Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპამ შხამიანი კვერცხებით ნახევარი მსოფლიო მოწამლა

ევროპამ შხამიანი კვერცხებით ნახევარი მსოფლიო მოწამლა

მოწამლული კვერცხი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართა ტალინში, სადაც განიხილეს ინსექტიციდებით დაბინძურებული კვერცხების წარმოების თავიდან აცილების ღონისძიებები. მსოფლიოს მასშტაბით 45 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ლიტვისა და ხორვატიის გარდა, აღმოჩნდა მწერების საწინააღმდეგო საწამლავი ნივთიერება ფიპრონილის კვალი.

პესტიციდებით დასნებოვნებული ქათმის კვერცხები აღმოჩნდა კანადაში, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 18 ქვეყანაში.

ნიდერლანდების მთავრობამ იმ ფირმის საქმიანობის დამატებითი გამოძიება დაიწყო, რომელიც “კვერცხების სკანდალთან იყო დაკავშირებული, რადგან, წინასწარი მონაცემებით, გაჩნდა ეჭვი, რომ იგი იყენებდა ქიმიკატს, რომელიც მეცხოველეობაში აკრძალულია. ამ ქიმიკატს _ ამიტრაზს, რომელიც შეიძლება მოხვედრილიყო ხბოს ხორცში, ცხოველების პარაზიტების წინააღმდეგ იყენებენ. ამ ქიმური საშუალებით დამუშავებულ ცხოველებთან ურთიერთობა კატეგორიულად იკრძალება დღე-ღამის განმავლობაში, რადგან ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დერმატიტი, შაკიკი, ასთმის შეტევები. ამიტრაზი განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

ფირონილი _ ინსექტიციდი ტარაკნებისა და სხვა მწერების (250 სახეობის) მოსაწამლი საშუალებაა. ბუნებრივია, რომ იგი საშიშია ადამიანებისთვისაც. მას აწარმოებს ფრანგული ქიმიური კონცერნი “რონ-პულენკი” 80-იანი წლებიდან. მასმედია იუწყება, რომ ეს საშუალება ბაზარზე 1993 წელს აშშ-ის პატენტით გამოიტანეს და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში 60 სასოფლო-სამეურნეო კულტურის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ეს ინსექტიციდი, ექსპერტების აზრით, აქტიურად მოქმედი საწამლავია. მოწამლული მწერები უცებ არ იღუპებიან, ბრუნდებიან კოლონიაში, რომელიც 3 დღის განმავლობაში იღუპება, მწერების მოკვდავობა 95 პროცენტს აღწევს. 1995 წელს პრეპარატი გამოსცადეს ბაიკალის ტბის რაიონში სხვადასხვა სახეობის მავნებლების წინააღმდეგ. მაშინ ამ მწერების 81-87 პროცენტი 24 საათის შემდეგ განადგურდა.

ფიპრონილი განეკუთვნება ფენილპირაზოლების ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა მაღალი და ხანგრძლივი ინსექტიციდური ტოქსიკურობით. ასობით ფერმამ ევროპაში შკანდალის გამო შეწყვიტა არსებობა, განხორციელდა ფრინველთა მასობრივი განადგურება, მაღაზიების ქსელიდან ამოიღეს ტონობით კვერცხი და კვერცხის შემცველი პროდუქტები და საეჭვო და საკამათოც აღარაფერი დარჩა.

“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკი დიდი არ არის, ამ დანაშაულებრივმა საქმიანობამ სერიოზულად იმოქმედა მომხმარებლის ნდობაზე”, _ განაცხადა ლიტვის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ჯანმრთელობისა კვების უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისარმა ვიტიანის ანდრიუკაიტისმა. ეტყობა, საქმე დანაშაულებრივი გზით ზემოგების მიღებას ეხება. ბელგიამ, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებს ქათმის კვერცხებში ფიპრონილის აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ აცნობა.

ტალინში მინისტრების შეხვედრამ რა შედეგი გამოიღო? გერმანიის მინისტრმა კრისტიან შმიდტმა კოლეგებს ინფორმაციის აქტიურად გაცვლისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აირიდონ მოწამლული კვერცხების დახლებზე გამოტანა. გადაწყვიტეს კონტროლის გაძლიერება.

და, როგორც იტყვიან, კრება დარჩა მხიარული. აი, კრისტიან შმიდტი კი მიიჩნევს, რომ მომწამვლელი პროდუქციის გავრცელების ყველა გზა ვერ გადაკეტეს. მან თავისი ეჭვი Antenne Bayern-ის რადიოს გაუზიარა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here