Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირი უკრაინას სასაცილო თანხით ეხმარება

ევროკავშირი უკრაინას სასაცილო თანხით ეხმარება

291
ევროკავშირი უკრაინას სასაცილო თანხით ეხმარება

უკრაინაევროკავშირის ცოტა ხნის წინათ გამართული სამიტის ეკონომიკური ბლოკი სრულიად ჩაფლავდა, ბრიუსელი მზად არ არის, უკრაინის დასახმარებლად”, _ განაცხადა 9 ოქტომბერს კიევში მოწყობილ პრესკონფერენციაზე უკრაინელმა ეკონომისტმა და პოლიტოლოგმა ანდრეი ნოვაკმა.

“ეკონომიკურ მდგენელში (სამიტის) მოხდა სრული ჩავარდნა უკრაინისთვის. პირველ რიგში, სამრეწველო ბიზნესი მხოლოდ მოხაზეს, როგორც განზრახვა, არანაირი ვადები, არანაირი ნაბიჯები. ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ შეთანხმებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაც კი. საპრიზო 500 მლნ ევროს ინვესტიციები და 500 მლნ ევროს კრედიტი არც კი განხილულა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე უკვე იყო პოლიტიკური შეთანხმება: ევროკავშირი დაეხმარებოდა უკრაინას აზოვისპირა რეგიონის განვითარებაში. სამიტის ეკონომიკური ბლოკი, რომელზეც პასუხისმგებელი იყო მთავრობა, ჩაფლავდა. შემდეგ _ მხოლოდ გამოცხადდა ევროკავშირის განზრახვა, მისცეს უკრაინას 1,2 მლრდ ევროს ტრანში, მაგრამ არ არსებობს არანაირი კონკრეტული თარიღი, როდის მოხდება ეს; მხოლოდ გაფრთხილება, რომ უკრაინა 1,2 მლრდ ევროს ოდენობის ტრანშის მიღებას შეძლებს გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ეს პირობები კი ეხება კორუფციასთან ბრძოლასა და ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობას. ჩვენ გვესმის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ამ პირობებს უკრაინა, ალბათ, ვერ შეასრულებს. ამასთანავე, ხელი მოეწერა შეთანხმებას სასაცილო თანხაზე _ 390 მლნ ევროზე. ეს არის უკრაინისთვის არა ეკონომიკური, არამედ ტექნიკური მხარდაჭერა.

ანდრეი ნოვაკი
ანდრეი ნოვაკი

შესადარებლად: ასეთივე სამიტი გაიმართა ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის, რომლებშიც 13 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნებს ევროკავშირმა 9 მლრდ ევრო გამოუყო, 42-მილიონიან უკრაინას კი _ მხოლოდ 390 მილიონი (30-ჯერ ნაკლები).

ეს არის ყველაზე ეფექტიანი შეფასების კრიტერიუმი ევროკავშირის მზადყოფნისა, ეკონომიკურად და ფინანსურად დაეხმაროს უკრაინას. ფაქტობრივად, ლაპარაკია მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერაზე”, _ განაცხადა ანდრეი ნოვაკმა.

politnavigator.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here