სააგენტო Ria-ს ცნობით, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპის კომისიის წინადადებას, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ. უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ.
უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 75-მა, თავი შეიკავა 36-მა დეპუტატმა. მომხსენებლის მარია გაბრიელის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და “მოლოდინსაც კი გადააჭარბა”.
ვიდრე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში შევა, ის ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში.