1899-1902) პერიოდში ინგლისელები სოფლებსა და სხვა დასახლებებს დაუნდობლად ანადგურებდნენ, ცოცხლად გადარჩენილებს კი საკონცენტრაციო ბანაკებში ამწყვდევდნენ. ამ ბანაკებში 26 ათასი ქალი და ბავშვი დაიღუპა.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here