საფრანგეთის პრემიერმინისტრი ბერნარ კაზნიოვი გაზეთ Liberation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე “ეროვნული ფრონტის” ლიდერის – მარინ ლე პენის არჩევას ვერ გადაიტანს.
“დიდი ბრიტანეთის გასვლით დასუსტებული ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებაში ევროფობიური პოზიციის მქონე მთავრობის მოსვლას ვერ გადაიტანს”, _ წერს საფრანგეთის პრემიერმინისტრი, რომელმაც ფრანგებს მოუწოდა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ პოლიტიკური მოძრაობა “წინ”-ის ლიდერს – ემანუელ მაკრონს.