Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირმა უკრაინას ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა

ევროკავშირმა უკრაინას ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა

უკრაინას ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი მიანიჭა. არსებულ საკითხზე ევროსაბჭომ გადაწყვეტილება 26 აპრილს მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გავრცელდა. 


საბოლოო გადაწყვეტილებას ხელი 17 მაისს მოეწერება. გადაწყვეტილების სამართლებრივ მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ უკრაინელებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ. მათ შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი ერთობლივად განიხილებოდა. საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღეს, ამავე თვის ბოლოდან კი ქართველები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here