Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპა გაგრძელებას ითხოვს: “ჩრდილოეთის ნაკადი-3” და “თურქეთის ნაკადის” ახალი მილსადენები უახლოეს პერსპექტივად...

ევროპა გაგრძელებას ითხოვს: “ჩრდილოეთის ნაკადი-3” და “თურქეთის ნაკადის” ახალი მილსადენები უახლოეს პერსპექტივად ისახება

921
ევროპა გაგრძელებას ითხოვს

ვერონაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსულმაგაზპრომ ექსპორტისგენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებს სურთ, დამატებით შეისყიდონ წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რუსეთის ბუნებრივი აირი. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ვაშინგტონმა, რომ ეს განცხადება უსაფუძვლოა, სტატისტიკა ჯიუტი რამაა. დავუმატოთ ამას ისიც, რომ გერმანია არ აპირებს რუსეთისაირის ნემსზეუარის თქმას და თავად აპირებს ევროპის მთავარ ჰაბად გახდომას.

რუსეთის ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა ფაქტად იქცა

არცთუ დიდი ხნის წინათ ევროპამ ვაშინგტონის გავლენითა და მოთხოვნით გადაწყვიტა “მწვანე ენერგეტიკაზე” სასწრაფოდ გადასვლა და იმპორტული საწვავის პროგრამების ამოქმედება. ოკეანისგაღმელი სპეციალისტების გათვლით, ამ ნოვაციას უნდა მოჰყოლოდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მკვეთრი შემცირება და მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან კონტინენტის გათავისუფლება. პარალელურად ყატარს უნდა გაეზარდა ევროპელი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და პერსპექტივაში ამ ქვეყნიდან საუდის არაბეთის, სირიისა და თურქეთის გავლით “არაბული აირგამტარის” გაყვანა. ამ ყველაფერს, ავტორების ჩანაფიქრით, საბოლოოდ უნდა მოესპო და იავარეყო ევროპაში რუსეთის “ბუნებრივი აირის ამბიციები”.

ამას დაემთხვა მსოფლიო საფინანსო კრიზისი, რომელმაც გამოიწვია ევროპის ქვეყნებში ცისფერი საწვავის გამოყენების შემცირება. ერთადერთი, რაც მაშინ აწუხებდა ვაშინგტონს, “ჩრდილოეთის ნაკადისპირველი შტოს მშენებლობა იყო, რომელსაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაევლო.

2011 წლის ერთმა მოვლენამ მკვეთრად შეცვალა მსოფლიოში “ბუნებრივი აირის წესრიგი”: იაპონიაში აფეთქდა ატომური ელექტროსადგური “ფუკუსიმა-1”. იაპონიამ ყველა თავისი ატომური ელექტროსადგური გათიშა. შედეგად, იაპონიის ბუნებრივი აირის ბაზარი ფრიად “პერსპექტიული” გახდა და ყატარის “ბუნებრივი აირის პრინცებმა” ბუნებრივი აირი 50-60 პროცენტით გააძვირეს. ამან და “არაბული გაზსადენის” გაყვანის პრობლემებმა რუსეთი კვლავ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უალტერნატივო წყაროდ აქცია.

2013 წელს ევროპის ქვეყნების ეკონომიკა კალაპოტში ჩადგა, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ერთბაშად 16 პროცენტით, ანუ 161,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაეზარდა. ეს კი ნიშნავდა, რომ ევროპის ბაზრიდან რუსული აირის “განდევნის” სტრატეგიამ კრახი განიცადა და მის ინიციატორებს ახალი “ვარიანტები” უნდა ეძებნათ.

იპოვეს: უკრაინაში მოწყობილმა მაიდანმა და სახელმწიფო გადატრიალებამ მკვეთრად შეცვალა ევროპული ბუნებრივი აირის განაწილება.

2014 წლის გაზაფხულზე უკრაინაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ზაფხულში კი _ მაგისტრალური გაზსადენების აფეთქებები. 2014 წლის შედეგების თანახმად, რუსული აირის ექსპორტი უცხოეთის ქვეყნებში 147,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც დსთ-ის სახელმწიფოების მიერ ბუნებრივი აირის შესყიდვის მკვეთრად შემცირებისა (59,4 მილიარდი კუბური მეტრიდან 48,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე) და ევროსაბჭოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე რუსეთის ენერგეტიკული დომინირების დასასრულის დაწყების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

2015 წელი ამ ბრძოლის გარდამტეხ წლად მოგვევლინა: რუსეთმა თავისი “წონადი სიტყვა” თქვა სირიაში, რამაც მაშინვე ხაზი გადაუსვა “არაბული მილსადენის” გაყვანის შესაძლებლობას. და სწორედ ამ წელიწადს ევროპამ, რომელიც დარწმუნდა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მილსადენით გაზის მიღება შეუძლებელი იყო, გადაწყვიტა, დაეწყო “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა. ევროკავშირმა, კრედიტების მიცემის სანაცვლოდ, დაარწმუნა უკრაინა, უახლოეს პერსპექტივაში ხელი არ შეეშალა რუსული ტრანზიტისთვის. შედეგად უცხოეთში რუსული ბუნებრივი აირის გაყიდვა თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა და 159,4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

მიწოდებამ ყოველწლიურად იმდენად იმატა, რომ უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოცულობა 205-207 მილიარდი კუბური მეტრის მაჩვენებელს მიაღწევს. ამასთანავე, რუსული საწვავის წილი ევროპის გაზის ბაზარზე დაახლოებით 40 პროცენტი იქნება. ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება ოთხ წელიწადში 60 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ წელიწადში მწყობრში ჩადგება ორი ახალი მარშრუტი _ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” და “თურქეთის ნაკადის” პირველი რიგი.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ დღეს ევროპისა და რუსეთის საქმიანი წრეებიუცებალაპარაკდნენ, რომ ბუნებრივი აირის მილის მესამე რიგის გაყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რეალური პერსპექტივაა.

ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდა გარდაუვალია

მესამე შტო აუცილებელია იმიტომ, რომ ევროპის უკვე განსაზღვრული სამომავლო ენერგეტიკული სტრატეგიის განსახორციელებლად საჭიროა ბუნებრივი გაზის მიწოდების მკვეთრი გაზრდა.

სწორედ ბუნებრივმა აირმა უნდა ჩაანაცვლოს გერმანიაში ექსპლუატაციაშეჩერებული ატომური ელექტროსადგურები და ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები. ამერიკული კომპანია ExxonMobi-ის ხანგრძლივვადიანი პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის, ისევე, როგორც ამჟამად, ქვეყანა ენერგიის 60 პროცენტით უნდა უზრუნველყოს ნავთობმა და ბუნებრივმა აირმა. ამასთანავე, პირველს თანდათან გამოდევნის მეორე. ამ დროის განმავლობაში “მწვანე ენერგეტიკა” მხოლოდ ჩაენაცვლება ატომურ ენერგეტიკას და ოდნავ გააუმჯობესებს ნახშირის მწარმოებელი გერმანული ფირმების პოზიციებს.

ატომური ბომბი

ამ წლების განმავლობაში აშენდება ბუნებრივი აირის ახალი ენერგობლოკები. უკვე დაიწყო დიდტონიანი ტრანსპორტისა და სატვირთო გემების გადაყვანა ბუნებრივი აირის საწვავზე. ახლახან რუსულმა “ნოვატეკმა” და ბელგიურმა გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა Fლუხყს-მა გაასაჯაროვეს როსტოკის პორტში ბალტიის ზღვაზე 300 ათასი ტონის სიმძლავრის პირველი ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება, რომელიც გემების გაზით მომარაგებაზე იქნება ორიენტირნებული.

გერმანიის თბოგენერაციაში ბუნებრივი აირი სრულად ჩაენაცვლება აქ გამოყენებულ მაზუთს. დღეისთვის ქვეყანაში სითბოს 44 პროცენტი გამომუშავდება ბუნებრივი აირის მეშვეობით, 26 პროცენტი კი _ მაზუთის ხარჯზე.

ეს ხდება გერმანიაში, რომელიც “ევროპის მწვანე მომავლის” ფორპოსტია. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ყველაფერი გაცილებით პროზაულია. გაზის მოხმარების ზრდა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში მყარ და უცვლელ ტენდენციად ისახება.

პერსპექტივისა და პროექტების შესახებ

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რიგი ბუნებრივი მოვლენების გამო ბუნებრივი აირის მოპოვება ნიდერლანდებში სწრაფად მცირდება: 2030 წლისთვის “გრონინგენის” საბადოზე გაზის მოპოვების შეწყვეტა კონტინენტის ენერგობალანსს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს დააკლებს.

დაახლოებით ამდენ მოცულობას დაკარგავს დიდი ბრიტანეთის ბუნებრივი აირის მომპოვებელი დარგი. ნორვეგიამაც კი, ევროპის უკანასკნელმა დიდმა რეზერვუარმა, მოპოვების მწვერვალს მიაღწია. ამას დაემატა ახალი საბადოების საძიებო სამუშაოების წარუმატებლობაც. ამ ფონზე “ჩრდილოეთის ნაკადი-3”-ისა და “თურქეთის ნაკადის” ახალი მილსადენების გაყვანა უმოკლეს დროში რეალურ პერსპექტივად ყალიბდება.

იური პოდოლიაკა

P.S. 19 ნოემბერს ამოქმედდათურქეთის ნაკადისპირველი რიგი. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here