Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკომისია პოლონეთს სანქციების დაწესებით დაემუქრა

ევროკომისია პოლონეთს სანქციების დაწესებით დაემუქრა

818
ფრანც ტიმერმანი

ევროკომისია პოლონეთში სასამართლო რეფორმის განხორციელებით არის შეშფოთებული. საეჭვო კანონების ამოქმედების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო განიხილავს საკითხს ვარშავის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, _ განაცხადა ევროკომისიის ვიცეთავმჯდომარე ფრანც ტიმერმანმა.

მისი თქმით, ევროკომისია გაუგზავნის პოლონეთს რეკომენდაციებს, როგორ აიცილონ სამართლის უპირატესობის პრინციპის დარღვევა რეფორმის განხორციელებისას. ტიმერმანმა განმარტა, რომ კანონებმა, რომლებიც მზადდება, შეიძლება ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს.

სასამართლო რეფორმა პოლონეთში, ფაქტობრივად, დაიწყო პარტიამ “სამართალი და სამართლიანობა” 2015 წელს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. გასულ კვირაში სეიმმა მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც უფლებას აძლევს იუსტიციის მინისტრს, დანიშნოს ქვეყნის მთავარი მოსამართლეები. რეფორმის მიხედვით, პარლამენტს შეეძლება, აირჩიოს ეროვნული სასამართლოს საბჭოს წევრები. პარტიამ სეიმს წარუდგინა ცალკე კანონპროექტი, უმაღლესი სასამართლოს აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ.

2015 წლის დეკემბრის ბოლოს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონი, რომლითაც ამ ორგანოს ჩამოერთვა მოსამართლეების მოვალეობის შეწყვეტის უფლება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მას ექნება მხოლოდ პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის მიმართვის საფუძველზე.

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, ევროკომისიას შეუძლია განახორციელოს ამკრძალავი ღონისძიებები, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობა აამოქმედებს ისეთ კანონს, რომელიც გაერთიანების ფუნდამენტური ღირებულებებისთვის “სისტემური საშიშროების” შემცველი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here