Home რუბრიკები საზოგადოება ევრომესაზღვრის ღიმილი და პროვინციალიზმის დოღი

ევრომესაზღვრის ღიმილი და პროვინციალიზმის დოღი

7252
გიორგი კალანდია

ბავშვობაში ბოშა ქალმა მიმარჩიელა ხელისგულზე:

_ შენ დიდი ბიჭი გაიზარდოს, ამერიკაში წახვიდე

ახლა, 37 წლის შემდეგ, ნიუიორკის აეროპორტის საკონტროლო პუნქტში თავაზიანმა, მულატმა გოგონამ პასპორტი რომ დამიბრუნა, ის ბოშა ქალი გამახსენდა და გამეცინა. იმ მულატ გოგონას ცერა თითი ვუჩვენე, კარგი ხარმეთქი, თან ინგლისურად დავაყოლე:

_ , კეი!

_ სპასიბო, _ მიპასუხა სიცილით და ამერიკის კარი გამიღო”.

ასე იწყება ნოდარ დუმბაძის პუბლიცისტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშიოდისევსის დაბრუნება”, რომელიც მწერლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვოიაჟსა და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს.

დიდი ქართველი მწერლის ეს ნაწარმოები ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელებულმა ჩანახატებმა გამახსენა, რომლებშიც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ, რომელიმე ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას რომ მიიღეს.

წერის მანერისა და გადმოცემის უნარის გარდა, მათ შორის განსხვავება კიდევ ის არის, რომ ნოდარ დუმბაძე ჩვეული პირდაპირობითა და სამართლიანობით მიმოიხილავს ამერიკის, როგორც უარყოფით, ასევე დადებით მხარეებს საბჭოთა კავშირთან შედარებით.

ევროპის საზღვრებს მიცვენილი ესახალი ქართველებიკი ცდილობენ, გული აგვიჩუყონ და ისეთ სისულელეებს წერენ, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ცრემლი შეიძლება მოგადგეს არა სიამაყისგან, არამედ ამხელა ქლესობისა და სიყალბის შემხედვარეს.

სიტყვა “სიამაყე” შემთხვევით არ მიხსენებია. აკი, ამ ჩანახატების ძირითადი მიზანი ის არის, რომ სიამაყის გრძნობა გაგვიღვიძონ იმის გამო, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ.

მაგრამ ჩემი ქართველობით სიამაყე ჭარბადაც გამაჩნია და მას არავისგან სჭირდება “შეღვიძება”, მაგრამ საქმე ის არის, რომ ესევროპისკენ გაცვენილებიმოგვიწოდებენ, ვიამაყოთ არა ჩვენი ერით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ქართველობით, არამედ იმით, რომ ევროპელი მესაზღვრეები თურმე ადამიანებად გვაგდებენ და გვიღიმიან(!).

“გერმანიაში მესაზღვრემ რომ პასპორტი გამომართვა და დახედა, საქართველოდან ვიყავი, გამიღიმა, მითხრა _ უფრო ბევრს გელოდებით ქართველებსო, აბა, თქვენ იცითო და წარმატებები გვისურვა”.

“საფრანგეთში მესაზღვრემ ჩემს პასპოროტს დახედა, იქ წმინდა გიორგის გაუღიმა, მერე მე ამომხედა, _ მიბრძანდით, თქვენთვის კარი უკვე ღიააო, _ მითხრა”.

მსგავსი ჩანახატებით გაივსო ქართველ ფეისბუქმომხმარებელთა გვერდები.

ამას შემდეგ მოსდევს იმ სცენების ხატვა, უცხოელი მესაზღვრეებისგან ღიმილით პატივდადებული ქართველები როგორ ჩამოსხდნენ რომელიღაც ევროპული ქალაქის აეროპორტთან ახლოს ბორდიურზე და სიამაყის ცრემლები აღვარღვარეს, როგორ იგრძნეს თავი ნამდვილ ადამიანებად და როგორ იამაყეს ცხოვრებაში პირველად იმით, რომ ქართველები არიან.

აი, სად “იხსნება” მთელი ამათი აზროვნება.

თურმე სიამაყე მხოლოდ მაშინ უნდა გაგიჩნდეს, თუ რომელიღაც ქვეყნის მესაზღვრემ გაგიღიმა და თავის ქვეყანაში შეგიშვა. რა ვიცი, პატივცემულებო, მე ბოდიშს ვიხდი რედაქციასა და მკითხველთანაც, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: სულ ფეხებზე მკიდია, რომელი ევროპული, აზიური, აფრიკული თუ ამერიკული ქვეყნის მესაზღვრე სად შემიშვებს და სად _ არა. ამის გარეშეც ძალიან მეამაყება, რომ ქართველი ვარ და ნამდვილად არ მიჩუყებს გულს ეგ თქვენი ტუტუცური ჩანახატები, რომლებშიც, დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტი თქვენივე მოგონილი ტყუილებია.

თუმცა რა შეიძლება ელაპარაკო ადამიანებს, რომლებსაც ვინმეს ჩანახატი უფრო სერიოზულ და დამაჯერებელ არგუმენტად მიაჩნია, ვიდრე ოფიციალური საერთაშორისო ხელშეკრულებები და დოკუმენტები.

სიმართლეს ვიტყვი: დღევანდელ ნომერში ამ თემაზე საგაზეთო წერილის დაწერა ერთმა ამბავმა განაპირობა, თორემ სულ სხვა საკითხზე ვაპირებდი თქვენი ყურადღების მიქცევას. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი გაზეთის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებულ ჩემს მასალაზე ერთერთი მკითხველის კომენტარი ვნახე, უკვე სერიოზულად დავფიქრდი, რომ ადამიანების ერთი ნაწილის მთავარი პრობლემა აზროვნების უქონლობაა.

საუბარი მაქვს ჩემი ავტორობით ამავე გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ვამბობ, რომ მთავრობა ცრუპენტელობს და განგებ ამკვიდრებს ტერმინს _ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა”, რათა ამით მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს. სინამდვილეში კი, საქართველოს ევროპასთან არაუვიზომიმოსვლა, არამედვიზების გამარტივებული წესით გაცემისრეჟიმი აქვს.

აი, ამაზე ვინმე ქალბატონი “ანი” ბრალს მდებს, რომ, თურმე, საქართველოს მთავრობა კი არა, მე ვიტყუები; თურმე საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად “უვიზოდ” უშვებენ შენგენის ქვეყნებში და, როგორ გგონიათ, რა მოაქვს ამის დამადასტურებელ არგუმენტად? _ რა და, არც მეტი არც ნაკლები, ვინმე გიორგი კალანდიას ჩანახატი.

დიახ, მისი აზრით, თურმე, გიორგი კალანდიას სულელურ ჩანახატს მეტი დამაჯერებლობა, წონა და ფასი აქვს, ვიდრე საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურ ჩაწერილ ფარაზას: “ვიზების გამარტივებული წესით გაცემა”.

გიორგი კალანდიას ჩანახატში კი ის წერია, რომ საფრანგეთის საზღვარზე გადასვლისას ფრანგმა მესაზღვრემ, როდესაც კალანდიას პასპორტს დახედა და იქჯორჯიაწაიკითხა, მას გაუღიმა, ხოლო მის უკან რიგში მდგომ სხვა ერების წარმომადგენლებს თურმე სულ ბღვერაბღვერით გამოართვა პასპორტები.

აი, ამან აუჩუყა გული გიორგი კალანდიასაც, ვინმე “ანისაც” და კალანდიას ამ გულისამაჩუყებელი ჩანახატის სხვა კომენტატორებსაც.

მათი ხბოს აღტაცების შემხედვარეს შეიძლება გაგიჩნდეს განცდა, რომ ევროპელ მესაზღვრეებს პირზე ღიმილი ქართველების მიმართ მხოლოდ .. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაუჩნდათ, თორემ მანამდევიზიანქართველებს სულ დედის გინებით ატარებდნენ საზღვრაზე.

მინდა, “ანის” მსგავს ევროაღფრთოვანებულებს ვკითხო: თუკი ევროპასთან “უვიზო” მიმოსვლა გვაქვს და მე ვიტყუები, მაშინ რატომ ჰქვია ამ მოვლენას ოფიციალურადვიზალიბერალიზაცია”? ანუ, თუკი ვიზები საერთოდ აღარ არსებობს, მაშინ რისლიბერალიზაციაზეასაუბარი?

თუმცა ანისმსგავსი გოგოშკებისთვის, აკი მოგახესენეთ, გიორგი კალანდიას მსგავსი ბიჭუშკებისხბოს ჩანახატებიუფრო დამაჯერებელია, ვიდრე საერთაშორისოდ მიღებული ტერმინილოგია, დოკუმენტი, ხელშეკრულების ტექსტი.

თანაც, დარწმუნებული ვარ, “ანიდა მისი მსგავსნი, რომლებიც ასეპატრიოტულადმიტევენ, დასაქმებულნი არიან საგარეო საქმეთა სამინისტროში ან რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებაში. სხედან, წამწამებს ძალიან ევროპულად აფახულებენ და გაგებაში არ არიან იმ საქმისა, რა საქმეშიც ისინი გავლენიანმა ბიძიებმა ან, სულაც, ბიძისტოლა თაყვანისმცემლებმა დაასაქმეს.

მთავარია, რომ “ანი”-ებს საკუთარი “ევროპული თავი” მიაჩნიათ “წარმატებულად”, “შემდგარად” და იმასაც კი კადრულობენ, რომ ჩემზე წერენ: “ამ ჟურნალისტისთვის დამახასიათებელია ფაქტების დამახინჯებულად წარმოდგენა”-ო.

პატივცემულოევროპიელო ანი”-ებო! ისე, რომ იცოდეთ, ევროპული წესია: როდესაც ადამიანზე ასეთ რამეს წერ, ამის დამადასტურებელი ერთი შემთხვევა მაინც უნდა გაიხსენო და ერთ ფაქტი მაინც დადო.

აჰ! თუმცა არც ეს გაუჭირდებათ “ევროპიელებს” _ მოძებნიან სადმე ვინმეს ჩანახატს იმის შესახებ, რომ ვიტყუები, ფაქტებს დამახინჯებულად ვავრცელებ და მორჩა! ეგაა მაგათთვის მტკიცებულებაც, არგუმენტიც და ყველაფერი.

სადაც საერთაშორისო ხელშეკრულებების ტექსტზე მაღლა გიორგი კალანდიას სისულელეები დგას, ჩემ წინააღმდეგ ჩანახატების დაწერა გაუჭირდებათ ვითომ?!

ასე რომ, ველოდოთ აწიც სოციალურ ქსელებში ამ ტიპის ჩანახატებს:

როდესაც ამა და ამ განვითარებული, ჩვენნაირ ველურებზე ბევრი თავით მაღლა მდგომი, საოცნებო ქვეყნის საზღვარზე გადავდიოდი და მესაზღვრეს პასპორტი მივაწოდე, მან, როგორც კი დაინახა, რომ ეს საქართველოს პასპორტია, გამიღიმა, მხარზე ხელი მომითათუნა, ბეჭებზე ხელი დამკრა, გადამეხვია, გადამკოცნა, მერე გაიქცა, საიდანღაც ტაშტი მოარბენინა, შიგ თბილი წყალი ჩაასხა და ფეხები დამბანა, ხელში ამიყვანა და ასე გადამიყვანა საზღვარზე; მერე თავი დახარა, ჩემი ხელი დიდხანს ეჭირა ხელში და მევედრებოდა, _ რაც შეიძლება ბევრი ქართველები ჩამოდით, ხომ იცით, როგორ გვიყვარხართო”.

მერე ამ ჩანახატებს წაიკითხავენ “ანები”, “თაკოები”, “თიკოები”, სხვა “კოები”… აცრემლდებიან და დიდხანს იამაყებენ თავიანთი ქართველობით, რადგან საქართველოთი სიამაყის განცდა ხომ მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ევროპელი მესაზღვრე გაგიღიმებს!

აი, ისე, როგორც ნოდარ დუმბაძეს გაუღიმა თურმე მულატმა მესაზღვრემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც ვიზალიბერალიზაცია იყო და არც დამოუკიდებელი საქართველო. დუმბაძე საბჭოთა მოქალაქის სტატუსით გადადიოდა საზღვარზე, ხოლო მულატ მესაზღვრეს იგი რატომღაც რუსი ეგონა.

მაშ, რატომ გაუღიმეს დუმბაძეს? აკი მესაზღვრეები მხოლოდ ქართველებს უღიმიან და ისიც მხოლოდ .. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ?! ეს, ალბათ, სამუდამოდ დარჩება გამოცანად ჩვენთვის

ბაკურ სვანიძე

15 COMMENTS

  1. ამ სტატიას ბოლოში ავტორად ბაკურ სვანიძე უწერია და გიორგი კალანდია რაღა შუაშია ნეტა?… 🙂

  2. ამ სტატიას ბოლოში ავტორად ბაკურ სვანიძე უწერია და გიორგი კალანდია რაღა შუაშია ნეტა?… 

  3. ნუ გიკვირთ ბატონო ბაკურ……..
    ხალხი რომ დააბეჩავო,დაიმორჩილო და ის აკეთებინო რაც შენ გაწყობს,ძალიან ცოტა რამაა საჭირო……
    პირველი და უმთავრესი — ქართველ კაცში ღირსების,პასუხისმგებლობის და ქვეყნის სიყვარულის გრძნობის ჩაკვლაა აუცილებელი………ეს თუ არ მოხდა,სხვანაირად ვერ მიხვდები იმ ფასეულებების მნიშვნელობას,რაც მართლა ღირსეულია,რაც გაგაჩნია და რისი დაკარგვისაც უნდა გეშინოდეს.
    ევროპაში სულით მდიდარ ერს,კულტურულ ერს უნდა უხაროდეს შესვლა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის ერთი იდეის და ერთი მისწრაფებისთვის………შენს კულტურას,შენს ისტორიას შენს ტრადიციებს აზიარო ერი,რომელიც ნაკლებად გიცნობს.ან გიცნობს როგორც არა ქვეყანას,არა სახელმწიფოს არამედ რუსეთის ანუ ძველი საბჭოთა კავშირის ერთ ერთ მათთვის უცნობ რაღაც პატარა ნაწილს.იქეთ ასწავლო და იქეთ მოგიხადონ მადლობა შემდგომი ურთიერთობისთვის,რამეთუ ბევრი რამ გვაქვს განსხვავებული,დასაფასებელი და მისაღები.
    მე მესაზღვრის იმ საქციელში და იმ ღიმილში ვერ ვიგრძენი ის რაც ქართველ კაცს ასე აკლდა და ასე ჭირდებოდა…..

  4. რა მოცლილია ხალხია ღმერთო. კალანდიას რაც აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის და საერთოდ საქართველოსთვის მადლობა მოუხადოს ყველამ მათ შორის ვიღაც სტატიის ავტორმა, რომელმაც წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანა და ორღობის ჭორიკანა კაცივიათ დაჯდა და ჭორების აგორება მოიფიქრა!!! კარგის მთქმელსაც კარგი გამგონე უნდა– ნათქვამია. ბოღმაჩო და მოცლილი სტატიის ავტორს პატივისცემით!!! რა შუაში იყო დუმბაძე საერთოდ და ის პერიოდი ეხლანდელ დროსთან!!!

  5. eh, bakur, sadgaa girseba da tavmokvareoba?? xom xedavt ras daamsgavses am umsgavso mtavrobam, pulze da sindisze gakidulma mtavrobebma(ukve 27 zelia ase) da exla ki gamochnda natlad ra eric vkopilvart tavis mtavrobianad…samcuxaroa rom kartvel, chems erze ase micevs moxseneba, imitoom rom me is mainc mikvars, da mjera rom dadgeba dro roca eri da beri(supta ) pexze camodgeba, magram manamde chven ar gvakvs gulzexeldakrepis dro…

  6. “აი, ისე, როგორც ნოდარ დუმბაძეს გაუღიმა თურმე მულატმა მესაზღვრემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც ვიზალიბერალიზაცია იყო და არც დამოუკიდებელი საქართველო.” – ამერიკიაშიც ბევრი ჩადიოდა მაშინაც და აღმოსავლეთ ევროპაში ხომ მით უმეტეს ) ზოგიერთ მსგავსს “ავტორთან” ისიც კი წავიკითხე, უნგრეთში ჩასვლით როგორ გახარებული იყვნენ და აქ ჩამოსვლა ჩვენი მშობლების თაობას არც ეღირსებოდაო )) ამისთანა სისულელეს რომ დაწერს ადამიანი იმას რა უნდა მოთხოვო ) ჩავლენ ბალტიისპირეთში, ან პოლონეთში, ან ჩეხეთში და გონიათ მათ ჩასვლამდე იქ არც ერთ ქართველს არ დაუდგამს ფეხი )

  7. ნია შტერო, “გიორგი კალანდიას რაც აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის” – აი, მარტო ამ ფრაზის დაწრეისთვის ხარ დიდი რეგვენი 🙂 რა იყო, ექვთიმე თაყაიშვილივით წმინდანად ხომ არ შევრაცხოთ? დაწერილიდან აზრის გამოტანა თავად არ სეგიძლია შე ტვინდაშტამპულო რეგვენო. აუჰ! ისეთ რთული რამე დაწერა იმ დებულურ მატრაკვეცულ ჩანახატში კაცო გიორგი კალანდიამ, როკმ აზრის გამოტანა გაგვიჭორდა, აბა რა 🙂 ამ დონის ტვინით დებილები საიდან მოეთრევით ხოლმე? სიტყვა “ბოღმა” რომ არ არსებობდეს კიდე, შენნაირებს საერთოდ რამე ან ვინმეზე როგორ უნდა მოგეხერხებინათ ხოლმე რაიმე აზრის გამოთქმა ან კომენტარი, წარმოუდგენელია 🙂 ყველაფერზე “ბოღმა” “ბოღმა” გაგიდით. სხვა სიტყვა აშკარად არ იცით. ვინმემ ორმ დაწეეროს რესტორანში შევედი და ხაჭაპური არ მომწეონაო, იმასაც “დაბოღმილი ხარო” უწერთ 🙂 მძიმე დებნილი ხარ შვილო და კიდევ ვიმეორებ – როგორც ამას წინათ შენნაირ რეგვენ “ანა”-ს დავუწერ – გვარი და ნამდვილი ვინაობაც მიაწერეთ ხოლმე ასეთ საოცრად რეგვნულ კომენტარებს რომ წერთ – ერმა იცოდეს თავისი რეგვნების შესახებ 🙂 🙂 ძალიან მეცოდებით.

    • გეთანხმებით ხა მადლკბა, რომ ჩსმი სათქმელი თქვი და წერა აღარ დამჭირდა (ამ მოკლე კომენტარის მხოლოდ)

  8. აუ, მართლა როგორ დაბოღმილან და რა ზუსტად წერტილში მოხვედრიათ ამ დებილ გოგშკე3ბს ეს სტატიები. თავს ვბერ იკავებენ, შემორბიან და რაღაც სულელურ კომენტარებს წერენ. კარგია. ას ეგავაგრძელოთ. მოხვდეთ ამ ცარიელ თავებში ამ სახელმწიფო სტურქტურებში მოკალათებულ უსაქმურ “წარმატებულ” და “შემდგარ” გამოჩერჩეტებულ “ნია”-ებს. მომეწონა ძალიან ამ მართლა დაბოღმილების კომენტარები რომ ვნახე აქ. კაია.

  9. “და რა ზუსტად წერტილში მოხვედრიათ ამ დებილ გოგშკე3ბს ეს სტატიები. ” – ვფიქრობ არამარტო გოგოშკებს, არამედ მთელ რიგ სამინისტროებსაც ))

  10. ევროპა ცდილობს გააფუჭოს ქართველობა. მისი არასამთავრობოები დღედაღამ ამის მცდელიბაში არიან. კოლონიად გადააქციეს საქართველო.

  11. ვითომ პატარა და საყვარლები ხართ გოგონებო? სულ ვერ მიხვდით დაწერილს არა?რა ნიშნებ გყავდათ სკოლაში,ბოდიში კოლეჯში?

  12. დიდი მადლობა ბატონო ბაკურ! სრულ სიმართლეს ბრძანებთ!!! მართლაც რომ პროვინციალიზმის დოღია!!! ვიღაც გოგო-ბიჭებისგან არც არის გასაკვირი, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმის დირექტორი წერს ასეთ რამეს, მართლა საცოდაობაა!!! როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბრწყინვალე ანალიზია! მადლობა თქვენ, ბატონო ბაკურ, რომ გააშუქეთ ეს თემა. იქნებ დაფიქრდეს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე, და პირველ როგში ის, ვისაც ეს მისი სამსახურისა და თანამდებობის გამო ევალება, თუ რა სამარცხვინო და საზიანოა (როგორც ქვეყნისთვის, ასევე მომავალი თაობების აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის) ასეთი აზროვნება.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქართველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here