Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გეგმები, მექანიზმები, შედეგები

1178
ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #25, 2020წ.

აჰადჰაამსა და ჰერცლს შორის დაპირისპირება პირველის გამარჯვებით დასრულდა (1903 წელს ჰერცლი მოულოდნელად გარდაიცვალა): 1911 წელს სიონისტურ მეორე კონგრესზე მისი თეორია იმარჯვებს და შეაღწევს ორგანიზაციაბნაი ბრითში”. მისმა მომხრეებმა დიდი უმრავლესობით სძლიეს მოწინააღმდეგეებს. “სულიერი სიონიზმისმთავარი ორგანო გახდაბნე სიონი”, რომელიც თავისი განშტოებებით ევროპას იყო მოდებული.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ აჰად-ჰაამი ითვლებოდა “სულიერი სიონიზმის” ავტორად, იგი მხოლოდ გამოხატავდა ჰაბადის ხასიდების თვალსაზრისს, რომლის მთავარი იდეა იყო იუდეველების სათავეში მდგომთა მსოფლიოში გაბატონებისთვის ხელშეწყობა. მათ შეძლეს ამ თეორიის გასაგებად გადმოცემა იმ დროს მოდური ეროვნული თეორიების ჭრილში, როგორც “ებრაული იდეოლოგიისა”. ასაბუთებდნენ მას იმავე რელიგიური პრინციპებით, რომლებიც საერო გარსში იყო მოქცეული. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი მეცნიერი სიონისტური პოლიტიკის ანალიზისას მიმართავდა პლატონის უტოპისტურ თეორიებს. მაგალითად, ებრაელი მკვლევარი მოზეს ჰადასი ამტკიცებდა, რომ “კლასიკურმა იუდაიზმმა” (თალმუდიზმმა) პლატონიზმის, უწინარეს ყოვლისა, კი მისი სპარტის ხატის _ იდეალური სახელმწიფოს _ სერიოზული გავლენა განიცადა.

პლატონის პოლიტიკური სისტემის მთავარი პრინციპი, რომელიც იუდაიზმმა ჯერ კიდევ ჰასმონეის პერიოდში (II-I საუკუნეები ჩვენს ერამდე) მიიღო დადასტურება იმისა, რომ “ადამიანის ქცევის თითოეული დეტალი უნდა დაუქვემდებარდეს რელიგიას, რომელიც არის იარაღი მმართველის ხელში”, ანუ რაბინები მანიპულირებდნენ იუდაიზმით თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჰადასი წერს, რომ იუდაიზმმა მიიღო ის, რაც პლატონმა თავისი პროგრამის მიზნად გამოაცხადა: “მთავარია, რომ არავინ _ არც კაცი, არც ქალი არ დარჩეს ინიციალური პირის ყურადღების გარეშე და რომ არავის გაუჩნდეს თავისი შეხედულებით რაიმეს კეთების ჩვევა. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მივაჩვიოთ იგი, არასოდეს ჩაფიქრდეს ამის ინდივიდუალურად გაკეთების შესაძლებლობაზე და არც უნდა იცოდეს, როგორ კეთდება იგი”. ამრიგად, სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია “ებრაულ იდეოლოგიაზე”, შეიძლება მხოლოდ “დახურულ საზოგადოებად” იყოს წარმოდგენილი.

თვით სიონიზმში შეიძლება გამოვყოთ სამი რკალი (წრე): “შიგა” _ კაბალისტური, რომლის გამომხატველია ჰასიდიზმი და მისი მთავარი განშტოება _ სექტა საბადი; “საშუალო” _ თალმუდური იუდაიზმი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან “განათლებული” რაბინები და მათი მოსწავლეები; და მესამე _ “გარე” წრე, რომელშიც შედიან “გაუნათლებელი” ებრაელები, რომლებსაც იუდეველი ბელადები უწოდებენ “ამ-ჰაარეცს”, “პლებეებს”, რაც “კანონის უცოდინარებს” ნიშნავს. ესენი არიან დაბალი ხარისხის ადამიანები, რომლებიც თალმუდში შედარებული არიან ცხოველებთან და მწერებთან, რომელთა მოკვლა არ ისჯება ცოდვათა მიტევების დღესაც კი.

ამჰაარეცისბელადებისთვის ეს არის მხოლოდ საშუალება მსოფლიო ბატონობის გზაზე; მასალაა, რომელსაც გამოიყენებენ სოციალური რევოლუციებისა და ომების პროვოცირებისთვის და რომლის საიქიოში გასტუმრებაც შეუძლიათ საჭიროებისამებრ, თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან განსამტკიცებლად. XX საუკუნის დასაწყისისთვის ებრაელთა მასა უკვე აღარ წარმოადგენდა კონსოლიდირებულ საზოგადოებას, იუდეველთა სათავეში მდგომნი ცდილობდნენ, სიონიზმის დახმარებით სათავისოდ აღედგინათ მორჩილი “ამ-ჰაარეცების” სოციალური ბაზა, რომელთა მართვა მით უფრო იოლი იყო, რაც ნაკლებად იყვნენ გარკვეული თალმუდის კანონებში.

აღმოსავლელი ებრაელებისდასავლეთში მასობრივი იმიგრაციის შედეგად XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და აშშში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სიონიზმისმეხუთე კოლონა”, რომელმაც შეაძლებინა მას (საერთაშორისო სიონიზმს), დაერღვია ხელისუფლების წონასწორობა ამ ქვეყნებში. სიონისტების მთავარი შედეგი იყო ანგლოსაქსური ელიტის წამყვანი წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური სიონიზმის იდეების არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ჩრდილოვანი ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბება მის წიაღში, რომელიც წარმოდგენილი იყომრჩეველთა ინსტიტუტისსახით. ამ სტრუქტურის წარმომადგენლები მიჩენილი ჰყავდათ სახელმწიფო მოღვაწეებს და მათ, ვინც მზად იყო მსოფლიო მმართველობის საკითხების გადასაწყვეტად. “მრჩეველთა” წარმატებული საქმიანობა, თავის მხრივ, განპირობებული იყო ანგლოსაქსური ელიტის ყველაზე გავლენიანი ნაწილის ორიენტაციით ქრისტიანულ სიონიზმზე ან ახალ პროტესტანტიზმზე, რომელიც ინგლისში ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში ჩაისახა (ავტორები _ ჯონ დარბი, დუაიტ მოუდი, საირუს სკოუფილდი და სხვ.) და რომელიც ამერიკის პროტესტანტული ფუნდამენტალიზმის ბევრმა დინებამ გაითავისა.

ქრისტიანული სიონიზმის მთავარი მიმართულებები იმეორებდა სიონიზმის ძირითად იდეებს; დაწვრილებით განმარტავდა ძველ აღთქმას ებრაელების ღვთისრჩეულობისა და ნილოსიდან ევფრატამდე ტერიტორიის ფლობის ღმერთის მიერ მინიჭებული უფლების შესახებ, თავისებურად განიხილავდა იოანე მოციქულის გამოცხადებას. მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ყველა ებრაელი დაბრუნდებოდა ისრაელში, ისინი განდევნიდნენ მუსლიმებს, აღადგენდნენ სოლომონის ტაძარს, რის შემდეგაც დაიწყებოდა არმაგედონის უკანასკნელი ბრძოლა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა. ამის კვალზე მოხდება მეორედ მოსვლა და ებრაელების გაქრისტიანება (ვინც არ მოინათლება, დაიღუპება).

ქრისტე დააწესებს თავის ბატონობას ებრაელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოში, საიდანაც განახორციელებენ მის მმართველობას მსოფლიოში. შესაბამისად, ის ებრაელები, რომლებიც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას, გადარჩებიან, ვინც არა _ ჯოჯოხეთში მოხვდება. დაიღუპებიან ის ებრაელებიც, რომლებიც არ გაქრისტიანდებიან. XIX საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნიერების დაღუპვის ეს წინასწარმეტყველებანი გამდიდრდა უილიამ ბლექსტოუნის, ამერიკელი ქრისტიანული სიონისტის, შეფასებებით. მან მკაცრად გააკრიტიკა ის ებრაელები, რომლებმაც არ აღიარეს სიონიზმი არც სეკულარული, არც რელიგიური ფორმით და არ ისურვეს პალესტინაში დაბრუნება.

ახალი პროტესტანტიზმი და მისი ახალი პოსტულატების მხარდაჭერა სიონიზმის ბელადების ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ისინი ცდილობდნენ, ამ იარაღით დაემკვიდრებინათ თავიანთი გავლენა ანგლოამერიკულ ისტებლიშმენტზე, რაც საშუალებას მისცემდათ, სახელმწიფოს პირველ პირებად აერჩიათ სიონიზმისადმი ლოიალურად განწყობილი მოღვაწეები, რომლებიც მზად იქნებოდნენ მითითებების შესასრულებლად. ამის ნათელ მაგალითად ითვლება ინგლისის პრემიერმინისტრის პოსტზე არტურ ბალფურის, დევიდ ლოიდ ჯორჯისა და უინსტონ ჩერჩილის დანიშვნა. სიონიზმის ბელადები მათ, მხოლოდ “მეორე ხარისხის” ადამიანებად აღიქვამდნენ, რომლებსაც მისიის შესრულების შემდეგ დაივიწყებენ.

მთავარია ის, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის იმპერიების მსოფლიო ბატონობის იდეები სიონიზმის მმართველთა ინტერესებს გადაეჯაჭვა. მათ ახალი პროტესტანტების სახით მძლავრი დახმარება მიიღეს ანტისიონისტურად განწყობილი ფართო მასების დამუშავების საქმეში.

რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორები
რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორები

პროტესტანტული სიონიზმის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცაბლექსტოუნის სამახსოვრო წერილისგამოქვეყნება 1891 წელს. ეს იყო ებრაული სახელმწიფოს იდეის მხარდამჭერი პეტიცია, რომლითაც მიმართეს პრეზიდენტს. მას ხელი მოაწერა 413-მა ყველაზე გავლენიანმა ამერიკელმა. მათ შორის იყვნენ როკფელერი, მორგანი, მაკკორმიკი და სხვები.

მაგრამ სიონიზმის მოწონებისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი იყო 1917 წელს ბელფურის ცნობილი დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა პალესტინის აღიარების პრინციპს ებრაელი ხალხის ეროვნული კერის აღორძინებად აღიქვამს, ადასტურებს, რომ ებრაელ ხალხს აქვს უფლება, საფუძველი ჩაუყაროს პალესტინაში ცხოვრების ეროვნულ წესს.

დეკლარაცია (წერილი), რომელიც ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ბელფურმა ბრიტანეთის სიონისტური ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ როტშილდს გაუგზავნა, მომზადებული იყო სერ უილფრედ მილერის მიერ, რომელიც მაშინ ლოიდჯორჯის სამხედრო კაბინეტში მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართვა კომპრომისული ვარიანტი იყო, სიონისტები მას დიდ გამარჯვებად აღიქვამდნენ, რადგან, ჯერ ერთი, ტერმინიკერამათთვისებრაელების სახელმწიფოსმხოლოდ ევფემიზმი იყო; მეორე, სიონისტური მოძრაობის უკან დიდი სახელმწიფო იდგა. ეს შესაძლებელი შეიქნა პირველი მსოფლიო ომის წყალობით.

ამ მსოფლიო კონფლიქტის მთავარი მიზანი, რომელიც იგეგმებოდა “მრგვალი მაგიდისა” და მასონური სტრუქტურების წიაღში, იყო კონტინენტურ ევროპასა და რუსეთში ანგლო-ამერიკული ფინანსური გაბატონებისთვის საჭირო ნიადაგის მომზადება სამი იმპერიის (გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის) დანგრევის გზით და მათი საფინანსო-ეკონომიკური სისტემების აშშ-ისა და ბრიტანეთის ცენტრალური ბანკებისთვის დაქვემდებარება.

მსოფლიოს გარდაქმნის ერთერთი ვარიანტის შესახებ ცნობილი შეიქნა 1890 წელს, მას შემდეგ, რაც ინგლისის სახელმწიფო მოღვაწემ და უმაღლესი ფენის მასონმა ჰენრი დიუ პრე ლაბუშერმა თავის ყოველკვირეულ ჟურნალ The Truthში გამოაქვეყნა ანტიმონარქიული პამფლეტიკაიზერის სიზმარიევროპის მომავალი პოლიტიკური რუკის გამოსახულებით, რომელიც განჭვრეტდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად მომხდარ ტერიტორიულ ცვლილებებს.

  1. პირველი მსოფლიო ომის შედეგები: ანგლოსაქსური პროექტისთვის ასპარეზის გაწმენდა

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ფინანსური ცენტრი ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლებს. სწორედ აქ ყალიბდება ინსტიტუტები, რომლებსაც უნდა შეესრულებინა გადამწყვეტი როლი მსოფლიო სახელმწიფოს ევროპულ “საყრდენად” გადაქცევის საქმეში.

პირველი _ აშშ ხდება წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კრედიტორი ქვეყანა, რომელიც ფინანსურ დამოკიდებულებას ევროპაზე კონტროლის მთავარ იარაღად გამოიყენებს.

მეორე _ აქ იქმნება ახალი “აზროვნების ცენტრები”, რომლებშიც შეიმუშავებენ გლობალური მმართველობის პროექტებს, გააკონტროლებენ მსოფლიო ელიტების საქმიანობას.

მათ შორის პირველი იყო 1918 წელს პოლკოვნიკ ჰაუსისა და უმაღლესი სასამართლოს წევრ ფელიქს ფრანკფურტერის ინიციატივით შექმნილი საგარეო საქმეთა სადაზვერვო სამსახური გამოძიება”, რომელშიც ასობით მეცნიერი განიხილავდა მსოფლიოს მომავალი მოწყობის საკითხს ეკონომიკური წინაღობების მოშლისა და ეროვნებათა საერთო ასოციაციის შექმნის საფუძველზე.

მესამე _ მილნერის მონაწილეობით შექმნილი “მრგვალი მაგიდის” ამერიკული ვარიანტი, რომელიც შემდგომ მის ბრიტანულ ანალოგზე უფრო გავლენიანი ცენტრი გახდა.

დასასრულ, ნიუ-იორკელი ფინანსისტებისა და საერთაშორისო ადვოკატების მიერ ყალიბდება საერთაშორისო ურთიერთობის საბჭო.

სწორედ ამ ცენტრებში იხვეწება ერთა ლიგის, როგორც კონტროლის ამერიკული ინსტიტუტის, პროექტი, მაგრამ ცნობილია, რომ ინგლისისა და საფრანგეთის ელიტების წინააღმდეგობის გამო ამერიკის გეგმები სრულად ვერ განხორციელდა. ამის გამო არც ვერსალის ხელშეკრულება, არც ერთა ლიგა აშშის მიერ არ იქნა რატიფიცირებული.

1921 წელს ჰაუსის ჯგუფი ჩართეს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში, შედეგად მეცნიერმა-გლობალისტებმა სერიოზული დაფინანსება მიიღეს. ბრიტანელებმა კი იმავე წელს ჩამოაყალიბეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტი.

ომის შედეგად მოიშალა ევროპაში არსებული წესრიგი, რომელიც სამი იმპერიის ძლიერებას ეფუძნებოდა _ რუსეთის, გერმანიისა და ავსტრიაუნგრეთის იმპერიების ძლიერებას. ორგანიზებულმა რევოლუციებმა ხელისუფლებაში მოიყვანა ძალები, რომლებსაც ეროვნული საფინანსო და ეკონომიკური სტრუქტურები სრულად უნდა დაექვემდებარებინა ძალაუფლების მსოფლიო ცენტრებისთვის. რუსეთში, სადაც სიონისტების გეგმები დაკავშირებული იყო ლევ (ლეიბა) ტროცკის (ბრონშტეინის) ძალაუფლების განმტკიცებასთან, საბოლოო ჯამში, ჩაიშალა სტალინის მიერ მოწყობილიგადატრიალებისგამო, მაგრამ გერმანიასა და ავსტროუნგრეთში დასახული ამოცანები გადაწყდა.

ამერიკული კაპიტალის გერმანიაში შეღწევის მთავარ ბერკეტად მოგვევლინა საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამხედრო ვალები, რომელთა გადახდის შესაძლებლობა მიბმული იყო გერმანიის რეპარაციების პრობლემის გადაჭრასთან. ეს პრობლემა გადაწყდა 1924 წელს დაუესის გეგმის დახმარებით, რომელიც ითვალისწინებდა რეპარაციების ორმაგად შემცირებას და აგვარებდა მათი დაფარვის წყაროების საკითხს. მაგრამ მისი მთავარი ამოცანა იყო ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გერმანული მარკის სტაბილიზაციის შემთხვევაში. საამისოდ გეგმა ითვალისწინებდა გერმანიისთვის დიდი სესხის მიცემას, რომელიც 200 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული (800 მილიონი მარკა). ნახევარს გასცემდა მორგანის საბანკო სახლი. ამასთანავე, ინგლისურ-ამერიკული ბანკები აწესებდნენ კონტროლს საფინანსო ღონისძიებებზე, ქვეყნის ბიუჯეტსა და საკრედიტო სისტემაზე. 1924 წლის აგვისტოში ძველი გერმანული მარკა ახლით შეცვალეს, გერმანიის ფინანსური მდგომარეობა გამყარდა დაგერმანიის ფინანსურ ძარღვებში შეუჩერებელ ნაკადად შეთქრიალდა ამერიკული სისხლი”.

შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ რეპარაციების ყოველწლიური გადასახადებით იფარებოდა მოკავშირეების მიერ გადახდილი ვალები, შეიქმნა .. ვაიმარის აბსურდული წრე. ოქრო, რომელსაც გერმანია სამხედრო რეპარაციების სახით იხდიდა, იყიდებოდა, გირავდებოდა და ქრებოდა აშშში, საიდანაც, როგორცდახმარება”, ბრუნდებოდა გერმანიაში, რომელიც მას უწილადებდა ინგლისსა და საფრანგეთს. ისინი ფარავდნენ აშშის სამხედრო ვალებს. ეს უკანასკნელი ამძიმებდა მათ პროცენტებით და კვლავ უბრუნებდა გერმანიას. შედეგად, გერმანიის მოსახლეობა ვალით დამძიმებული ცხოვრობდა. აშკარა იყო, თუ უოლსთრიტი გაიწვევდა თავის სესხებს, ქვეყანა გაკოტრდებოდა. ამასთანავე, ამერიკელი ბანკირები არაფერს აგებდნენ, რადგან სესხის დასაფარად მიღებულ ობლიგაციებს მიასაღებდნენ ამერიკელ მოქალაქეებს.

მეორე _ მიუხედავად იმისა, რომ კრედიტები გაიცემოდა ვალის დასაფარად, სინამდვილეში ხმარდებოდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის აღდგენას. საქმე ის არის, რომ გერმანელები კრედიტების დასაფარავად საწარმოთა აქციებს იყენებდნენ და ამიტომ იყო, რომ ამერიკულმა კაპიტალმა აქტიურად დაიწყო ინტეგრირება გერმანიის ეკონომიკაში. გერმანიის მრეწველობაში უცხოური შენატანის საერთო ჯამმა 1924-1929 წლებში თითქმის 63 მილიარდ ოქროს მარკას მიაღწია (30 მილიარდი სესხებზე მოდიოდა), რეპარაციების გადახდამ 10 მილიარდი მარკა შეადგინა. ფინანსური შენატანების 70 პროცენტს უზრუნველყოფდნენ აშშის ბანკირები.

“ი.გ. ფარბენინდუსტრი”, გერმანიის სამხედრო მანქანის მიმწოდებელი, რომელიც 45 პროცენტით აფინანსებდა ჰიტლერის საარჩევნო კამპანიას 1930 წელს, მთლიანად კონტროლდებოდა როკფელერის “სტანდარტ ოილის” მიერ. მორგანები “ჯენერალ ელექტრიკის” მეშვეობით აკონტროლებდნენ გერმანიის რადიო და ელექტროტექნიკურ მრეწველობას და ა.შ.

რაც შეეხება ავსტრია-უნგრეთის დაშლილ იმპერიას, აქ ანგლოსაქსური კაპიტალის გავლენის მოსაპოვებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალწარმოქმნილ დამოუკიდებელ ჩეხოსლოვაკიას, რომლის დამაარსებელი იყო თომაშ მასარიკი (1850-1937). ამ პიროვნებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ცენტრალური ევროპის ომისშემდგომ ისტორიაში, რაც განპირობებული იყო მისი მჭიდრო კავშირით უოლ-სტრიტის წრეებთან.

მკვლევარების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტომაშ მასარიკი, რომელიც მორავიაში დაიბადა, იყო მდიდარი ებრაელის _ ნათან რედლიხისა და მისი შინამოსამსახურის, წარმოშობით მორავიელი გერმანელის, შვილი. რედლიხმა ეს ქალი ერთ-ერთ მოსამსახურეს _ მასარიკს მიათხოვა, იზრუნა, ბავშვს კარგი განათლება მიეღო და სასწავლებლად გაგზავნა ლაიპციგისა და ვენის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ლაიპციგში მასარიკმა გაიცნო ამერიკელი სტუდენტი გოგონა შარლოტა ტარიგი, მდიდარი ამერიკელი ბანკირის _ ჩარლზ კრეინის ნათესავი, რომელიც ცოლად შეირთო. კრეინის დახმარებით, რომელიც მონაწილეობდა ვუდრო ვილსონის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში, მასარიკმა შეაღწია პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფ იმ პირთა წრეში, რომლებიც უოლ-სტრიტის ბანკირებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

ნიუ-იორკის ებრაულ თემში სიმპათია და მხარდაჭერა მასარიკმა დაიმსახურა იმით, რომ, როგორც ადვოკატმა, შეძლო ებრაელ გილზნერის დაცვა, რომელსაც ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა ბოჰემიაში ქრისტიანი გოგონას მკვლელობის გამო. თუმცა მთავარი ფაქტორი აქ სხვა იყო, კერძოდ, სიონიზმისადმი ღრმა პატივისცემა, რომლითაც მასარიკი აჰად-ჰაამის იდეების ზეგავლენით განიმსჭვალა და რომელსაც ნარკვევი უძღვნა. მასარიკი აღიარებდა სიონიზმის პოლიტიკურ მიზნებს. სიონიზმი მიაჩნდა ებრაელი ხალხის სულიერი აღორძინებისთვის მებრძოლ მოძრაობად, რომელიც ებრაელობისთვის მოითხოვდა განსაკუთრებული ეროვნული ჯგუფის სტატუსს, განავითარებდა ისრაელიანთა რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ემიგრაციაში ყოფნისას (ჟენევაში, პარიზში, ლონდონში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში, ბოსტონსა და სხვა ქალაქებში) მან ბევრი გავლენიანი სიონისტური მოღვაწე გაიცნო, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ლოიდ ჯორჯთან და ვუდრო ვილსონთან, რამაც გაამყარა მისი, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, მდგომარეობა.

სწორედ პირველი მსოფლიო ომის წლებში, აშშ-ში ყოფნის დროს მასარიკი გახდა ჰაბსბურგის იმპერიის დემონტაჟისა და გარდაქმნის რეალიზაციის ამერიკული პროექტის მთავარი მონაწილე. მას აკისრებენ იმავე მისიას, რომელსაც ლევ (ლეიბა) ტროცკი რუსეთში ასრულებდა.

1915 წლის ივლისში მასარიკი ჯერ კიდევ არარსებული ჩეხოსლოვაკიის სახელით ომს უცხადებს ავსტრო-უნგრეთს და პეტერბურგში ამერიკული სპეცსამსახურების მომავალ წარმომადგენელთან, ებრაელ ემანუილ ვოსკასთან ერთად აყალიბებს თავისი “გმირობით” გამორჩეულ ჩეხოსლოვაკიურ კორპუსს რუსეთში, რომელიც ახალი სახელმწიფოს მშენებლობისთვის საჭირო სიმდიდრეების გადაქაჩვის მთავარი მექანიზმი გახდა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თვითგამოცხადებული ჩეხოსლოვაკიის მთავრობა გადადის პეტერბურგში, შემდეგ _ მოსკოვში, 1918 წლის მარტში კი მასარიკი და ტროცკი ხელს აწერენ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ. ფაქტობრივად, იგულისხმებოდა, რომ ჩეხოსლოვაკებს უნდა უზრუნველეყოთ ტროცკის რეჟიმის სტაბილიზაცია. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ამერიკული ხელმძღვანელობის მითითებითა და ამერიკული ფულის მეშვეობით (ამ ოპერაციისთვის აშშის კონგრესმა შვიდი მილიონი დოლარი გამოჰყო). 1918 წელს მასარიკი, რომელიც ამერიკაში იყო ჩასული, შუაევროპული კავშირის ხელმძღვანელად დანიშნეს, რომელმაც გააფორმა სამხედრო ხელშეკრულება აშშ-თან, და მაშინვე გამოაცხადა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, რითაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ავსტრო-უნგრეთის იმპერიას.

ჩეხოსლოვაკიის, მანამდე არარსებული სახელმწიფოს, შექმნის მიზანი გარკვეული იყო: ევროპის ცენტრში უნდა წარმოქმნილიყო სახელმწიფო, რომელსაც გააკონტროლებდა სიონიზმი. მისი საზღვრები ისე იყო მოხაზული, რომ მასში შემავალ არც ერთ ხალხს უმრავლესობა არ უნდა ჰქონოდა. ბოჰემიის, მორავიის, სლოვაკიის, სილეზიისა და იმიერკარპატეთის რუსეთის ნაწილის მიწებზე დასახლებულნი იყვნენ გერმანელები, სლოვაკები, უნგრელები. ჩეხები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები იყვნენ, ე.ი., ეროვნულ უმცირესობად რჩებოდნენ. შემაკავშირებელი საწყისის ფუნქციას ასრულებდნენ ჩეხი, გერმანელი, სლოვაკი და უნგრელი იუდეველები _ კომერსანტები, მეწარმეები, მოხელეები, თავისუფალი პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის ჭეშმარიტი პატრონები გახდნენ. ჩეხოსლოვაკიის, როგორც ევროპის ცენტრში ძლიერი ებრაული სახელმწიფოს, ფუნქცია ამ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც შეინარჩუნა. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ჩეხეთზე.

ჩეხოსლოვაკიის საზღვრების, ისევე, როგორც სხვა აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების საზღვრების დადგენაში დიდი როლი ითამაშა ებრაელთა დელეგაციების კომიტეტმა, რომელიც 1919 წლის მარტში პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობისთვის შეიქმნა. მას მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება უნდა გაემახვილებინა ებრაელთა მდგომარეობაზე ცენტრალური აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში და მიეღო საერთაშორისო გარანტიები მათი უფლებების დასაცავად.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეოდნენ ებრაელთა ეროვნული კრებების, საბჭოების კომიტეტების, აგრეთვე, ამერიკის ებრაელთა კომიტეტის, პალესტინის ებრაელთა თემებისა და სხვათა წარმომადგენლები.

ბნაი-ბრიტის სტრუქტურამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი მოთხოვნით _ ახალ სახელმწიფოებთან დადებულ ხელშეკრულებებში გაეთვალისწინებინათ განსაკუთრებული პირობების შექმნა ყველა ეროვნული უმცირესობისთვის მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დასაცავად და უზრუნველეყოთ მათი ავტონომია კულტურის, რელიგიის სფეროებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მემორანდუმმა გადამწყვეტი გავლენა იქონია ერთა ლიგის მიერ დადებული ხელშეკრულებების შინაარსსა და ფორმულირებებზე.

მართალია, ეს ხელშეკრულებები ყველა ეროვნულ უმცირესობას ეხებოდა, მაგრამ დასამალი არ არის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ სწორედ ებრაელებისთვის ჰქონდა. ებრაელთა დელეგაციების კომიტეტმა განაგრძო მოღვაწეობა ებრაული უმცირესობის უფლებების დასაცავად. 1936 წელს იგი შეცვალა ებრაელთა მსოფლიო კონგრესმა (გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მისვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა).

ომებს შორის პერიოდში ჩეხოსლოვაკიამ, რომელიც “ტოლერანტობის” მოდელის როლში გამოდიოდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპულ ელიტებზე სიონიზმის კონტროლის რეალიზაციის საქმეში. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ აქ სიონისტური მოძრაობის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ყოველმხრივ დამუშავდა პან-ევროპის, ანუ “ევროპის შეერთებული შტატების” მშენებლობის პროგრამა (იდეას დიდი ხნის ისტორია აქვს), რომლის ავტორად მიიჩნევენ გრაფ რიჰარდ ნიკოლაუს ფონ კუდენჰოვეკალერგის.

ოლღა ჩეტვერიკოვა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here