ევროკომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს “მარშალის გეგმა” უკრაინისთვის. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ უკრაინას არ ენდობიან, რომ ევროპულ სახსრებს სწორად დახარჯავს.
მისი განცხადებით, მან მიიღო შესაბამისი დოკუმენტი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსისგან. “ჩვენ მზად ვართ, მივცეთ ფული (კიევს), მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ზუსტი კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში. ბოდიშს ვიხდი, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნდობის დონე არცთუ მაღალია, ჩვენ კი სახსრებს გავიღებთ მაშინ, როცა რამეა გაკეთებული”, _ განაცხადა ჰანმა.
მან აღნიშნა, რომ ინვესტიციების მისაზიდად უკრაინას გეგმა კი არ სჭირდება, უკრაინა ბიზნესის მიმზიდველობის კუთხით მსოფლიოში მე-80 ადგილზეა. “უკრაინამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს თავისი მიმზიდველობის ასამაღლებლად”.
“ახალი უკრაინული გეგმა უკრაინისთვის” შედგენილი იყო ლიტვაში და ითვალისწინებდა ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს მიწოდებას 2020 წლამდე პერიოდში.