Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპა და აშშ სულ უფრო შორდება ერთმანეთს

ევროპა და აშშ სულ უფრო შორდება ერთმანეთს

1248
ევროპა და აშშ სულ უფრო შორდება ერთმანეთს

ჟანკლოდ იუნკერი: ევრო აქტიურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს ახალ, უფრო სუვერენულ ევროპაში

ევროპას ამჯერად სურს, ბოლო მოუღოს აშშ-ის მონოპოლიას ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე და თვითონ გახდეს დამოუკიდებელი ცენტრი.

“გეოპოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით ევროკავშირისთვის დადგა დრო, იქცეს სუვერენულ, დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშედ საერთაშორისო ურთიერთობაში”, _ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მომავალ წელს ევროპის მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები ევროს მნიშვნელობის დონის ასაწევად მსოფლიოს ფინანსურ სცენაზე. ეს მოწოდებები გაისმა ევროკავშირის თავმჯდომარის, ჟან-კლოდ იუნკერის, მიმართვაში ევროპარლამენტისადმი.

იუნკერმა აბსურდული უწოდა ფაქტს, რომ ევროპა ენერგომატარებლების იმპორტისთვის განკუთვნილი თანხის 80 პროცენტს (ეს 300 მლრდ ევროა წელიწადში) დოლარებში იხდის. არადა, იმპორტის მხოლოდ 2 პროცენტია აშშის წილი. იუნკერმა, აგრეთვე, აბსურდული უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპის ავიაკომპანიები დოლარებით ყიდულობენ ევროპულ თვითმფრინავებს, როცა შეუძლიათ ამისთვის ევრო გამოიყენონ.

იუნკერის თქმით, 2018 წლის ბოლომდე ევროკომისია წარმოადგენს ინიციატივებს საერთაშორისო არენაზე ევროს როლის განმტკიცების შესახებ. “ევრო აუცილებლად უნდა იქცეს ახალი, უფრო სუვერენული ევროპის სახედ და ინსტრუმენტად”, _ განაცხადა იუნკერმა. იუნკერის განცხადებაში ყურადღებას იპყრობს სიტყვები “უფრო სუვერენული ევროპა”. უფრო სუვერენული, ანუ დამოუკიდებელი? ე.ი. აქამდე დამოკიდებულები იყვნენ? მაგრამ ვისზე ან რაზე? თუმცა, აქ აშშ და მისი პოლიტიკა რომ იგულისხმება, ეჭვი არავის ეპარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here