Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გეგმები, მექანიზმები, შედეგები

552
ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ორმა დოკუმენტმა _ “რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენებისქარტიამ (1992) დაეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციამ” (1994) სამართლებრივი საფუძველი შეუქმნაახალი ეროვნული წესრიგისგერმანულ ვარიანტს.

ორივე დოკუმენტი ეთნიკური ფედერალიზაციის პირობებს ქმნის იმით, რომ სახელმწიფოებს ავალდებულებს, არა მხოლოდ შეუწყონ ხელი უმცირესობებს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, არამედ, ამასთანავე, გადაწყვიტონ რეგიონული ენების გამოყენება მოღვაწეობის ყველა სფეროში _ განათლებაში, მმართველობაში, იურიდიულ, ადმინისტრაციულ, სოციალურ-ეკონომიკურ, აგრეთვე, საფინანსო და საბანკო რეგლამენტაციის სფეროებში.

ორგანიზაცია ФСЭМ აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, როგორც მსხვილი ეთნოსებისა, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფოებრიობა გააჩნიათ, მაგრამ, როგორც უმცირესობები ცხოვრობენ სხვა ტერიტორიებზე; ასევე, უკიდურესად მცირერიცხოვან ეთნოსებს, რომელთაც თავიანთი სახელმწიფოებრიობა არასოდეს ჰქონიათ. კავშირის წევრები არიან, მაგალითად, გერმანელები საქართველოში.

კავშირის ამოცანაა, მდგომარეობით ერთმანეთისგან განსხვავებული ეთნიკური გაერთიანებების უნიფიცირება და მოთხოვნათა ინტერნაციონალიზება. მათ მხარი უნდა დაუჭირონ იდენტურ მდგომარეობას და, ამასთანავე, დაიცვან თავიანთი განსხვავებულობის უფლება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სრულად იგნორირებულია ის, რომ ზოგიერთი უმცირესობა აბსოლუტურად მზად არ არის ავტონომიის არც ერთი ფორმისთვის, რაც, პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, ამჟღავნებს, რომ ეს საქმიანობა დაკვეთილი ხასიათისაა.

მით უფრო, რომ, რაც დრო გადის, მოთხოვნები სულ უფრო კატეგორიულ ხასიათს იძენს. მაგალითად, იმ ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების გადაწყვეტისას, რომელთაც სახელმწიფოებრიობა არ აქვთ, ევროკავშირი უნდა დაეყრდნოს არა ინდივიდის უფლებებს, არამედ უმცირესობათა და გაერთიანებების კოლექტიურ უფლებებს.

რადიკალური მოთხოვნებით გამოირჩევა აღნიშნულ კავშირთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანიზაცია _ ევროპარლამენტის დეპუტატთა პოლიტიკური ჯგუფი “მწვანეები _ ევროპის თავისუფალი ალიანსი”. იგივე ჯგუფი დაკავებულია ეთნორეგიონალიზმის იდეოლოგთა საქმიანობის პოპულარიზებითა და მათი გეგმების პროპაგანდით.

ალიანსის გეგმების შესახებ ყველაზე უკეთ ლაპარაკობს მისი მონაწილეობითა და ევროპარლამენტის ფინანსური მხარდაჭერით 2004 წელს შედგენილი ევროპის ეთნიკურ წარმონაქმნთა რუკა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ ორგანიზაციებს ევროპის მომავალი. ამ რუკის მიხედვით, ევროპის ყველა სახელმწიფო ევრორეგიონებად არის დაყოფილი (საფრანგეთი, მაგალითად, წარმოდგენილია, როგორც ოქსიტანია, ბრეტანი, ელზას-ლოტარინგია) და მხოლოდ გერმანიაა ერთიანი, საზღვრებგაფართოებულიც კი, შვეიცარიისა და ავსტრიის ტერიტორიების ხარჯზე. ამასთან, გამოყოფილია არა მხოლოდ ეთნორეგიონები, არამედ “ისტორიული ოლქებიც”, როგორებიცაა სილეზია პოლონეთში და მორავია ჩეხეთში.

“მწვანეებს” მხარში უდგას უამრავი ინსტიტუტი, რომლებიც უზრუნველყოფს შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელებას ყველა ავტონომიური მოძრაობის მიერ, მათ შორის: უმცირესობათა შთამომავლობის დაცვის, იშვიათი ენების მხარდაჭერის ევროპული ბიურო, ევროპულ უმცირესობათა ფედერალური კავშირი, ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაცია, ხალხთა ევროპული ინსტიტუტი და ა.შ.

ბოზენის აკადემიასა და სოროსის ინსტიტუტთან ერთად ევროპის კომისიამ შექმნა კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ადგილობრივი სპეციფიკისა და ეთნიკური თავისებურებების წასახალისებლად _ “ევროპის კულტურისა და ეთნიკური მრავალგვარობის გამდიდრების პლატფორმა”. მის საქმიანობაზე ძლიერ მოქმედებს ინგლისურ-ამერიკული გავლენა, უმცირესობათა საერთაშორისო ჯგუფი შტაბ-ბინით ლონდონში და ამერიკული “პროექტი ეთნიკურ ურთიერთობათა საკითხებზე”. ამ უკანასკნელს ზურგს უმაგრებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ცნობილი გლობალისტური ორგანიზაციები _ კარნეგის ფონდი, ძმები როკფელერების ფონდი, ფორდის ფონდი, მარშალის ფონდი და სხვ.

ამ იდეაზე მუშაობს ევროპის სხვადასხვა რეგიონის უამრავი სპეციალური ცენტრი, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან ბიზნესისა და ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, კვლევითი ჯგუფები. მაგალითად, შვეიცარიაში მოქმედებს ლოკარნოს ინსტიტუტი, რომელიც სტრატეგიულ პროექტებზე სამუშაოდ იწვევს მკვლევარებს, მასწავლებლებს, საწარმოების ხელმძღვანელებს, მარკეტინგის სპეციალისტებს და ევროპის უშიშროების ექსპერტებს. ევროპული საზოგადოებრიობის გასათვითცნობიერებლად, თუ რა კეთდება ეთნოსების უფლებათა დასაცავად, 1999 წელს შეიქმნა სპეციალური საიტი ევროუმცირესობებისთვის.

ამრიგად, უმცირესობათა ავტონომიისთვის მოძრაობას აქვს დიდისახურავიდა ძლიერი მხარდაჭერა, რაც უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ევროპის სახელმწიფოების ეთნორეგიონებად დანაწევრების პროცესი, რომელიც კარგად არის მართული და კოორდინირებული, გაგრძელდება და გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ლოკალურ კონფლიქტებს, საჭიროების შემთხვევაში _ ქაოსს. მთავარი ფსონი დადებულია ახალი, ზესახელმწიფოებრივი ქსელური ტიპის თანამშრომლობაზე, რომელიც გზას უხსნის გერმანული კაპიტალის ექსპანსიას. მას ეძლევა საშუალება, ცივილიზებულად და ჩუმად, მაგრამ, ამასთანავე, დაჟინებით შეიჭრას მეზობელი სახელმწიფოების განვითარების უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სფეროებში და სულ უფრო მეტად დაუქვემდებაროს გერმანიის ინტერესებს.

ამჟამად, ისევე, როგორც ნაცისტური რეჟიმის დროს, გერმანიის გეოპოლიტიკა ტრანსნაციონალური ელიტების სიღრმისეული ინტერესების გამტარებელია. გერმანიის მმართველი წრეების საშუალებით ხორციელდება გლობალური მსოფლიო ბაზრისთვის სივრცის გაწმენდა, რომელშიც ევროკავშირი მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ ბურჯად იქნება წარმოდგენილი.

8.დემოგრაფიული რევოლუცია: მიგრანტების ერიევროპული ერებისნაცვლად

მომავალი ევრაზიულნეგროიდული რასა, რომელიც გარეგნულად ძველეგვიპტურს ემსგავსება, ხალხების მრავალფეროვნებას პიროვნებათა მრავალფეროვნებით შეცვლის”.

კუდენჰოვეკალერგი

გეოპოლიტიკურ რევოლუციას ევროპაში თან სდევს არცთუ უხმაურო რევოლუცია დემოგრაფიის სფეროში, რომელსაც ბევრი მკვლევარი “დემოგრაფიულ კატასტროფას” უწოდებს.

ბოლო პერიოდში ევროპის დემოგრაფიული წონის შედარებითი შემსუბუქება მსოფლიოში აბსოლუტური გახდა. რეგიონმა შეწყვიტა თავისი მოსახლეობის კვლავწარმოება შობადობის უკიდურესად დაბალი დონის გამო. შობადობის საშუალო მონაცემი ამჟამად შეადგენს 1,5-, მაშინ, როცა მოსახლეობის არსებული რაოდენობის შესანარჩუნებლად, მინიმუმ, 2,1-ია საჭირო. დემოგრაფები მიგვითითებენ, რომ ეს არა მხოლოდ მოსახლეობის ნამატის ნულოვანი მაჩვენებელია, არამედ უკვე ნულოვანი მოსახლეობაა.

განსაკუთრებით სერიოზული ვითარებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლატვიაში, უნგრეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში. იმ ქვეყნებში, რომლებშიც შობადობის დონე შედარებით მაღალია (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვედეთი), ზრდა მუსლიმთა ხარჯზეა უზრუნველყოფილი.

. რარიმ, რუსეთისა და დსთ-ის საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს განყოფილების გამგემ, ამ საკითხზე გარკვევით განაცხადა: “ჩვენ გზის გასაყარზე ვდგავართ და ძნელია იმის თქმა, სად მივალთ… შეიძლება ითქვას, რომ “თეთრი რასა” გადაშენდება… საჯაროდ ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით რთულია, რადგან არის ელექტორატი”.

ევროპის საბჭოს დემოგრაფიის კომისიის მონაცემებით, თუ 1960 წელს ევროპული წარმოშობის ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 25 პროცენტს შეადგენდნენ, 2000 წელს _ 17 პროცენტს, 40 წლის შემდეგ 10 პროცენტზე ნაკლები იქნებიან.

2000 წელს ევროპის მოსახლეობა 728 მილიონს ითვლიდა, 2050 წლისთვის, შობადობის მიმდინარე დონის შენარჩუნების შემთხვევაში და იმიგრაციის ჩაუთვლელად, 600 მილიონი იქნება. ევროპა იმ დროისთვის დაკარგავს იმდენ მცხოვრებს, რამდენიც დღეს, ერთად აღებული, ცხოვრობს გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში. ბოლოჯერ ევროპის მოსახლეობის ასეთი დიდი შემცირება შავი ჭირის ეპიდემიის დროს, 1347-1352 წლებში, შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით სერიოზული ვითარებაა გერმანიაში, რომლის მოსახლეობა 2050 წლისთვის 82 მილიონიდან, შეიძლება, 59 მილიონამდე შემცირდეს.

შესაბამისად, იცვლება მოსახლეობის ასაკოვანი სტრუქტურა. 2003 წლიდან 2011 წლამდე მნიშვნელოვნად დაჩქარდა მოსახლეობის დაბერების პროცესი. 40 წლის შემდეგ 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა 40 პროცენტით შემცირდება (ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მეათე 80 წლის იქნება), მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს 60 წლის ადამიანები. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის შეფარდება ხანდაზმულებთან იქნება 2:1.

მიმდინარე ცვლილებები საეჭვოს ხდის, რომ ევროსაბჭო შეძლებს, შეინარჩუნოს არსებული სოციალური მთლიანობა. იმის გამო, რომ ბავშვების რაოდენობა უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა და გაჩნდება მუშახელის კატასტროფული დეფიციტი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თვით სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. სანამ ევროპაში ჯერ კიდევ მუშაობს მეორე მსოფლიო ომისშემდგომი შობადობის ბუმის პერიოდში დაბადებული მრავალრიცხოვანი თაობები, მაღალი სოციალური სტანდარტების შენარჩუნება ჯერ კიდევ იქნება შესაძლებელი, მაგრამ, როდესაც ისინი პენსიაზე გავლენ, ვითარება ძირფესვიანად შეიცვლება, რადგან შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება კატასტროფული გახდება. ამით აიხსნება ევროპელი პოლიტიკოსების თავგამოდებული მცდელობა, გაზარდონ საპენსიო ასაკი, გადახედონ ინვალიდებისა და პენსიონერების უზრუნველყოფის სქემებს, ეგებ რამენაირად მაქსიმალურად შესაძლო ვადით გადასწიონ მაღალი დონის სტანდარტებისა და მოხმარების ვარდნის პერიოდი, რომელსაც უეჭველად მოჰყვება ამ ყველაფრის ჩამოშლა. ასეთ პირობებში მოსალოდნელი კრიზისის თავიდან აცილების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ყალიბდება იმიგრანტების ნაკადის მოზღვავება.

მიგრაციის საკითხების საერთაშორისო ორგანიზაციის პრესმდივნის _ ჟანფილიპ შოზის განცხადებით, “ლეგალური იმიგრანტების გარეშე ევროპელებს თავიანთი სამუშაო დღის გახანგრძლივება, უფრო სოლიდურ ასაკში პენსიაზე გასვლა მოუწევთ. უთუოდ დაკარგავენ სახელმწიფო პენსიის ნაწილს და უფასო სამედიცინო მომსახურებას; ასე მოხდება იმიტომ, რომ მომუშავეთა ნაკლები რაოდენობა გადაიხდის გადასახადებს და ნაკლებადვე შეეხიდება სოციალურ სისტემას”.

საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთ საიდუმლო დოკუმენტში ჯერ კიდევ 2000 წელს მითითებული იყო, რომ ევროსაბჭოს არ აქვს 75 მილიონი მიგრანტის მოწვევის ალტერნატივა. ამასთან, ფრანგი ექსპერტები აღიარებდნენ, როგორ პრობლემებს წარმოშობდა ასეთი კარგახსნილობა რასობრივად ჰიბრიდულ საზოგადოებაში.

მიგრაციული სიტუაცია ევროპაში უკიდურესად გამწვავდა იმის გამო, რომ მას დაემატა რელიგიური ფაქტორი. შედეგად, მიგრაცია და ისლამი გაერთიანდა ერთ პრობლემად, რომელიც შეუმჩნევლად მწიფდებოდა.

შრომითი მიგრაციის პირველი ტალღა ევროპას მიაწყდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1960-იან წლებში, როცა დაიწყო ჩასულთა დაბალკვალიფიციურ და დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე მიგრანტთა მიღება, იმიგრაცია ეკონომიკური განვითარების მუდმივ ფაქტორად ჩამოყალიბდა. რადგან იმიგრანტები მაშინ ინდივიდუალურად ჩადიოდნენ და არ აპირებდნენ იქ სამუდამოდ დასახლებას, ეს პროცესი შეშფოთებას არ იწვევდა, მაგრამ 1973-1974 წლების კრიზისის პირობებში ვითარება თანდათან შეცვალა და მიგრაცია სერიოზულ პრობლემად ჩამოყალიბდა, რომელსაც სპეციალური რეგულირება სჭირდებოდა.

მიგრანტებისთვის გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებამ უბიძგა მათ, სამუშაო რომ არ დაეკარგათ, ადგილობრივ დამკვიდრებულიყვნენ, ჩამოეყვანათ ოჯახები და ახალ სამშობლოში დასახლებულიყვნენ. შედეგად, მიგრაციის შეზღუდვის პოლიტიკა ევროპაში მუსლიმანთა დაფუძნების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ჩამოყალიბდა.

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში ევროპაში მიგრანტების ახალი ნაკადი შემოვიდა, რომელიც განპირობებული იყო საერთაშორისო გეოპოლიტიკური ცვლილებებით, შრომის მსოფლიო ბაზრის დესტაბილიზაციითა და ბიზნესის ნეოლიბერალურ სტრატეგიაზე გადასვლით. მიგრაციული ნაკადები სტიქიური ხასიათის გახდა, ამჟამად ევროპის კონტინენტზე ყოველწლიურად თავშესაფარს ოფიციალურად 400 ათასამდე ადამიანი ეძებს, ხოლო სხვადასხვა არალეგალური არხებით იქ ჩადის 500 ათასზე მეტი მიგრანტი. ევროპაში არალეგალური მიგრანტების საერთო რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემით, 5-დან 7 მილიონია. არალეგალების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ყველაზე მეტი უკანონო მიგრანტი თავმოყრილია საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, თითოეულ მათგანში 1-1,15 მილიონია და ყოველწლიურად 100 ათასით იზრდება.

მათი ძირითადი ნაკადი ჩადიოდა და ჩადის ჩრდილოეთ აფრიკიდან. მაროკოსა და გიბრალტარის გავლით ჩადიან ესპანეთში, იქიდან კი _ სხვა ქვეყნებში ნიდერლანდების ჩათვლით. მეორე ნაკადი თურქეთსა და ქურთისტანში ჩადის, იქიდან საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით _ იტალიაში. ამ კუთხით რეკორდული იყო 2011 წელი _ არაბეთის რევოლუციებისწელიწადი, როცა პირველ ცხრა თვეში ევროკავშირის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის თითქმის 113 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, მუსლიმი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში 2000 წლისთვის მკვეთრად გაიზარდა და, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად აღრიცხვა შეუძლებელია, სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებით, 15 მილიონიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. მათგან ყველაზე მეტი საფრანგეთში დარჩა (8 მილიონი ადამიანი _ მოსახლეობის 9 პროცენტი), ასევე, გერმანიაში (3-3,5 მილიონი _ 4 პროცენტი), დიდ ბრიტანეთში (3,3 მილიონი _ 4 პროცენტი), ნიდერლანდებში (1 მილიონი _ 5 პროცენტი).

რაგინდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან მონაცემები, აშკარად არის გამოკვეთილი მიგრანტი მუსლიმების ევროპული საზოგადოების მნიშვნელოვან ელემენტად გადაქცევის ინტენსიური პროცესი, რომელმაც გამოიწვია სერიოზული სოციალური პრობლემები და დაიწყო მუშაობა საზოგადოების დეზინტეგრაციაზე.

იმის გამო, რომ მუსლიმების შობადობა 2-3-ჯერ აჭარბებს ევროპელების შობადობას, 20-30 წლის შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდება, რაც უკიდურესად გაამწვავებს დემოგრაფიულ პრობლემებს.

ამ თვალსაზრისით ფრიად დამახასიათებელი ვითარებაა შექმნილი დიდ ბრიტანეთში. პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან ჩასულთა რაოდენობა იქ 2 მილიონს აღწევს, მათ შორის ინგლისში დაბადებულთა რაოდენობა 50 პროცენტია. დემოგრაფების მონაცემებით, ინდოელთა ერთი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება, დიდი ბრიტანელებისა 2,4-ია, ხოლო აზიელი მოსახლეობის 16 წლის ასაკამდე მოსახლეობის რაოდენობა “თეთრ მოსახლეობაზე” მეტია, ე.ი. ახლო მომავალში იგი გაორმაგდება.

თვალსაჩინოა ბელგიაში არსებული ვითარება, სადაც მუსლიმთა რაოდენობა 450 ათას ადამიანს შეადგენს (ადგილობრივი მოსახლეობა 10 მილიონია). სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მალე მაჰმადიანობის ადეპტები უმეტესობით იქნებიან წარმოდგენილი ბრიუსელის მოსახლეობაში.

ნებისმიერი დემოგრაფისთვის აქსიომაა, რომ, თუ მიგრაცია დიდი მასშტაბით ხორციელდება იმ ქვეყანაში, რომელშიც ძირძველი მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება, იწყება ეთნიკური სტრუქტურის ღრმა მოდიფიკაცია, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს ქვეყნის ეროვნული იდენტიფიკაცია. ევროპაში უკვე მიმდინარეობს ღრმა ეთნოკულტურული გარდაქმნა, რომელსაც მივყავართ სოციალური დაპირისპირებისა და ეროვნებათაშორისი პრობლემების უკიდურესი გამწვავებისკენ, რაც საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციის საწინდარია.

სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის თვისებრივი ცვლილებები, რომლებიც ევროპაში დაფუძნებული მუსლიმთა დიასპორაში მჟღავნდება. 30 წლის განმავლობაში მუსლიმი მიგრანტების მეორე და მესამე თაობებმა ევროპულ სამყაროში თავიანთი მამებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იგრძნეს თავი. ისინი აღარ მალავენ თავიანთ რელიგიურ და ეროვნულ კუთვნილებას და განათლების საკითხის გააქტიურებით ხელი შეუწყვეს შიდა, ლოკალური ისლამის ფორმირებას. ამ ე.წ. უმცირესობათა ისლამმა, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა თავისი პრობლემების შესახებ, სავსებით გარკვეულად დააყენა ახალ საცხოვრებელ სივრცეში თვითიდენტიფიკაციის სპეციფიკის დაცვის საკითხი. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1970-იანი წლების ბოლოს ისლამის “გამოღვიძებამ” და მისმა აღორძინებამ სოციალიზმის ნგრევის პერიოდში. ახალმა თაობამ გარკვეულად იმოქმედა ევროპის მუსლიმთა თემების ქცევის შეცვლაზე. მისი თვითშეგნების დამახასიათებელ თავისებურებად ჩამოყალიბდა გაორება. ერთი მხრივ, ახალგაზრდა მუსლიმები უფრო მეტად არიან მოცული ევროპული კულტურით; მეორე მხრივ კი, მათი რელიგიურობა უფრო მკაცრი ფორმით მჟღავნდება, რომელსაც პირველადი ისლამისკენ მიბრუნებად სახავენ და რომელიც ზოგჯერ ფანატიკური რწმენის ფორმას იღებს.

ევროპას ისინი საკუთარ სახლად მიიჩნევენ და დაუფარავად ცდილობენ, ხელთ იგდონ ევროპული ინტელექტუალური სივრცე. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათ ანგარიში გაუწიონ მაინცდამაინც, როგორც მაჰმადიანებს, რათა საშუალება ჰქონდეთ, უერთგულონ ისლამურ ღირებულებებს. ამ პროცესის შედეგად სულ უფრო მყარად იკიდებენ ფეხს, როგორც განსხვავებული რელიგიური და კულტურული ფასეულობების მატარებელნი. ერთმა განათლებულმა მუსლიმმააქტივისტმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “დღეს მე განვამტკიცებ ჩემს განსხვავებულობას, რომელიც არის ჩემი იდენტურობა აქ, საფრანგეთში, და მე მსურს, პატივი მცენ, სწორედ როგორც მუსლიმს”.

მუსლიმთა თემში დაწყებულმა დისკუსიამ აიძულა ისლამური მოძრაობის ძველი თაობა, გადაესინჯა კონტინენტისადმი თავისი დამოკიდებულება და გამოემუშავებინა ახალი იურიდიული შეფასებები. ამ მხრივ 1990-იანი წლები გახდა გარდამტეხი, რადგან სწორედ მაშინ ე.წ. ანგაჟირებული ისლამის პრინციპები, რომელთა თანახმად, ნებისმიერი მაჰმადიანი ევროპაში (არის თუ არა იქაური მოქალაქე) საკუთარ თავს უნდა განიხილავდეს იმ ქვეყანასთან, სადაც ცხოვრობს, მორალური და სოციალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსრულებელ მხარედ და პატივს სცემდეს მის კანონებს.

მაგრამ ამ პრინციპების მიღებამ კიდევ უფრო გაამწვავა მუსლიმთა აზროვნების გაორება, რადგან ამ პრინციპებმა მხოლოდ ჩარჩოები შემოხაზა, რომელთა შიგნითაც გრძელდება ისლამურ ფასეულობათა დამკვიდრება. ახალგაზრდა მუსლიმთათვის მნიშვნელოვანია არა იმდენად რელიგიური კულტის აღსრულება, არამედ რელიგიური განათლებისა და ცხოვრების ყაიდის გარკვეულ სისტემაში არსებობა. იმის გამო, რომ რელიგიური მომზადების ცენტრები ევროპაში საკმარისი რაოდენობით არ არის, ამ ცოდნას მას აზიარებენ, ძირითადად, ისლამის კონსერვატიული და ფუნდამენტური მიმართულებები. სწორედ ამ უკანასკნელს ხელეწიფება საბაზო განათლებით სწრაფი აღჭურვა. ამას კი მივყავართ იმ სიტუაციამდე, როცა მუსლიმი ახალგაზრდობა, რომელიც სულ უფრო აქტიურად ერთვება დასავლურ საზოგადოებაში, ამასთანავე, მასში (ამ საზოგადოებაში) სულ უფრო მეტად შეაქვს თავისი ხედვა. ასე რომ, ევროპულ კულტურაში ისლამის მშვიდობიანი შეჭრის პარალელურად ხდება მისი რადიკალიზაცია, რომელიც ახალგაზრდობას ამ კულტურის წინააღმდეგ განაწყობს.

“ლოკალური ისლამის” ევროპაში დამკვიდრების ძლიერ ფაქტორად წარმოგვიდგა ამ წლების განმავლობაში ევროპის მმართველი კლასის მიერ განხორციელებული “მულტიკულტურიზმის” პოლიტიკა, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც საზოგადოების დაშლის თავიდან აცილების ერთადერთი ეფექტიანი საშუალება. მას საფუძვლად უდევს “კულტურების ურთიერთგამდიდრებისა და განაყოფიერების”, ანუ “ხალხთა შეჯვარების” კონცეფცია, რომელიც კულტურული პრინციპიდან არის აღმოცენებული.

(ამ თემით გაგრძელდება მომდევნო ნომრის პუბლიკაცია)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here