Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპის თვითმკვლელობა

ევროპის თვითმკვლელობა

ემანუელ მაკრონი

ევროპის თვითმკვლელობა”, “პაქტი ეშმაკთან” _ ეს სიტყვები გამოიყენა ფრანგმა პოლიტიკოსმა, პარტიანაციონალური ფრონტისლიდერმა მარინ ლე პენმა სექტემბრის ბოლოს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილიმიგრაციისა და თავშესაფრის პაქტისშეფასებისას. დოკუმენტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო პასუხისმგებლობას ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში მიგრანტების მიღებისა და დაბრუნების საკითხში. ამითსოლიდარობისადა ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით წაქეზებულია ევროპაში უცხო კულტურის წარმომადგენელთა შეღწევა.

მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკომისია ცდილობს, ევროპას თავს მოახვიოს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გადასახლება.

“60-დან 70 მილიონამდე მიგრანტი შეიძლება დასახლდეს ევროპაში, რაც გამოიწვევს ჩვენი სოციალური სისტემების ნგრევას, უმუშევართა რაოდენობის მატებასა და საცხოვრებლის დეფიციტს, დანაშაულისა და კონფლიქტების რაოდენობის მატებას, ისლამიზმის გავრცელებასა და ტერორისტულ რისკებს, აგრეთვე, დაეჭვებას ჩვენი ცივილიზაციის ფასეულობებში”.

მარინ ლე პენი მწვავედ აკრიტიკებს მასობრივ მიგრაციას
მარინ ლე პენი მწვავედ აკრიტიკებს მასობრივ მიგრაციას

ამ განცხადებამ საფრანგეთში საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მარინ ლე პენი თავისი ანტიმიგრაციული პოლიტიკით ლიდერია ქვეყანაში უკვე დაწყებული 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისში. სოციოლოგიური სამსახურის _ IFOP-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის არჩევნების პირველ ტურში ლიდერები იქნებიან ლე პენი (ხმების 24-27%) და ემანუელ მაკრონი (23-26%). ეს 2017 წლის არჩევნების პირველი ტურის თითქმის ზუსტი გამეორებაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმხანად მაკრონი ლიდერობდა.

მიგრანტები საფრანგეთში
მიგრანტები საფრანგეთში

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ამჟამად ინიციატივის ხელში ჩაგდებასა და მარინ ლე პენის თეზისების მითვისებას ცდილობს. პარიზთან ახლოს მდებარე ლემიუროში მაკრონი ქვეყანაშიეთნიკური გეტოსჩამოყალიბების წინააღმდეგ გამოვიდა და წარმოადგინაისლამისტური სეპარატიზმის ალაგმვისგეგმა. მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთისთვის დღეს მთავარი პრობლემა ისლამური სეპარატიზმია, ამიტომ პარიზს განზრახული აქვს, რესპუბლიკის ფასეულობების შესაბამისად ჩაერიოს საფრანგეთში იმამების სწავლების პროცესში. ოღონდ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მორწმუნეთა რაოდენობით ისლამი საფრანგეთში მეორე რელიგიაა კათოლიციზმის შემდეგ, თუმცა გამოთვლები პირობითია. მუსლიმური დიასპორა, რომელიც მიგრანტების მეორემესამე და მეოთხე თაობებისგან შედგება, სხვადასხვა შეფასებით, 4,1-დან 8,4-მდე მილიონს შეადგენს, ექსპერტთა პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის საფრანგეთის მოსახლეობის მეხუთედი მუსლიმი იქნება

მაკრონის სიტყვაში ბევრმა დაინახა მცდელობა, ლე პენს წაართვას მთავარი კოზირი, მაგრამ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მეთაური ამ პრობლემაზე საჯაროდ ალაპარაკდა, მიუთითებს ქვეყანაში “ეთნიკური გეტოების” აღმოცენებით შექმნილ იმ მძიმე რეალობაზე, რომელიც საფრანგეთს მხრებზე დააწვა.

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს

ყველაფრის მიუხედავად, ისლამიზაციასთან მაკრონის ბრძოლა სიტყვებს იქით არ მიდის”, _ წერს Le Figaro-ს მიმომხილველი ერიკ ზემური. ამას განაპირობებს არა მხოლოდ მაკრონის სურვილი, არჩევნების წინ მოიგოს როგორც მემარჯვენეების, ისე მემარცხენეების გული, არამედ ისიც, რომ საფრანგეთის ხელისუფლება უარს ამბობს, ერთმანეთთან დააკავშიროს ისლამიზმი და მასობრივი მიგრაცია.

სანამ პრობლემად არ აღიარებენ მუსლიმების უზარმაზარ რაოდენობას ფრანგულ მიწაზე, მანამ რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლა ფუჭი იქნება.

მასობრივი მიგრაციის პრობლემა ყურადღების ცენტრშია იტალიაში, სადაც კიდევ უფრო მოიმატა მიგრაციის გააფთრებული მოწინააღმდეგის, პარტია “ლიგის” ლიდერ მატეო სალვინის პოპულარობამ. არალეგალი მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციით დღეს სავსეა იტალიული გაზეთები. მიგრანტები შიშის ზარს სცემენ მოსახლეობასადამიანებით ვაჭრობა, ძარცვა, თავდასხმავითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება”, _ ასე აღწერს IL GIORNALE რომში შექმნილ ვითარებას. როგორც მასმედია აღნიშნავს, დღეს იტალიაში არჩევნები რომ ტარდებოდეს, გაიმარჯვებდა მემარჯვენე კოალიცია სალვინის მეთაურობით.

არანაკლებ მწვავედ დგას მიგრაციის პრობლემა საბერძნეთში. ამ ქვეყნის კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობა შეწუხებულია მიგრანტების ნაკადებით, რომლებიც ნავებითა და გემებით ცდილობენ კუნძულზე გადასხდომას.

დღეს, პრაქტიკულად, ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც თავიანთი ეკონომიკის განვითარებას იაფი მუშახელის მიზიდვითა და .. მულტიკულტურიზმის დანერგვით ცდილობენ, ფართოვდება ეთნიკური ანკლავები, ეს არის სახელმწიფოები სახელმწიფოში თავიანთი წესჩვეულებებით, ხშირად ძალიან განსხვავებულით იმისგან, რაც მიგრანტების მიმღებ ქვეყნებშია. ევროპაში არაევროპელი ეთნოსების წარმომადგენელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.

ჯინი უკვე გამოშვებულია ბოთლიდან. ევროპაში გადასახლებულ აფრო-აზიელებს არ სურთ, ვინმემ რამით შეზღუდონ:

მაკრონის განცხადება ისლამისმოწესრიგებისადა მოდერნიზაციის შესახებ, თავხედობაა, რომელიც სცდება პატივისცემის ჩარჩოებს. შენ ვინ ხარ, ისლამის მოწესრიგებაზე რომ ილაპარაკო?! მე უკვე გაგიმეორე: ცხვირი არ ჩაყო საქმეში, რომელიც არ იცი! ჩვენ ველით, რომ ისე მოიქცევი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოღვაწე _ აწონდაწონი სიტყვებს და ისე არ ილაპარაკებ, როგორც კოლონიის გუბერნატორი!” _ ასე უპრეცედენტოდ უხეშად უპასუხა ერდოღანმა მაკრონს. და საფრანგეთმა ჩაყლაპა.

თუ დავუბრუნდებით მარინ ლე პენის სიტყვებს “ეშმაკთან პაქტის” შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ მან თავისი აზრი ცოტა მორიდებით გამოხატა, როცა განაცხადა ფრანგული ცივილიზაციის “ფასეულობებში ეჭვის შეტანაზე”. ეს ფასეულობები, დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ისინი უკვე სანახევროდ დანგრეულია და უცხოელები, რომლებიც ევროპაში სახლდებიან ევროპის თანხმობით, ბოლომდე იბრძოლებენ. ისინი არაფერს დათმობენ.

Fendsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here