დიდი ბრიტანეთის სკოლებში 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ ახალი საგნის შესწავლას ლგბტ–ურთიერთობისა და სექსუალურობის საკითხებზე. დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული. იძულებით, როგორც ტრადიციული პროგრამების კურსისას, _ იუწყება გამოცემა Vaticannews.ve.
ბოლო პერიოდამდე სექსუალური აღზრდა ბრიტანეთის სკოლებში მხოლოდ ნებაყოფლობით იყო დაშვებული, მაგრამ ახალი სასწავლო წლიდან ბავშვები ვალდებულნი იქნებიან, დაესწრონ სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს.
მოთხოვნა კატეგორიულია!
პროგრამის ახალი ვერსიის დანერგვის სახელმძღვანელო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა მოსწავლე ვალდებულია, ლგბტ-ურთიერთობის შესახებ ყველა ინსტრუქცია მაინცდამაინც სკოლაშივე მიიღოს და სიცოცხლის ბოლომდე პირნათლად შეასრულოს.
ორგანიზაცია OFSTED-მა, რომელიც სასკოლო მოღვაწეობას აკონტროლებს, ახალი პროგრამის საყოველთაო დანერგვა უზრუნველყო. სკოლა, რომელშიც არ ასწავლიან ლგბტ-ურთიერთობებს, შეფასებული იქნება ისეთ სასწავლებლად, რომელიც არ უპასუხებს დადგენილ კანონებს, შეიკვეცება მისი რეიტინგი და დაადგენენ, რომ მის მართვას სჭირდება გადახედვა-გაუმჯობესება.
ამჟამად ინგლისში მიმდინარეობს სოციალური კამპანია იმ მშობლების, რომლებსაც არ სურთ, რომ სკოლა გენდერულ იდეოლოგიურ პროპაგანდასთან იყოს დაკავშირებული.
ცოტა ხნის წინათ იუწყებოდნენ, რომ სასამართლომ კანონიერად ცნო ლგბტ კრიტიკის გამო სკოლიდან მასწავლებლის დათხოვნის აღმაშფოთებელი ფაქტი.
აი, ასეთი “ტოლერანტობა” სუფევს “დემოკრატიის ისტორიულ ციტადელში” _ ნისლიან ალბიონში დღეს, XXI საუკუნის ოციანი წლების დასასრულს.
ჩვენ რა გვაწუხებს?
გვაწუხებს ის, რომ, დღეს თუ არა, ხვალ უფროსი სტრატეგიული ძმები და მასწავლებლები მოგვთხოვენ ამ “ღირებულების” ჩვენს ყოფაში დანერგვას _ ბავშვების სულების გარყვნას სასკოლო ასაკიდან; სიწმინდის, კაცობის ისტორიული ტრადიციებისთვის ხაზის გადასმას, რომლებითაც ჩვენი ერი ვაჟკაცობას, კაცურკაცად ყოფნის კულტს იცავდა.
საქართველოს ისტორიული სინამდვილე
თუ რამ იყო ბოლო პერიოდის საბჭოთა სინამდვილეში გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი, პედერასტიისადმი დამოკიდებულებაზე შეიძლება ითქვას:
ერთი მხრივ, მამათმავლობის დასჯა–აკრძალვის მკაცრი კანონები; მეორე მხრივ, ნახევარკაცების (ძველი ტერმინია) სუბკულტურის ფოლკლორად შერაცხვა და პროპაგანდა.
თქვენ წარმოიდგინეთ!
ეს საკითხი ისტორიკოსებს შესწავლილი აქვთ ძველი ქალაქური ყოფისთვის დამახასიათებელი ელემენტების _ კინტოსა და ყარაჩოხელის ფენომენის მაგალითზე.
გავიხსენოთ:
“ბევრს ყარაჩოხელები და კინტოები ერთმანეთში ერევა. კომუნისტების მმართველობის პერიოდში რატომღაც ხდებოდა კინტოების უაზრო იდეალიზება. ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს კინტო წმინდა ქართული მოვლენა იყო, რეალურად კი სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე…”
კინტო ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე იყო, განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. თბილისის ყოფას XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა. კინტოს აქვს გადატანითი მნიშვნელობა _ ცუღლუტი, ლაზღანდარა, მასხარა.
ამ თემისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ; მეორენი ვაჭრობითა და თაღლითობით ირჩენდნენ თავს. ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი წერდა: “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მათ ტყუილი და აფერისტობა გვამში აქვთ გამჯდარი…”
ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში, ძირითადად, სომხები იყვნენ. სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურისა და ჯიშის დეკლასირებული ელემენტებით. არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველებიც იყვნენ. მათ გარდერობში გამორჩეული იყო “უბეგანიერი, მონაოჭებული შავი სატინის შარვალი”. მოკლედ, ეს იყო ცუღლუტების, ლაზღანდარა, მასხარა ნახევარკაცების კასტა.
გთხოვთ ყურადღებას!
ირანელი მოგზაური მეჯოდ–ოს–სალთანი 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია. ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს ატყუებენ”.
ხოლო დავით ორბელიანი, ქართლის მეფის სახლთუხუცესი 1768 წლიდან, მეწინავე სადროშოს სარდალი 1772 წლიდან, ასპინძის ბრძოლის გმირი, რომელიც დიპლომატიური მისიით რამდენიმეჯერ ჩავიდა სპარსეთში (ჩამოიტანა “ყარამანიანის” ხელნაწერი და ქართულად თარგმნა, წერდა ლექსებს), ხაზგასმით აღნიშნავდა: “რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან. ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”.
ნაცნობი სიტუაციაა…
ზოგიერთი მთავარზე უმთავრესი ტელეარხის “ტელესახე” გაგახსენდებათ უბეგანიერ, მონაოჭებულ შარვალში გამოწყობილი, ბოროტი ცრუპენტელა, საუკუნეების წინათ ჩათესლილი კასტის წარმომადგენელი, ანუ ახვარი, უპატიოსნო, გამოუსადეგარი, არაფრის მაქნისი, ნარჩომი არსება, უდიერი და უსინდისო ჩიკორა კაცი.
“ახვარი” არაბულად ნიშნავს საქონელს, პირუტყვს.
ასეთებს ქართული სიწმინდის მუდმივი მეციხოვნენი ებრძოდნენ ყოველთვის. გაზეთ “კვალში” ამოიკითხავთ იაკობ გოგებაშვილის შეფასებას: “ტფილისში იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.
“კინტო ბაზრის წიაღში შეიქმნა, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო”, ანუ ტენდენციად ჩამოყალიბდა, რისი მოწმენიც დღესა ვართ _ ვაჭრობა გახდა პირველი ხელობა.
ცოტაც და, თბილისში ახალი კინტოები დაგვასხდებიან თავზე, ამჯერად თავიანთი გარყვნილი “სექსუალური ტოლერანტობით”.
ყარაჩოხელები კი წმინდა ქართული მოვლენაა. ქართული და აღმოსავლური ქვეყნების კულტურული ურთიერთობის სინთეზია.
რაინდები არიან.
ქართველ მეცნიერებს ზუსტად აქვთ ჩამოყალიბებული: “ყარაჩოხელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე, დარბაისელი, გულმართალი, გაჭირვებულის მომვლელი, ქვრივ-ობლებისა და ავადმყოფების დამხმარე, ქალაქზე მზრუნველი ჩასპანდი”. ამ სიტყვას (ჩასპანდს) იოსებ გრიშაშვილი განმარტავდა, როგორც ყოჩაღს, მარდს, შნოიანსა და მოხერხებულს.
კინტო ძველად კუდიანს ნიშნავდაო.
დღეს მოამაგე კაცები ჩვენს შორის თუ გამოჩნდებიან, ნაცაფთრების ხროვა კოლექტიურად თავს დააცხრება.
ყარაჩოხელის ეს გადაგვარებული სახეობა.
P.S. თუ რამ გაუგებარი დარჩა კინტოს დახასიათებაში, იმასაც გაგიშიფრავთ წინასწარ ბოდიშის მოხდით.
ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, კინტოს გეისიყვარულს ადასტურებს ერთი სიმღერის ტექსტი, რომელიც ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ აღმოაჩინა რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი:
“აღარ ვიცი, რა ვქნა მე,
აღარ ვიცი, რა ვუყო,
გული მხოლოდ ერთი მაქვს,
ორს კი როგორ გავუყო?
მუჰამედ და აბდულიც
სიყვარულს მეფიცება,
ორივეს შეყვარება
აბა, როგორ იქნება?
ერთმა შარფი დამპირდა
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს
ჩემი გულისთვის.
მე ორივე მომწონხართ,
აბა რა ვქნა, რა გიყოთ?
სიყვარული ორივეს,
მითხარ, როგორ გაგიყოთ?
მუჰამედ და აბდული,
ასე ნუღარ მაწვალებთ,
ჩემს გულსა და სიყვარულს
მხოლოდ ერთს ვანაცვალებ”.
წადი, კინტოჯან, ევროპაში, იქ გასწავლიან.
ა.ს.
საბჭოთა პერიოდში ,,ნახევარკაცების (ძველი ტერმინია) სუბკულტურის ფოლკლორად შერაცხვა და პროპაგანდა” საერთოდ არ იყო. ეს კიდევ ერთი მცდელობაა ახლო წარსულისათვის ტალახის სროლისა.ეს ხარკია გადასახდელი
უნდა ეწეროს OFSTED – (The Office of Standards in Education) და არა QFSTED. იმედია გაასწორებთ.