ისინი იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ, რადგან უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილება ევროპაში მიგრაციის მიზეზად არ მიიჩნევა.
“ბევრმა მიიღო თავშესაფარი, როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა, მაგრამ შემდეგ დაოჯახდა და შვილებიც გაიჩინა. ამიტომ დაიწყეს შემოწმება”, _ ყვება ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც სკანდინავიურმა ქვეყანამ შეიფარა.
აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური რწმენის გამო თავშესაფრის მიღება ყველაზე ადვილად შეიძლება ესპანეთსა და იტალიაში.
“იქ უყვართ კომუნისტები და უეჭველად მიიღებთ თავშესაფარს”, _ დაასკვნა უკრაინელმა. მისი განცხადებით, 2,5 ათასი ევროს საფასურად უკრაინაში შესაძლებელია ყველა აუცილებელი დოკუმენტის დამზადება.