Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპა ძირეული ცვლილებების მოლოდინში

ევროპა ძირეული ცვლილებების მოლოდინში

1876
მატეო სალვინი

გაისად, ბოლოს და ბოლოს, გვექნება შესაძლებლობა, შევცვალოთ ძალთა ბალანსი ევროპაში”, _ განაცხადა იტალიის ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ 2019 წლის მაისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნებისა და ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივის შეფასებისას.

სალვინის განცხადებით, “რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ აქვს არანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული აზრი. მე გამუდმებით მივუთითებ მთავრობას, თვალყური ადევნოს სანქციებით გამოწვეულ ზარალს და ამას მომავალშიც გავაკეთებ”.

უფრო ადრე სალვინიმ განაცხადა, რომ იტალია ავანგარდში ჩაუდგება ანტირუსული სანქციების გაუქმების ინიციატივას და იმ შემთხვევაში, თუ ამ სანქციების გაგრძელების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ვეტოს უფლებას გამოიყენებს. იტალიის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელების აზრით, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებაზე უნდა იმსჯელონ და თავი უნდა დაანებონ სხვის ფორვატერში დრაიფს ევროპის, კერძოდ, იტალიის ინტერესების გაუთვალისწინებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here