Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ევროპის ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

46

ბუნებრივი აირის გაძვირების მთავარი მიზეზი საცავებში მარაგის სიმცირეა

ევროპის ბაზარზე ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა 760 დოლარს გადააჭარბა და მორიგი რეკორდი დაამყარა.

როგორც ვაჭრობის შედეგებიდან ირკვევა, ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ჰოლანდიური TTF-ის ინდექსით (ევროპის ყველაზე ლიკვიდური ჰაბი) ვაჭრობის დასაწყისში 690,5 დოლარს შეადგენდა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე. დღის განმავლობაში ის 678,7 დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა მერე ნახტომისებურად აიწია და 710 დოლარს მიაღწია.

“მაღალი ფასის მთავარი მიზეზი ევროპის საცავებში მარაგების სიმცირეა შარშანდელი ცივი ზათრისა და ცხელი ზაფხულის გამო”, _ განმარტა ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის სააგენტო Fitch-ის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკომ.

მისი თქმით, ირიბი ნიშნებით, ამას ემატება ისიც, რომ “გაზპრომს” არ სურს, ძალიან დიდი რაოდენობით გაზი გადატუმბოს საცავებში ან გაზარდოს გაყიდვის მოცულობა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავების წინ.

sputnik-georgia.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here