Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გეგმები, მექანიზმები, შედეგები

1888
ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

წინათქმა

გლობალური მმართველობისა და საყოველთაო ზენაციონალური კონტროლის ამოქმედება მსოფლიო ელიტების წარმომადგენლების წამყვანი ფორუმებისა და თათბირების დღის წესრიგში მთავარ საკითხად 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე შეიტანეს. პროექტები და გეგმები, რომლებსაც აქამდე დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ, კაცობრიობის განვითარების მთავარ მიმართულებებად წარმოადგინეს. შედეგად, მოვლენათა განვითარების ლოგიკა სულ უფრო დაემსგავსა ცნობილ გეგმებსა და სცენარებს, რომლებიც შედგენილი იყო თანამედროვე ფინანსური კაპიტალის ფორმირების განთიადზე და კარგად იყო გაწერილი ინტელექტუალების ანტიუტოპიების პროექტებში. ყველაფრით დასტურდება, რომ შესული ვართ თვისობრივად ახალ მსოფლიო გაერთიანებაში, რომელიც ტრანსნაციონალური ელიტების ძალაუფლების სისტემის საშუალებით გლობალური მმართველობის სტრატეგიის რეალიზაციის დამამთავრებელ სტადიაში შეჰყავთ.

  1. მსოფლიო სახელმწიფოს ანგლოსაქსური და სიონისტური პროექტები

ტრანსნაციონალური ელიტების მიერ ეროვნულ ხელისუფლებათა კონტროლის საიმედო სისტემის დანერგვის ფარული სტრატეგიის შემუშავება შესაბამის ცენტრებსა და ფონდებში XIX საუკუნის ბოლო მესამედში დაიწყო. მაშინ ეს სისტემა იყო წარმოდგენილი იმ პროექტების ერთობლიობით, რომლებშიც წამყვან როლს თამაშობდა ორი პროექტი _ პროტესტანტული და იუდეველთა.

საუკუნის დასაწყისში ფინანსური ელიტების “ტვინის ცენტრი”, რომლის ბირთვში შედიოდნენ ანგლოსაქსური საბანკო წრეები, როტშილდის კლანის გარშემო კონცენტრირებული ებრაული კაპიტალით იყო წარმოდგენილი. ეს ცენტრი ლონდონის სითიში მდებარეობდა და დღემდე იქ რჩება. აქ არის როტშილდების მიერ კონტროლირებადი ინგლისის ბანკი, ლონდონის ბირჟა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრების შტაბ-ბინები, ასევე ფლიდ სტრიტი _ საგაზეთო და საგამომცემლო სამყაროს გული.

სითის მართავსკორონა”, რომელიც 13 ადამიანისა და სითის ხელმძღვანელისგან _ “ლორდმერისგანშედგება. ისინი რეალურად არ ემორჩილებიან არც მონარქიას, არც ბრიტანეთის პარლამენტს. სწორედ სითი არის ინგლისის ჭეშმარიტი მმართველი, მასზე არიან დამოკიდებულნი ბრიტანეთის დედოფალიც და მთავრობაც, რომლებიც მის ხელში, ფაქტობრივად, მარიონეტები არიან.

სითის ძლევამოსილება განაპირობა ორმა იმპერიამ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მოქმედებდა. პირველი იყო ბრიტანეთის კოლონიური იმპერია, რომელსაც სამეფო ოჯახი მართავდა. მას ემორჩილებოდა თეთრკანიანებით დასახლებული კოლონიები (სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა). მეორე _ “კორონას” იმპერია, რომლის საკუთრებად ითვლებოდა ყველა სხვა ტერიტორია, რომელთა შორის მთავარი იყო ინდოეთი. ინგლისის სამეფო ოჯახი მჭიდროდ თანამშრომლობდა საფინანსო-კომერციულ კასტასთან ბრიტანეთის სპეცსამსახურების _ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვისა (MI-6) და “სიკრეტ ინტელიჯენს სერვისის” მეშვეობით. ფინანსური ძალაუფლების ხელში ჩაგდებით, პრესისა და განათლების მეშვეობით სითი ზემოქმედებდა პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, რომელიც აკონტროლებდა სტრატეგიულ სფეროებს მსოფლიოში.

ინგლისის ფინანსური ელიტების ცენტრად ჩამოყალიბდა “მრგვალი მაგიდა”, რომელიც ეზოთერული ელიტური ტრადიციების მემკვიდრედ პოზიციონირებდა. ისტორიულად მის სულის ჩამდგმელად ითვლება როტშილდების ცნობილი პროტეჟე, ალმასების მაგნატი სესილ როდსი (1853-1901), რომელიც კომპანია “დე ბირსის” სათავეებთან იდგა და გულმოდგინედ იცავდა ბრიტანეთის იმპერიის ინტერესებს. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა გლობალიზმისა და მსოფლიო მთავრობის იდეის ფორმირებაში, რომელსაც ანგლოსაქსური რასის წინასწარგანზრახულებად მიიჩნევდა. თვლიდა, რომ არის ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგის, ბენჯამინ დიზრაელის, მიმდევარი. ეს უკანასკნელი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახლდათ 1868 წელსა და 1874-1880 წლებში. ის ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის იმპერიის გადარჩენის მთავარი პირობა მისი უსაზღვრო კოლონიური ექსპანსია უნდა იყოს. და, საერთოდ, ევროპულ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის მან პირველმა თავის პოლიტიკას საფუძვლად რასისტული იდეა დაუდო.

დიზრაელი, მონათლული ებრაელი, ებრაელთა განსაკუთრებულობის იდეის ახალი ტიპის მოღვაწედ წარმოგვიდგება. ეს განსაკუთრებულობა განსაზღვრული იყო არა რელიგიით, არამედ რასობრივი სიწმინდით. ღმერთის რწმენა მან რასის რწმენით შეცვალა, თავისი ებრაული რასის რწმენით. მკვლევარი ჰანა არენდტი წერდა, რომ დიზრაელი იყოპირველი იდეოლოგი, რომელმაც სიტყვაღმერთიშეცვალა სიტყვითსისხლი”. რასა ყველაფერია, მისი საფუძველია სისხლი: “ყველაფერი არის რასა; სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს”. “რასის საკითხი მსოფლიო ისტორიის გასაღებია”, _ ასეთი იყო დიზრაელის მთავარი დებულებები.

მას თუ დავუჯერებთ, სწორედ “სემიტები” არიან ღირსნი, იწოდებოდნენ “ბუნებისმიერ არისტოკრატებად”. ერთ ინგლისელ ლორდს ასე განუმარტა: “საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში დაცემის მიუხედავად, ებრაული სული დღევანდელ ვითარებაში ევროპულ საქმეებზე დიდ გავლენას ახდენს. მე არ ვგულისხმობ მათ კანონებს, რომლებსაც დღემდე ემორჩილებით, არც მათ ლიტერატურაზე, რომლითაც გაჟღენთილია თქვენი გონება, მე ვგულისხმობ იუდეველთა ცოცხალ ინტელექტს. ევროპაში არ არსებობს შესამჩნევი ინტელექტუალური მოძრაობა, რომელშიც ებრაელები აქტიურად არ მონაწილეობენ”.

მაგრამ, ამასთანავე, რადგან ინგლისის მთავრობას მეთაურობდა და ცდილობდა, დამკვიდრებულიყო, როგორც ბრიტანეთის იმპერიის ხელმძღვანელი, დიზრაელი ინგლისურ რასასაც ადიდებდა და ამტკიცებდა, რომარიელებისა და სემიტების რასებს აქვთ ერთი და იგივე სისხლი და წარმოშობა”, რომშეუძლებელია რამის შექმნა მანამდე, სანამ არიული რასები სემიტიზმის ბორკილებისგან არ გათავისუფლდებიან”, და რომცხოვრების უმაღლესი მიზანი არის _ იცხოვრო არიულ ქვეყანაში, არიული რასის ადამიანებს შორის და გააცოცხლო რწმენის არიული სიმბოლო”. იუდეველთა უპირატესობის იდეის ინგლისელებზე გადატანით დიზრაელმა დაასაბუთამდაბალხალხებზე მათი ბატონობის უფლება და საფუძველი ჩაუყარა ბრიტანულ პოლიტიკაში რასობრივ მიდგომას.

ეს მიდგომა გაითავისა სესილ როდსმა _ “აპარტეიდის არქიტექტორმა”, რომელიც ბრიტანელებს განიხილავდა, როგორც უმაღლეს ერს; ხოლო ბრიტანეთის იმპერიას, როგორც ორგანიზების უმაღლეს საშუალებას, რომელიც უნდა შეითვისონ ჩამორჩენილმა ხალხებმა. ის დიზრაელზე შორს წავიდა და წამოაყენა “მსოფლიო იმპერიის” შექმნის ამოცანა. მე ვამტკიცებ, _ წერდა როდსი, _ რომ ჩვენ ვართ საუკეთესო ერი მსოფლიოში და, მსოფლიოს რაც უფრო დიდ ნაწილში ჩავსახლდებით, კაცობრიობისთვის მით უფრო უკეთესი იქნება”.

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

დაგეგმილი იყო ჩასახლება აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე, მალაიზიის არქიპელაგზე, ჩინეთისა და იაპონიის სანაპირო ზოლზე, აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ შეერთებული შტატები. გლობალურ იმპერიად ჩამოყალიბების შემდეგ ბრიტანეთი დაამყარებდა მშვიდობას პლანეტაზე. ამ შემთხვევაში მსოფლიოს მმართველებად მონარქები, მთავრობები და პარლამენტები კი არ დარჩებოდნენ, არამედ მათ ნაცვლად _ უმსხვილესი მრეწველების, ფინანსისტებისა და პოლიტიკოსების საიდუმლო ტრანსნაციონალური ორგანიზაცია.

ამ მიზნით როდსმა ბარონ ნათან როტშილდთან ერთად დააარსა დახურული საზოგადოება. იგი მმართველობის ზესახელმწიფო აპარატად ჩამოყალიბდა, რომელიც არ მუშაობდა არათუ ბრიტანეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ ბრიტანეთის იმპერიის სტრუქტურებს ადამიანების ვიწრო წრის ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებდა. მკვლევარი კეროლ კუიგლი თავის წიგნში “ინგლისურ-ამერიკული ისტებლიშმენტი” წერდა, რომ მისი მიზანი “მსოფლიოს, უწინარეს ყოვლისა კი, ინგლისურენოვანი მსოფლიოს, დიდი ბრიტანეთის ფედერალურ სტრუქტურად ჩამოყალიბება იყო. ამ ჯგუფს თავისი მიზანი ჟურნალისტებზე, საგანმანათლებლო და პროპაგანდისტულ ორგანოებზე საიდუმლო, კულისებსმიღმა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისა და კონტროლის საშუალებით უნდა განეხორციელებინა”. ეს იყო არაფორმალური, დახურული საკლუბო სტრუქტურა, საექსპერტო მოედანი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ბრიტანეთის არისტოკრატიის, ასევე, საფინანსო და სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლები. ისინი გლობალური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და რეალიზაციის განსაკუთრებული თვისებებითა და მხოლოდ “მსოფლიო მთავრობაზე” ორიენტირებით იყვნენ გამორჩეულები.

1902 წელს, როდსის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმე განაგრძეს მიმდევრებმა და თანამოაზრეებმა, რომლებსაც თვალსაჩინო ადგილები ეკავათ ბრიტანეთის საზოგადოებრიობაში. მთავარი ფიგურები იყვნენ ლორდი ალფრედ მილნერი, ფილიპ კერი (ლორდი ლოტიანი), ლაიონ კერტისი, ასევე _ ერნესტ ოპენჰაიმერი, რომელმაც შთამომავლობით მიიღო საგვარეულო კომპანია “დე ბირსი”. მილნერი “მრგვალი მაგიდის” უშუალო ორგანიზატორი გახდა, რაც ე.წ. მსოფლიო მთავრობის მშენებლობის კონკრეტული გეგმების შემუშავების გადამწყვეტი მომენტი იყო. მილნერისა და მასთან დაახლოებული პირების, ე.წ. მილნერის ჯგუფის გავლენით, იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე _ აშშ-ში შეიქმნა შესაბამისი ქვედანაყოფები, რომლებშიც გაერთიანდნენ როტშილდთან დაკავშირებული მსხვილი ფინანსისტები. წამყვანი ფიგურები, რომელთა მეშვეობითაც “მრგვალი მაგიდა” ახორციელებდა როტშილდების კონტროლს უოლ-სტრიტის ბანკირებზე, იყო KUHN, LOEB & CO ბანკის მმართველი იაკობ შიფი. იგი აფინანსებდა ჯონ როკფელერს, ევერელ ჰარიმანსა და ენდრიუ კარნეგის. მისი მეშვეობით როტშილდები ეხმარებოდნენ ჯონ მორგანს და თავიანთ ადამიანებს ნიშნავდნენ ისეთი ბანკების მმართველებად, როგორებიც იყო LEHMAN BROTHERS და A GOLDNAM-SACHS. პოლ ვარბურგსა და ბერნარდ ბარუხთან ერთად იაკობ შიფმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1913 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნაში, იმ ფინანსური ტრესტის, რომელსაც გადაეცა ამერიკის ფულისა და კრედიტების განკარგვის სრული უფლება.

ლორდი ჯეიკობ როტშილდი
ლორდი ჯეიკობ როტშილდი

ბრიტანეთისა და ამერიკის იშტებლიშმენტის წარმომადგენელთა ურთიერთობისა და პოზიციათა შეთანხმების სრულყოფის მიზნით შეიქმნა კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც არ ასაჯაროებდა თავის საქმიანობას და დღემდე ნაკლებად არის ცნობილი. იგულისხმება მომლოცველთა საზოგადოება (ანუ პილიგრიმების საზოგადოება), რომლის პირველი სხდომა ნიუ-იორკის წმინდა გიორგის საზოგადოების, ლონდონის ამერიკული საზოგადოებისა და ინგლისურ-ამერიკული ასოციაციის ბრიტანეთის ქვედანაყოფების ინიციატივით 1902 წელს გაიმართა. 1903 წელს საზოგადოების წევრთა პირველი ფორმალური ვახშმის შემდეგ შეკრებები რეგულარულად იმართებოდა. ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, ფაქტობრივად, ყველა გავლენიანი არისტოკრატი, ბანკირი და მეწარმე, რომლებიც ამ ორი ქვეყნის ელიტას წარმოადგენდნენ (მორგანები, როკფელერები, ჰარიმანები, დილონები, კარნეგები, ასტორები, ვარბურგები, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, როტშილდები, ბერინგები, ბარკლაები და სხვ.).

გლობალური პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა ფაბიანთა საზოგადოებაც, რომელიც 1884 წელს შეიქმნა ინგლისელი პოლიტიკოსის _ სიდნეი ვების, მისი ცოლის _ ბეატრის ვებისა და ბრიტანელი მწერლის _ ბერნარდ შოუს (მწერალი, დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი) ინიციატივით. ეს საზოგადოება შთაგონებული იყო რობერტ ოუენის იდეებით (ოუენი _ ინგლისელი ფილოსოფოსი, პედაგოგი და სოციალისტი), გამოდიოდა კაპიტალიზმის კრიტიკით ქრისტიანული სოციალიზმის პოზიციებიდან. უფრო მეტიც, იცავდა უკლასო, “აყვავებული საზოგადოების იდეებს, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა საბაზრო კანონებზე”. ამ საზოგადოების გავლენა უდიდესი იყო. მისი წევრები იყვნენ გამოჩენილი პოლიტიკოსები, იგი იდგა ლონდონის ეკონომიკის სკოლის სათავეებთან, რომელიც ვების იდეების გავლენით 1895 წელს დაარსდა.

მოგვიანებით საზოგადოების საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჰერბერტ უელსმა (1866-1946), რომელმაც თავისი თვალსაზრისი გადმოსცა მრავალი პუბლიკაციის მეშვეობით. მათ შორის მთავარი იყო “ღია შეთქმულება” და “ახალი მსოფლიო წესრიგი” (1940), რომლებშიც გვთავაზობს უკლასო მსოფლიო ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას (“კაცობრიობის ახალი საზოგადოება”), საზოგადოებისა, რომელიც შეძლებს მსოფლიოს მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას, იხელმძღვანელებს ევგენიკის (მეცნიერება ადამიანების სელექციისა და მათი მემკვიდრეობითი თვისებების გაუმჯობესების შესახებ) პრაქტიკითაც და ექნება უნარი, რაციონალურად გამოიყენოს პლანეტის რესურსები. ნიშანდობლივია, რომ ამ თემისადმი მიძღვნილი პირველი მისი ნაშრომი 1914 წელს გამოქვეყნდა სათაურითწესრიგი ქაოსის გავლით”, რომელშიც ლაპარაკია მომავალ საყოველთაო ომზე. ამ ომის შედეგად უნდა შეიქმნას 10 ბლოკისგან (10 “ოლქისგან”) შემდგარი მსოფლიო სახელმწიფო. სწორედ ამ წიგნში ავტორმა პირველად გამოიყენა გამოთქმაახალი მსოფლიო წესრიგი”.

ერთიანი ბირთვის მიუხედავად, რომელიც “სითის საზოგადოებაში” იყო ჩამოყალიბებული, აქ მაინც არსებობდა შიდა დაპირისპირებების ორი ტიპი. პირველს განაპირობებდა უფრო მეტი ძალაუფლებისკენ სწრაფვა, უფრო ძლიერი გავლენის მოპოვება და უფრო მეტი ქონების ხელში ჩაგდება. ერთი ჯგუფი ამას მოითხოვდა ერთიანი ინგლისურ-ამერიკული ბლოკის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, რომელიც წარმოგვიდგებოდა დედაბოძის სახით. მას მიუერთდებოდნენ დანარჩენები.

მეორე ჯგუფი არ გამოყოფდა რომელიმე სახელმწიფოს ან იმპერიას და საყოველთაო ერთობის, ერთიან ბლოკად კაცობრიობის შეკვრის იდეას იცავდა. ეს იყო ანგლოსაქსური გლობალიზმის პლანეტურ გლობალიზმთან დაპირისპირების არსი.

მაშინვე, ანუ XIX საუკუნის ბოლო მესამედში, შეიქმნა სიონისტური პროექტი, რომელიც გამოხატავდა ებრაული კაპიტალის მიერ მსოფლიოს დაპყრობის სტრატეგიას და წარმოდგენილი იყო მრავალდონიანი კონსტრუქციის სახით.

დუგლას რიდის წიგნში “კამათი სიონის შესახებ” შესანიშნავად არის გადმოცემული, როგორ შეიქმნა სიონიზმი, როგორც იდეურ-პოლიტიკური მოძრაობა სწორედ მაშინ, როცა დასავლეთის ებრაელების აქტიურმა ასიმილაციამ სათუო გახადა სათავეში მდგომ იუდეველთა ძალაუფლების შენარჩუნება ებრაელთა ძირითად მასაზე. შუა საუკუნეების ევროპიდან მოყოლებული, იუდეველთა თემები დახურული ტოტალიტარული სისტემების სახით იყო წარმოდგენილი, რომლებშიც რელიგიას ძალადობრივი მეთოდებით ნერგავდნენ სათავეში მდგომნი. ისინი ხშირად გარიგებულები იყვნენ სამოქალაქო არაებრაულ ხელისუფლებასთან, რომელიც არცთუ იშვიათად აიძულებდა ებრაელებს, აღესრულებინათ ქრისტიანული რელიგიის წეს-ჩვეულებანი. XIX საუკუნეში საერო ხელისუფლებების მიერ მიღებული ლიბერალური კანონების შედეგად, ებრაელთა თემების დაშლა დაიწყო და რელიგიის მესვეურების იურიდიული ძალაუფლება იუდეველთა მასაზე შესამჩნევად შესუსტდა. ამ პირობებში დაიწყო სიონიზმის, როგორც ლიბერალიზმის საწინააღმდეგო იდეოლოგიისა და მოძრაობის, ფორმირება.

ჩასახვის პერიოდში სიონიზმის მთავარ მიზნად გამოცხადდა ებრაელების სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ებრაელთა პოლიტიკური გაერთიანების ცენტრად ჩამოყალიბდებოდა. იგი იმთავითვე მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანი გახდა. ამიტომ იყო, რომ სხვადასხვა დინება დამოუკიდებელ იდეურ მიმართულებებად დარჩა. მთავარი მათ შორის იყო რელიგიური, პრაქტიკული და პოლიტიკური სიონიზმი.

რელიგიური სიონიზმი, რომელიც სხვებზე ადრე ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში, ცდილობდა, სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა ჩაეწერა ორთოდოქსული იუდაიზმის სწავლებაში, როგორც იუდეველთა ძველ სამშობლოში დაბრუნება, რომელიც მაინცდამაინც მაშიახის მოსვლასთან არის დაკავშირებული (მაშიახი იუდაიზმში მესიას ნიშნავს). ეს მოთხოვნა გამომდინარეობდა მაშიახის მოსვლის იდეის ორი _ ბუნებრივი და სასწაულებრივი _ სტადიიდან. პირველი სტადია განმარტებული იყო, როგორც ებრაელების პალესტინაში (სიონში) დამოუკიდებლად დაბრუნება ისრაელის მოსახლეობის აღსადგენად და ქვეყნის ასაღორძინებლად ყველა ასპექტში, რაც თავის მხრივ დააჩქარებდა მეორე სტადიას _ მაშიახის მოსვლას. ეს ნიშნავდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას განიხილავდნენ, როგორც ებრაელი ხალხის მისიის რეალიზაციის მხოლოდ დასაწყისს.

დასასრულ, 1897 წელს ყალიბდება ყველასთვის ცნობილი პოლიტიკური სიონიზმი, რომელიც დააფუძნა ავსტრიის ქვეშევრდომმა თეოდორ ჰერცლმა. მისი მიზანი იყო ებრაელების უსაფრთხო, კანონით დაცული “თავშესაფრის” შექმნა, რომელსაც აღიარებდა საერთაშორისო სამართალი. სიონიზმი გაფორმდა, როგორც ევროპული პოლიტიკური მოძრაობა, რადგან მხოლოდ ასეთი ფორმით მიიღებდა მას დასავლური სამყარო. ამასთანავე, სახელმწიფოს შექმნას გერცელი არ განიხილავდა, როგორც თვითმიზანს. მიიჩნევდა, რომ ეს იქნებოდა ეფექტიანი საშუალება ებრაელთა საკითხის გადასაწყვეტად. იმ დროს სხვა ყველაფერი მეორადი საკითხი იყო.

მაგრამ სიონიზმის მთავარი ჩანაფიქრი გაცილებით სცილდებოდა დეკლარირებულ მიზნებს. მისი ჭეშმარიტი არსი გამოხატული იყოსულიერ”, ანუსაიდუმლოსიონიზმში, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო აჰადჰაამი (აშერ გინცბერგი).

იგი დაიბადა კიევის გუბერნიაში, ჰასიდების ოჯახში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული იუდეველთა ულტრაორთოდოქსულ სექტა ხაბადთან თავისი ცოლის მეოხებით, რომელიც ხაბადთა რაბინის, მენახემ-მენდლის, შვილიშვილი გახლდათ. აჰად-ჰაამმა, რომელიც ოდესაში არსებული კავშირის “ხოვევეი სიონის” ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი გახდა, თავისი დროშის ქვეშ შეკრიბა აღმოსავლეთ ევროპის ებრაელობა, მწვავე პოლემიკა დაიწყო ჰერცლთან და მის პოლიტიკურ სიონიზმთან _ “ბნაი ბრიტის” ორდენის აღმასრულებელ ორგანოსთან, რომელმაც თავის გარშემო გააერთიანა დასავლეთ ევროპის ებრაელობა. აჰად-ჰაამი ჰერცლს მიიჩნევდა თავის მოწინააღმდეგედ, რომელიც ავრცელებდა დასავლეთის ასიმილირებული ებრაელების მოსაზრებებს და რომელსაც ზედაპირულად ესმოდა “ებრაელთა სახელმწიფოს” მნიშვნელობა.

ებრაული ნაციონალიზმის აღდგენა აჰად-ჰაამს მსოფლიო ბატონობის უზრუნველყოფის საწყის პუნქტად მიაჩნდა. იგი ამტკიცებდა: “ებრაელებს სახელმწიფო იმისთვის კი არ სჭირდებათ, იქ თავი მოუყარონ ყველა ებრაელს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ გააძლიერონ ერთიანობის სულისკვეთება და მიზნები. ამ ცენტრიდან იუდაიზმის სულისკვეთება მთელ უზარმაზარ პერიფერიაზე გავრცელდება”. ნიცშეს “ზეადამიანის” იდეა მან იუდეველთა ღმერთის მიერ რჩეულ ებრაელთა დოგმას დაუკავშირა და იგი “ზეეროვნულ” იდეად გადააქცია: “…უნდა არსებობდეს ერთი ისეთი ერი, რომელიც თავისი შინაგანი მახასიათებლებით სხვებზე უკეთ არის შეგუებული მორალურ განვითარებასა და თავისი ცხოვრების მორალურ კანონთან შესაბამის მოწყობასთან და ჩვეულებრივი ტიპის მორალზე მაღლა დგას”. ასეთი “ზეერი” უნდა გახდეს “ექსტერიტორიული მსოფლიო ებრაული სულიერი ერი”, “ხოლო ისრაელმა უნდა მოიცვას დედამიწის ყველა სხვა ქვეყანა იმისთვის, რათა გამოასწოროს მსოფლიო…” არსებითად საქმე ეხებოდა მსოფლიოს ტრანსფორმაციას “ებრაელთა სახელმწიფოდ” სულიერების ცენტრით ისრაელში, და ყველა ხალხის ნაციონალიზაციას ორთოდოქსული იუდაიზმის საფუძველზე, რომელიც იუდეველთა მმართველი წრეების მსოფლიოში გაბატონებას შეუწყობდა ხელს.

აჰად-ჰაამს მიაჩნდა:

ხალხი, რომელიც კაცობრიობის ყველაზე მეტად სრულყოფილ ტიპს წარმოადგენს, ყოველთვის უმცირესობაში უნდა დარჩეს და არ უნდა გაუზიაროს თავისი დანიშნულება რომელიმე სხვა ხალხს. ეს ერი იბატონებს სხვებზე. ეს ერი არის ისრაელიანთა, რომელიც სხვა ხალხთა შორის მართლაც არის კაცობრიობის უმაღლესი ტიპისიკეთე ეკუთვნის ზეადამიანს ან ზეერს, რომელსაც ჰყოფნის ნებისყოფა, გახდეს სამყაროს ბატონი და არაფრად აგდებს იმას, თუ რად დაუჯდებათ ეს მდაბალ არსებათა მასებს და მდაბალ ხალხებსრადგან მხოლოდ ზეადამიანი და მხოლოდ ერთი ერი არის გვირგვინი და მიზანი მთელი კაცობრიობის. დანარჩენები მხოლოდ იმისთვის არიან შექმნილნი, ამ მიზანს რომ ემსახურონ, იქცნენ კიბედ, რომლითაც სანუკვარ მწვერვალზე შეიძლება ასვლა”.

ოლღა ჩეტვერიკოვა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here