Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირი ნატოსა და აშშ-ის გარეშე საომრად ემზადება “გლობალურ გეოგრაფიულ მასშტაბში”

ევროკავშირი ნატოსა და აშშ-ის გარეშე საომრად ემზადება “გლობალურ გეოგრაფიულ მასშტაბში”

278

დასავლეთის ლექსიკა ჯორჯ ორუელის ანტიუტოპია “1984”-ის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით ახალი ტერმინით გამდიდრდა: “ომი _ ეს არის მშვიდობა”.

მიმდინარე წლის 22 მარტს ევროკავშირმა “მშვიდობის ევროპული ფონდის” “ (Europea Peace Facility — EPF) შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამ მომენტამდე მიღებული იყო, რომ მშვიდობა არის ის, როცა კრიზისულ რეგიონებში დასახმარებლად გზავნიან ექიმებს, მედიკამენტებს ან სურსათ-სანოვაგეს, მაგრამ “მშვიდობის ევროპული ფონდი (EPF) სხვა რამეა”.

ბრიუსელმა არამართებულად ჩათვალა, რომ ევროკავშირს შეუძლია, სამხედრო დახმარება გაუწიოს მხოლოდ აფრიკის ქვეყნებს და მხოლოდ მშვიდობის აფრიკული ფონდის (AFP) რეგიონული ორგანიზაციების დახმარებით ATHENA მექანიზმის ჩარჩოში. გეოპოლიტიკის სფეროში ევროპის ამბიციების ზრდამ ევროკავშირს გაუჩინა სურვილი, “სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ყველას და ყველგან”, სადაც ბრიუსელი საჭიროდ ჩათვლის, და არ შემოიფარგლოს მხოლოდ შავი კონტინენტით.

ახლა ევროკავშირს “მშვიდობის ევროპული ფონდის” მეშვეობით შეუძლია, “საერთაშორისო უსაფრთხოების” მომსახურება შესთავაზოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც მისი აზრით, მსგავსი მომსახურება დასჭირდება: მოამარაგებს სამხედრო ტექნიკით, შეუქმნის “თავდაცვით” ინფრასტრუქტურას, გაწვრთნის ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, “დაეხმარება” პარტნიორ ქვეყნებს “სამშვიდობო ოპერაციების” ჩატარებაში, როგორც თავის, ისე მოსაზღვრე ტერიტორიებზე. AFP-ს ბიუჯეტი 2021-დან 2027 წლამდე პერიოდში 5 მლრდ ევროს შეადგენს.

“მშვიდობის ევროპული ფონდი იმოქმედებს გლობალურ გეოგრაფიულ მასშტაბში, ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ პრიორიტეტულ რეგიონებზე ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით, აგრეთვე, პარტნიორების უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე”, _ აღნიშნულია ევროპის საბჭოს მასალებში.

ამით ევროკავშირმა ნათლად აჩვენა თავისი მისწრაფება, აღარ იყოს დამოკიდებული ნატოზე და დამოუკიდებლად დაიწყოს ძალოვანი მოქმედებები საერთაშორისო არენაზე. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ხმელთაშუა ზღვაში უთანხმოება აქვს თურქეთთან. ბრიუსელს სურს, ეს ქვეყანა გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი ერთიანი ევროპის გაერთიანებული არმიის შესაქმნელად.

მით უმეტეს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილებების ამოწურვის შემდეგ ვითარება კვლავ დაიძაბა. არ არის გამორიცხული, ახალი სამოქალაქო ომის გაჩაღება ევროკავშირშიც. ომისთვის კი, როგორც ცნობილია, საჭიროა სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ფული. და აი ევროკავშირმაც დაიწყო ფინანსების შეგროვებაევროკორპუსისსამომავლო საზღვარგარეთული ოპერაციებისთვის. ამ გადაწყვეტილებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: ადრე სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული მთავრობების დონეზე სჭირდებოდა კონსენსუსი, რადგან მხოლოდ სამხედრო ქვედანაყოფების გამოყოფა საკმარისი არ არის, დასაფინანსებელია მათი ლოჯისტიკა და მომარაგება. EPF-ის შექმნის შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის ცენტრალურ აპარატს შეუძლია.

ბრიუსელმა მიიღო შესაძლებლობა, გამოვიდეს დაქირავებული ეროვნული სამხედრო ქვედანაყოფის როლში უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის გასვლას შიდა ინტეგრაციის ახალ დონეზე, რომელიც მიმართულია საკმაოდ მოუქნელი ევროპული ფედერაციის რეორგანიზაციისკენ და რაღაც ევროპის შეერთებული შტატების მსგავსი გაერთიანების შექმნისკენ.

ნატოს დემონტაჟის თვალსაზრისით, ეს ცუდი ტენდენცია არ არის. მთავარია, ევროპის “მშვიდობის ფონდმა” არ გაიმეოროს წარსულის შეცდომები და ახსოვდეს, რომ ძალისმიერი გზა აღმოსავლეთისკენ არ იქნება მისთვის წარმატების მომტანი.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here