კულტურული პლურალიზმის განმარტებისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იგი მჭიდროდ უკავშირდება ტოლერანტობისა და “პოლიტიკური კორექტულობის” პრინციპებს, რომელთა დარღვევა დაუშვებელია, რადგან განიხილება, როგორც ქსენოფობია და ექსტრემიზმი.
ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული კურსის განხორციელებით შესაძლებელი იქნებოდა ისლამის მოდერნიზაცია და ევროპეიზირება, საერო და ნეიტრალურ მიმდინარეობად მისი ჩამოყალიბება. მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგები, რომლებიც ოფიციალურად საზოგადოების გასაერთიანებლად იქნებოდა მიმართული, იმდენად ნეგატიური აღმოჩნდა, რომ სამი უდიდესი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები (ანგელა მერკელი, ნიკოლა სარკოზი და დევიდ კემერონი), მათ კვალზე _ სხვებიც, იძულებულნი შეიქნენ, ოფიციალურად ეღიარებინათ “მულტიკულტურიზმის” უსაფუძვლობა.
უეჭველია, რომ ამ პოლიტიკის ჩავარდნის აღიარება განპირობებული იყო პოლიტიკური კონიუნქტურით, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა “ინფორმაციული მითის” პოტენციალის ამოწურვის გასაჯაროებისთვის და კულტურათშორისი მსოფლიოს შესანარჩუნებლად.
მართლაც, ჩვენ ვართ მოწმენი, რომ ევროპულ კულტურაში მუსლიმთა ინტეგრაცია არ მიმდინარეობს იმ სცენარით, რომელიც ევროპელი იდეოლოგების მიერ იყო დაწერილი და ინტეგრირებული ისლამი არ “სეკულარიზდება”. მაჰმადიანობა ყოვლისმომცველი და დაუნაწევრებელი რელიგიაა და თავისი ადეპტების ცხოვრებას ყველა ასპექტში არეგულირებს, მათ შორის სამართლის დარგშიც. საერო ისლამზე ლაპარაკი ისევე შეუძლებელია, როგორც რწმენის ჩამოცილება შარიათისთვის.
ბუნებრივი იყო, რომ კულტურულ თავისებურებათა დაცვის შემდეგ ისლამის აქტივისტებმა დაიწყეს უფრო ფართო ავტონომიის მოპოვებისთვის ბრძოლა, სამართლებრივი და პოლიტიკური ავტონომიის ჩათვლით და დაააყენეს საკითხი ისლამისთვის განსაკუთრებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭების შესახებ. გასაგება, რომ ევროპელი მიგრანტების თანმიმდევრული და სრული ისლამიზაცია შეკრავს მათ ერთიან ისლამურ ხალხად _ თემებად, ე.ი., გამოყოფს მათ ცალკე სამართლებრივ გაერთიანებად, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ევროპის ქვეყნების _ საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და ა.შ., სრულფასოვან მოქალაქეობასთან. მეტიც, არსებულ პირობებში ევროპელი მუსლიმები სულ უფრო მეტად განიცდიან გარე ფაქტორების გავლენას და გეოპოლიტიკური ბრძოლისთვის კარგ იარაღად ყალიბდებიან.
მეორე მხრივ, თვით ევროპელებს შორის იზრდება გაღიზიანება მიგრანტებისა და მუსლიმების მიმართ, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის უამრავი გამოკითხვა. მმართველი ელიტები მარჯვედ წარმართავენ თავიანთი მოქალაქეების უკმაყოფილებას ისლამის ემოციური კრიტიკის კალაპოტში და არა ევროპაში მუსლიმთა მოზღვავების ჭეშმარიტი მიზეზების წინააღმდეგ. ეს მათ აძლევთ საზოგადოებრიობის მართვის დამატებით ბერკეტებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების დასაპირისპირებლად, საჭიროების შემთხვევებში _ ლოკალური კონფლიქტების გასაღვივებლად, რომლებსაც საპროტესტო განწყობის სიმძაფრის შესამცირებლად გამოიყენებენ.
მიგრანტი მუსლიმების მიმართ უკიდურესად ნეგატიურმა დამოკიდებლებამ სასურველი ნიადაგი შექმნა ევროპაში მემარჯვენე რადიკალური პარტიებისა და მოძრაობების გასაძლიერებლად, რომელთა ანტიმუსლიმური ლოზუნგები ასევე იძლევა ევროპელების დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების გადაფარვის საშუალებას.
დასავლეთის ქვეყნებში განხორციელებული მიგრაციული პოლიტიკის უკიდურესად ნეგატიური შედეგების მიუხედავად, მმართველი წრეები არ შეეცდებიან ვითარების ცვლილებას. ისინი კვლავაც გააკეთებენ ლამაზ და სერიოზულ განცხადებებს (“მულტიკულტურიზმის პოლიტიკის ჩავარდნის” შესახებ), მოაწყობენ საჩვენებელ ანტიმიგრანტულ აქციებს (ბოშების გასახლება საფრანგეთიდან), შემოიღებენ გარკვეულ შეზღუდვებს მიგრაციაზე, რომლებიც განპირობებული იქნება ადგილობრივი ენისა და კულტურის შესწავლის მოთხოვნის ლეგალიზაციით, რადგან ფსონის დადება მიგრანტებზე არის სტრატეგიული მიმართულება ტრანსეროვნული კლასის, რომელიც მის მთავარ ინტერესებს ემსახურება.
შეიძლება გამოვყოთ ამ მოვლენის შემდეგი “სარფიანობა”:
1.“სოციალურ–ეკონომიკური. საყოველთაო ლიბერალიზაციამ, რომელიც ვრცელდება წარმოების, ვაჭრობისა და ფინანსების სფეროებზე, უკიდურესად აამოძრავა იაფი სამუშაო ძალის ბაზარი.
ცნობილია, რომ მეოცე საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან დღემდე “მიგრაციის ერას” უწოდებენ. ამ პერიოდის მოვლენებმა კარდინალურად შეცვალა მიგრაციული ნაკადები და ჩამოაყალიბა პრინციპულად ახალი მიგრაციული სიტუაცია, რომლის დროსაც შესაძლებელია, ვილაპარაკოთ თავისებურ “მიგრანტების ერზე” ან “ახალ მომთაბარეებზე”. ამ პროცესის დამახასიათებელი ნიშნები გახდა დიასპორების როლის გაძლიერება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ფეხი აქვთ მოკიდებული (მიგრაციული ქსელების ფორმირება, ეკონომიკური მიგრაციის განმსაზღვრელი მნიშვნელობა და ა.შ.). შედეგად მიგრანტებმა დაიკავეს ეკონომიკური ნიშები და მიმღები ქვეყნების ეროვნული ეკონომიკის დარგები.
ამასთანვე, სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ტრანსეროვნული კომპანიების შრომის ბაზარი, რომელსაც ახასიათებს სამუშაო ძალის ხშირი გადაადგილება ქვეყნიდან ქვეყანაში. ამ კომპანიების მენეჯმენტი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ტრანსეროვნული კლასი.
ამრიგად, მსოფლიოში სამუშაო ძალა მოძრაობს მისთვის ყველაზე უფრო მომგებიანი ადგილებისკენ, კაპიტალი კი _ იაფი შრომის თავმოყრის ადგილებისკენ. შედეგად, მიგრაცია რეალურად გარდაიქმნება “ცივილიზებულ მომთაბარეთა” ჩამოყალიბების იარაღად.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 175 მილიონი მიგრანტიდან 56 მილიონი ევროპაში ცხოვრობს, მათგან 27,5 მილიონი იქ განახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში, უცხოელთა წილი შრომითი ძალის საერთო რაოდენობაში 25 პროცენტს აღწევს. ძირითადად იკავებენ იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. ეს არის მძიმე, ჭუჭყიანი სამუშაო, რომელიც კვალიფიკაციას არ საჭიროებს (საფრანგეთში მათი 25 პროცენტი მშენებლობაზე არის დასაქმებული, ერთი მესამედი _ საავტომობილო მშენებლობაში კონვეიერულ აწყობაზე, ბელგიაში 50 პროცენტი მუშაობს ქვანახშირის მაღაროებში), ბევრი დასაქმებულია მომსახურების სფეროში, კერძო მეურნეობებში, ტურიზმის სფეროში და ა.შ. ისინი, ადგილობრივ მუშებთან შედარებით, აშკარად დისკრიმინირებულნი არიან (დაბალი ხელფასი, გახანგრძლივებული სამუშაო კვირა). მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა შორის გაჩნდა საკმაოდ განათლებული და შეძლებული ფენა, ე.წ. საშუალო კლასი, უმეტესობისთვის სოციალური განვითარების პირობები უკიდურესად მძიმე რჩება, რომლის მიზეზიც, უწინარეს ყოვლისა, უმუშევრობის მაღალი დონე, არასრული დაკავებულობა (განსაკუთრებით ახალგაზრდების), სოციალური ინფრასტრუქტურის არქონა და სხვა მსგავსი სიძნელეებია. საზოგადოებრივი მდგომარეობა კი განსაზღვრავს პოლიტიკურ არჩევანს. ამიტომაა პოპულარული ახალგაზრდებს შორის ფუნდამენტრი მიმდინარეობები, რომლებიც სიღარიბის პრობლემას სოციალურ ჭრილში არ წარმოაჩენენ და რელიგიურ ხასიათს ანიჭებენ.
მსოფლიოს შრომითი ბაზრის გაუკონტროლებელ და მრავალრიცხოვან სეგმენტს წარმოქმნიან არალეგალური მიგრანტები, რომლებიც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველა საერთაშორისო მიგრანტის საერთო რაოდენობის ერთ მესამედს წარმოადგენენ. ისინი საქმიანობენ უმეტესად ეკონომიკის წვრილ ან ჩრდილოვან სექტორებში, რომელთა მასშტაბი ყველა ქვეყანაში იზრდება. ევროკომისიის მონაცემებით, ცალკეულ ქვეყნებში მშპ–ს 30 პროცენტს აღწევს, მთლიანად ევროპაში _ 20 პროცენტს. თუ გამოვრიცხავთ აღმოსავლეთ ევროპას, ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკით პირველ ადგილზე აღმოჩნდება საბერძნეთი (30-35 პროცენტი), შემდეგ მოდის იტალია (27,8 პროცენტი), ესპანეთი (23,4 პროცენტი) და ბელგია (23,4 პროცენტი). მათ ბევრით არ ჩამორჩებიან ირლანდია, კანადა, საფრანგეთი და გერმანია (14,9-დან 16,3 პროცენტამდე). ჩრდილოვანმა სექტორმა განსაკუთრებით სწრაფი ზრდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ დაიწყო.
ევროპის არალეგალური ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომლის მთავარი გადასატვირთავი ბაზაა “დამოუკიდებელი” კოსოვო, სადაც ალბანური მაფიის მარიონეტები პარპაშებენ.
ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ალბანეთის დამნაშავეთა სტრუქტურები, რომლებიც გერმანიისა და ამერიკის სპეცსამსახურების მფარველობით მოქმედებდნენ, გერმანიისა და შვეიცარიის ჰეროინის ბაზრის 70 პროცენტს აკონტროლებდნენ.
ნარკოტიკები შემოაქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან (ავღანეთიდან და პაკისტანიდან), გადაამუშავებენ თურქეთში, შემდეგ ე.წ. ბალკანეთის მარშრუტით (ყოფილი იუგოსლავია, კოსოვო) და ჩეხეთის გავლით გზავნიან ევროპის სხვა ქვეყნებში. ლა-მანშის სრუტის პორტებით, რომლებსაც ალბანელები აკონტროლებენ, შეაქვთ დიდ ბრიტანეთში. ნარკოტიკებით ვაჭრობა მოიცავს ფართოდ გაშლილ ქსელს, რომელშიც ჩართულნი არიან ალბანელები, ბულგარული და თურქული მაფიები, ჩეხი შიკრიკები, ინგლისელი დილერები და იტალიის მაფია, COSA NOSTRA–ს ჩათვლით, მაგრამ ისინი ნარკომაფიის მხოლოდ დაბალი რგოლია, რომელიც საერთოევროპული, სახელმწიფოთაშორისი სტრუქტურის სახით არის წარმოდგენილი. მას აქვს ძლიერი დასაყრდენი სპეცსამსახურებში და ასრულებს “უჩინარი მენეჯერის” როლს ევროპის ქვეყნების მთავრობებში, აქტიურად მოქმედებს მათ გეოპოლიტიკაზე;
2.ცივილიზაციური “სარგებელი”. მიუხედავად იმისა, რომ ისლამს წარმოგვიდგენენ რელიგიად, რომელიც უკიდურესად უპირისპირდება თანამედროვე დასავლურ ფასეულობებს, თავის ძირითად დებულებებში იგი კარგად ეთანხმება მომხმარებელთა საზოგადოების ნორმებს და ყალიბდება ტრანსელიტების მოკავშირედ ქრისტიანობის წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებულ ბრძოლაში. ისლამი ითვლება “კომფორტის რელიგიად”, არ გააჩნია არც მონანიების დისციპლინა, არც ცოდვის მკრეხელობა და მიუღებლობა, ეს კი უფლებას აძლევს ამ რწმენის მიმდევართ, იცხოვრონ თავიანთი ვნებების დასაკმაყოფილებლად; მეორე მხრივ, არ დაარღვიონ ღმერთთან ღვთაებრივი კავშირი.
ამიტომაა, რომ როცა მუსლიმები დასავლურ სამყაროში აღმოჩნდებიან, რომელშიც სამომხმარებლო ღირებულებანი სხვა ყველაფერზე დომინირებს, ისინი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტრავმების გარეშე ეგუებიან ამ რეალობას. მიმდინარეობს ისლამის აქტიური გაბურჟუება, რომლის შედეგადაც ყალიბდება ახალი რელიგიური კონფიგურაცია, რომელსაც ფრანგებმა “საბაზრო ისლამი” უწოდეს.
“ახალი” რელიგია ვლინდება შემდეგში:
უპირველეს ყოვლისა, ფორმირდება ინდივიდუალისტური რელიგიურობა, რომლისთვისაც პირადი მიზნების მიღწევა მსხვილ კოლექტიურ პროექტებზე მაღლა დგას. სახალიფოს აღორძინებისკენ, შარიათის გამოყენებისკენ, პოლიტიკური გამარჯვებების მოპოვებისა და სოციალური რეფორმებისკენ მისწრაფება პრიორიტეტული ფასეულობის მნიშვნელობას კარგავს. მათ ჩაენაცვლება რელიგიური ნორმებისადმი ინდივიდუალური პატივისცემა, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის იდეას არ ეწინააღმდეგება. შედეგად, ცივილიზებული ალტერნატივის ძებნის ნაცვლად, “საბაზრო ისლამი” წაახალისებს და მხარს უჭერს პირადი კეთილდღეობის მიღწევას, თვითრეალიზაციასა და ეკონომიკურ წარმატებას. ასე ყალიბდება “პოზიტიურად მოაზროვნე” მუსლიმი.
მეორე, თუ უწინ ისლამიზაციის პროცესს ახასიათებდა რელიგიური და პოლიტიკური საწყისების მჭიდრო ურთიერთობა, დღეს რელიგიური საკითხი სულ უფრო იხრება ეკონომიკურ სფეროსკენ. ეს პროცესი ცვლის მუსლიმთა მენტალიტეტს, წარმოშობს აზროვნების ახალ კატეგორიებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ისლამურ ეთიკაში პროტესტანტული ეთიკის ნორმების ჩანერგვას. ასე ეყრება საფუძველი თავისებურ ისლამურ “აყვავების თეოლოგიას”, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლური სამყაროს დაპყრობა შეიძლება არა იარაღითა და მოჩვენებითი ღვთისმორჩილებით, არამედ ეფექტიანი კონკურენციით.
მესამე, რელიგიურ ნიადაგზე მყარდება მეწარმის სულისკვეთება, რომელშიც წარმატება დომინირებულ ფასეულობად არის წარმოდგენილი მუსლიმთა ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც “დამუშავებულნი” არიან მენეჯმენტის თანამედროვე თეორიებით, მებრძოლი სულისკვეთების ისლამი ფულის იდეოლოგიად არის გადაქცეული.
წარმოების ეფექტიანი მართვის კონცეფციები, რომელთაც ეს თაობა შეისწავლის, ხელს უწყობს ბურჟუაზიული ინდივიდუალიზმისა და გამდიდრების ახალი იდეალების წარმოშობას, რომლებიც უნდა ჩაენაცვლოს დასავლურ სამყაროზე გასამარჯვებლად საჭირო უწინდელ არაეფექტიან იდეალებს.
დასასრულ, მეოთხე, მიმდინარეობს ისლამის უკვე არა რადიკალური, არამედ ნეოლიბერალური პოლიტიზაცია, რომელიც უკიდურესად მომგებიანია ტრანსეროვნული ელიტებისთვის. საქმე ის არის, რომ “საბაზრო ისლამი” ისლამური სამყაროს შექმნას ან შარიათის დანერგვას კი არ ითვალისწინებს, არამედ სახელმწიფოს ისეთ პრივატიზაციას, რომელიც სრულად დაშლის “კეთილდღეობის სახელმწიფოს”.
ახალი ისლამის მიზანი სახალიფოს აღდგენა კი არ არის, არამედ სამოქალაქო გაერთიანების ძლიერი ქსელის შექმნაა, სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოდელი ძალიან ჰგავს ამერიკელი ფუნდამენტალისტების პროექტს, სახელმწიფო სამსახურების უფლებამოსილების კერძო რელიგიური ინსტიტუტებისთვის გადაცემას რომ ითვალისწინებდა.
ამრიგად, ინგლისელებისა და ამერიკელების მიერ გამოგონილი “ცივილიზაციათა შეჯახების” კონცეფციის ჩრდილში, რომელიც გეოპოლიტიკური ტერმინებით აღგვიწერდა ისლამს, როგორც “ბოროტების ღერძს”, იმალება სულ სხვა პროცესი _ ტრანსეროვნული ელიტების მიერ “საბაზრო ისლამის” წახალისება და ევროპის ქვეყნებში სოციალური სახელმწიფოს სრული დემონტაჟისთვის მისი გამოყენება. თუ კლასიკური ისლამისტები თავიანთ ბედს სახელმწიფო-ერის აშენებას უკავშირებდნენ, დღევანდელი “ახალი მუსლიმები” “ფულის რელიგიის” ღირებულებებს ნერგავენ და ევროპის საზოგადოების დეზინტეგრაციაზე მუშაობენ;
3.გეოპოლიტიკური “სარგებელი”. ის ტრანსეროვნული ელიტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ევროპაში მუდმივად არსებობდეს დაძაბულობის კერები, რომელთა გაღვივება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, როგორც კი რომელიმე სახელმწიფო დააპირებს, გადალახოს მისთვის დაწესებული ასპარეზის საზღვრები და დაიწყო ისეთი პოლიტიკური კურსის განხორციელება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ევროპაში მუსლიმთა უზარმაზარი მასების მეშვეობით კორპორატორმა ხელთ იგდო პოლიტიკური და სოციალური კონტროლის ისეთი იარაღი, რომელიც ეფექტიანად მუშაობს “ცივილიზაციათა შეჯახების” გარდაუვალობის ტვინებში ჩანერგვის მიმართულებით.
“ცივილიზაციათა შეჯახების” იდეა, რომლის ავტორად მიიჩნევენ სემუელ ჰანტინგტონს, სინამდვილეში “გამოიგონა” ინგლისელმა აღმოსავლეთმცოდნემ ბერნარდ ლუისმა. 1970-იანი წლების დასაწყისში იგი გადასახლდა აშშ-ში და, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რომ გახდა, დაიწყო თანამშრომლობა ზბიგნევ ბჟეზინსკისთან, რომელიც იმხანად ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში.
ეს ტერმინი მან პირველად გამოიყენა 1957 წელს, სუეცის კრიზისის შემდეგ, როცა შეეცადა, ახლოაღმოსავლეთის პრობლემა წარმოეჩინა არა როგორც კონფლიქტი სახელმწიფოთა შორის, არამედ ცივილიზაციათა დაპირისპირებად. 1990 წელს გამოქვეყნებულ წერილში “მუსლიმთა სიავის ფესვები” ლუისმა ისლამი აღწერა, როგორც რეაქციული, მოდერნიზაციას დაუქვემდებარებელი რელიგია, რომელსაც სძულს დასავლეთი, რომლის ღირებულებანი გამოხატულია იუდაიზმსა და ქრისტიანობაში _ “იუდეო–ქრისტიანობაში”.
იუდაიზმი და ქრისტიანობა რომ გააერთიანა, ლუისმა დაასაბუთა დასავლეთისა და ისრაელის ერთსულოვნება, თუმცა ამ ყველაფრის უკან აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესები იდგა. ამ ტერმინის გამოყენებით ლუისმა ზუსტად დაახასიათა თანამედროვე დასავლური სამყარო. “იუდეო-ქრისტიანობაში” უნდა ვიგულისხმოთ არა ტრადიციული დასავლური ქრისტიანობა, არამედ განვითარების ის განსაკუთრებული გზა, რომელიც გაიარა დასავლეთმა იუდეური ფულადი ცივილიზაციის ღირებულებათა აღიარების შედეგად.
1990-იანი წლების ბოლოდან გამოთქმას “იუდეო–ქრისტიანობა” სულ უფრო ხშირად გამოიყენებდნენ ევროპის ჯერ სამეცნიერო, შემდეგ პოლიტიკურ წრეებში, როგორც ევროპელთა კულტურული ორგანიზებისთვის საჭირო ლოზუნგს, და ისრაელის მხარდასაჭერად. ებრაული კაპიტალის სიძლიერისა და პროისრაელური ლობის ევროპის პოლიტიკაზე გავლენის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიგრანტი მუსლიმების დახმარებით აქ, პრაქტიკულად, მეორდება სიონიზმ-ისლამიზმის დაპირისპირების მოდელი, რომელიც ახლოაღმოსავლეთში არსებობდა. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ეროვნულ-პატრიოტული თემატიკა უპირატესად ვითარდებოდა ისლამთან და ისლამიზმთან დაპირისპირების სივრცეში. ისლამი და ისლამიზმი “ევროპული იდენტურობის მთავარი მტერია. ამ შემთხვევაში ევროპული სიონიზმი ნაციონალური ბანაკის მიმართ სოლიდარული ხდება, რომელიც პროტესტანტულ-სიონისტური ყაიდის ახალ ნაციონალიზმს წარმოშობს. ამ სიახლის თვალსაჩინო მაგალითად წარმოგვიდგება ბრეივიკი. რადიკალური ისლამისა და ნაციონალისტების დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება, რაც ასე სურდათ ევროპის ჭეშმარიტ პატრონებს. გავიხსენოთ, რომ ორივე დაპირისპირებული ძალა რეალურად დასავლეთის სპეცსამსახურების პროდუქტია. ამ შეჯახებას ემსხვერპლება ყველა _ ებრაელებიც, მიგრანტებიც აღმოსავლეთიდან და ევროპელებიც.
(დასასრული შემდეგ ნომერში)